როგორ გადაკეთდა ხანქენდი სტეფანაკერტად

როგორ გადაკეთდა ხანქენდი სტეფანაკერტად

 

სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით მოამზადა ვიდეო რგოლი "როგორ გადაკეთდა ხანენდი სტეპანაკერტად", რომელიც ასახავს  ძველი ხანენდის ისტორიასა და მთიანი ყარაბაღის, ანუ აზერბაიჯანის ძირძველი მიწების მრავალ წლიან მზაკვრულ  სომხიზაციის პოლიტიკას, რასაც სათავე დაუდო1828 წლის რუსეთსა და ირანს შორის დადებულმა თურქმენჩაის ხელშეკრულებამ. ვიდეო რგოლი, რომელიც საერთაშორისო ინტერნეტ სამყაროსა და სოციალურ ქსელებში ინგლისურ, რუსულ, თურქულ, სპარსულ, არაბულ, ქართულ, ფრანგულ, უკრაინულ, ესპანურ და გერმანულ ენებზე გავრცელდება, ასევე გადაეგზავნა აზერბაიჯანში აკრედიტირებულ უცხოურ საელჩოებსა და მსოფლიოს წამყვან მედია საშუალებებს.

ყარაბაღი აზერბაიჯანია!

როგორ გადაკეთდა ხანქენდი სტეფანაკერტად

როგორც ვიცით, ყარაბაღელმა ფანაჰალი ხანმა 1752 წელს ქალაქ შუშას დაუდო საფუძველი. მოგვიანებით მისმა ვაჟმა იბრაჰიმხალილ ხანმა შემოდგომისა და ზამთრის ცივი თვების შესაფერის კლიმატურ მიდამოში გატარების მიზნით შუშას მთის ფერდობზე ლამაზი ბუნების წიაღში მშენებლობის დაწყება ბრძანა. სწორედ ამ ტერიტორიას იბრაჰიმხალილის საპატივსაცემოდ ხანქენდი (ხანის სოფელი) ეწოდა.

მოგვიანებით, იბრაჰიმხალილ ხანის ვაჟმა მეჰდიგულუ ხანმა ხანქენდი, სადაც მისი ოჯახი და ახლო ნათესავები ზამთრის თვეებს ატარებდნენ, საყვარელ მეუღლეს ქალბატონ ფარიჯჰანს  აჩუქა.

1805 წლის 14 მაისის ქურაქჩაის ხელშეკრულებისა და 1813 წლის 12 ოქტომბრის გულუსტანის ხელშეკრულების შემდეგ, რომელმაც ოფიციალურად დააკანონა ყარაბაღის სახანოს რუსეთის იმპერიასთან შეერთება, ხანქენდში განლაგებულ იქნა რუს მხედრიონთა კორპუსი, რამაც ერთბაშად დაარღვია სოფლის მშვიდი და უზრუნველი გარემო. 1828 წლის 10 თებერვალს დადებული თურქმენჩაის ხელშეკრულების შემდეგ, ამ რეგიონში მრავალი სომხური ოჯახი იქნა გადმოსახლებული შაჰ გაჯარის ირანიდან და ოსმალეთის თურქეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დასაქმებულ იქნნენ მეფის არმიის სამხედრო ნაწილებსა და სამთავრობო ოფისებში, ამ ადგილის სახელი  XIX საუკუნის მეფის რუსეთის ყველა სამხედრო და სამოქალაქო რუკაში დაფიქსირებულია, როგორც "ხანქენდი".

 

