აფაგ მესუდის მიმართვა მსოფლიო მწერლებს

აფაგ მესუდის მიმართვა მსოფლიო მწერლებს

 

მიმართვა რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, თურქულ, არაბულ, ფრანგულ და ესპანურ და ქართულ ენებზე თურქეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მუსა კაზიმ არიჯანს, რუსეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს ნიკოლაი ივანოვას, უკრაინის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მიხეილ სიდორჯევსკის, ბელორუსის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს ნიკოლაი ჩერნიგეტსს, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მაყვალა გონაშვილს, ბულგარეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს ბოიან ანგელოვას, ესტონეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს ტიიტ ალექსეევს, ლატვიის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს არნო იუნზეს, ლიტვის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს ბირუტე იონუსკაიტე-ავგუსტინეს, სერბეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს რადომირ ანდრიჩს,  ესპანეთის სამეფოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მანუელ რიკოს, ავსტრიის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მარიან გრუბერს, გერმანიის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს ლენა ფალკენჰაგენს, შვეიცარიის კონფედერაციის მწერალთა კავშირის პრეზიდენტს ნიკოლოს ჯაუსეპინს, მექსიკის შტატების მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს ეუჯენიო აგირეს, არგენტინის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს ალექსანდრო ვაკაროას, კუბის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მიგელ ბარნეს, ფრანგულენოვანი მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარეს ჟაკ ჩევრიეს, სირიის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მალიქ საკურას, იორდანიის მწერალთა და ლიტერატორთა გაერთიანების თავმჯდომარეს ალიან ელადოვანს, ეგვიპტის მწერალთა კავშირის თავმჯდომარესა და არაბ მწერალთა კავშირების გენერალურ მდივანს დ. ალა აბდულ ჰადის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების მწერალთა და ლიტერატორთა კავშირის თავმჯდომარეს ალჰანოფ მოჰამედს, პალესტინის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მურად ალსუდანის, გაერთიანებული სამეფოს მწერალთა ასოციაციის პრეზიდენტს სენდი ტოქსვიკ ობესა და უნგრეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს სენტმარტონი იანოშას დაეგზავნათ.

ძვირფასო კოლეგებო!

მოგიწოდებთ როგორც მაღალი იდეალებისა და საკაცობრიო ღირებულებათა მსახურებმა ხმა აღიმაღლოთ სომხური ვანდალიზმისა და ეროვნული, ადამიანური და საკაცობრიო ფასეულებების განადგურებისაკენ მიმართული ქმედებების წინააღმდეგ, რომელსაც სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ახორციელებს! ეს ვანდალური სუმხური პოლიტიკა, რომელიც დღეს იმაში გამოიხატება, რომ მშობლიური მიწების მომხდურისაგან გასათავისუფლებლად გამართულ ბრძოლაში ჩართულ აზერბაიჯანელ მებრძოლებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით პასუხობს, სათავეს ჯერ კიდევ 1905-1906 წლებიდან იღებს, იმ წლებიდან როცა სომხები თავინათი ტერიტორიული პრეტენზიების გამო ათასობით აზერბაიჯანელს თავიანთ მშობლიურ მიწა-წყალზე უმოწყალოდ გაუსწორდნენ. XIX საუკუნის დასაწყისში, ქურაქჩაის ხელშეკრულების გაფორმებიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ ყარაბაღისა და შაქის სახანოები რუსეთს შეუერთდა, საუბედუროდ ცოტა მოგვიანებით აზერბაიჯანის ირევანის სახანოში (ახლანდელი ერევანი) ჩასახლებულ იქნა სომეხი მოსახლეობა, რომელმაც საბჭოთა პერიოდში ამავე ტერიტორიაზე საბჭოთა სომხეთის რესპუბლიკა გამოაცხადა. დღეს რომ სომხეთი მთელი ცივილიზებული სამყაროს თვალწინ შორმანძილიან სარაკეტო ცეცხლს უშენს აზერბაიჯანის დიდ ქალაქებსა და სოფლებს, რომლის შედეგადაც იღუპებიან მშვიდობიანი მოსახლეობა და უმწეო ბავშვები, გახლავთ გაგრძელება იმ ვანდალური აქტებისა, რომლებიც მათ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ 1918-1920, 1948-1953 და 1988-1994 წიებში განახორციელეს, რაც ბოლოს იმით დამთავრდა, რომ ყარაბახიდან პირწმინდად განდევნეს აზერბაიჯანული მოსახლეობა და განახორციელეს ხოჯალოს გენოციდი, - პირისაგან მიწისა აღგავეს აზერბაიჯანული ქალაქი ხოჯალო, განსაკუთრებული სისასტიკით ამოჟლიტეს ბავშვები, ქალები და მოხუცები. 90-იან წლებში, მაშინ როცა აზერბაიჯანმა დიდი ძალისხმევის შედეგად აღიდგინა ნანატრი სახელმწიფო დამოუკიდებლობა, სომხებმა ისარგებლეს ასეთი პერიოდებისათვის დამახასიათებელი საერთო არეულობით და აზერბაიჯანის ტერიტორიების ერთი ნაწილი სრულიად უსამართლოდ მიიტაცეს. წლებია ყურად არ იღებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 4 რეზოლუციას, იმის თაობაზე, რომ უპირობოდ გაათავისუფლონ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიები და დღესაც უკანონოდ განაგრძობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფობას და ვანდალიზმს, რაც თავისთავად არ თავსდება არც ადამიანურ არც სამართლებრივ და არც მორალურ ჩარჩოებში. გთხოვთ ხმა აღიმაღლოთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ, რათა საერთაშორისო საზოგადობის ყურადღება მიაპყროთ იმას, რაც აზერბაიჯანის ტერტორიაზე ხდება!

მიმართვას ერთვის ხოჯალოსა და განჯაში დატრიალებული ვანდალიზმის ამსახველი სურათები.

 

აფაგ მასუდი

აზერბაიჯანის სახალხო მწერალი

Azərbaycanın Gəncə şəhəri erməni terrorundan sonra

Azərbaycanın Gəncə şəhəri erməni terrorundan sonra

Xocalı faciəsi

 

და სხვა ...

  • „ლეილი და მეჯნუნი“ დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „ლეილი და მეჯნუნი“ დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

     

    დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ( Dnepr Book Space) გაიმართა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯავის კიევში უკრაინულ ენაზე გამოცემული"ლეილი და მაჯნუნიის" პრეზენტაცია.

     

  • „ლეილი და მეჯნუნი“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „ლეილი და მეჯნუნი“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

    კიევის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ("კიევის წიგნის ხელოვნების ფესტივალი") გაიმართა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯავის "ლეილი და მაჯნუნიის" პრეზენტაცია. უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი უკრაინულ ენაზე დაისტამბა ნიზამი განჯავის 880 წლის იუბილესთან დაკავშირებით. პროექტი განხორციელდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის უშუალო მონაწილეობით.