https://az.wikipedia.org/wiki/Xankəndi 

საერთო სიტუაციით გააქტურებულმა სომხებმა, რომლებმაც ისარგებლეს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ვითარებითა და  რუსეთში ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკების მოსვლით, კავკასიაში მიწების ოკუპაცია და მზაკვრული სომხური პოლიტიკის გატარება დაიწყეს, რასაც, ცხადია, ოსმალეთის იმპერიაში ვერ განახორციელებდნენ. ამ საქმიანობის პირველი ნაყოფი იყო ბოლშევიზმის პოლიტიკის დახმარებით ისტორიაში პირველად "საბჭოთა სომხეთის" სახელმწიფოს დაარსება, რომელიც  აზერბაიჯანის ქალაქების ირევნის, ნახჩივანისა და ზანგაზურის ტერიტორიებზე განხორციელდა. სიხარბით ატანილმა სომხებმა, რომლებიც მიტაცებულით ვერ კმაყოფილდებოდნენ, რამდენიმე ხნის შემდეგ, კონკრეტულად 1920 წელს წამოაყენეს პრეტენზიები აზერბაიჯანის ყარაბაღის მიწების მიმართ და რუსეთის შეიარაღებული ძალების დახმარებით დაიწყეს იმ მშვიდობიანი აზერბაიჯანელების შევიწროება და განდევნა, რომელთაც თავის დროზე ჰუმანურობა გამოიჩინეს და შეიფარეს ისინი.. აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი პროვოკაციებისა და ხოცვა-ჟლეტის შედეგად 1921 წელს აზერბაიჯანის შემადგენლობაში მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონი შეიქმნა.

1923 წელს მოსკოვის მიერ აზერბაიჯანში ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშნული რუსი სერგეი მირონოვიჩ კიროვის გადაწყვეტილებით ქალაქ ხანქენდს სომეხი ბოლშევიკების მეთაურის სტეფან შაუმიანის საპატივსაცემოდ სტეფანაკერტი ეწოდა. ეს ის სტეფან შაუმიანი გახლდათ, რომელიც ბოლშევიკური რუსეთის მხარდაჭერით წაქეზებული ბაქოში  20 000-ზე მეტი აზერბაიჯანელის მკვლელობას პირადად ხელმძღვანელობდა.

1988 წლიდან კი უცხოეთში ფესვგამჯდარი სომხური დიასპორის მხარდაჭერითა და ნაციონალისტი ემისრების ორგანიზებით დაიწყო არასანქცირებული მიტინგები აზერბაიჯანიდან მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის გამოყოფისა და სომხეთისათვის მიერთების მოთხოვნით. მოძრაობა "მიაცუმის" უპირველესი მიზანი იყო  პროვინციის ცენტრის ქალაქ ხანქენდის აზერბაიჯანული მოსახლეობისგან სრული გაწმენდა; აზერბაიჯანული კვალის წაშლა; მეჩეთებისა და ისტორიული ძეგლების განადგურება; პარკების, ქუჩების, სკოლების, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელების სომხიზაციის გზით მითვისება.

იმ წლებში სომეხმა ორგანიზატორებმა, რომლებსაც საიდუმლო შეთანხმება ჰქონდათ ოფიციალურ მოსკოვთან - სსრკ კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანთან მიხეილ გორბაჩოვთან და მის მეუღლესთან რაისა გორბაჩოვთან, დაიწყეს მთელი რიგი ტერორისტული აქტების განხორციელება ამ მიმართულებით. მათი ტერორის პირველი მსხვერპლ  გახდნენ აზერბაიჯანელი სტუდენტები, რომლებიც ხანენდის უნივერსიტეტში სწავლობდნენ... იმ წლებში სომხებმა დაწვეს და გადაბუგეს აზერბაიჯანელთა სახლები, რომლებსაც არ სურდათ მშობლიური ამულის მიტოვება. ამ პერიოდში რეგიონის მკვიდრი აზერბაიჯანელები ფსიქიკურ და ფიზიკურ ზეწოლასა და წამებას განიცდიდნენ.

1988 წლის სექტემბერში სომხებმა იარაღის ძალით ქალაქიდან განდევნეს  ხანენდში მცხოვრები ყველა ეთნიკური აზერბაიჯანელისომხეთში გაიტანეს აზერბაიჯანის სახელმწიფოს სახსრებით აშენებული ქარხნებისა და ფაბრიკების დიდი რაოდენობით ტექნიკური აღჭურვილობა... მთიან ყარაბაღში განლაგებული რუსული სამხედრო ნაწილების იარაღი და სამხედრო ტექნიკა არაკანონიერი სომხური სამხედრო ნაწილებისა და ტერორისტული ჯგუფების ხელში აღმოჩნდა.

ხანქენდის მოვლენები ჯაჭვური რეაქციით  მთელ ყარაბაღს მოედო... ავტონომიური ოლქი, სადაც მოსახლეობის უმეტესობა აზერბაიჯანელი იყო, სულ რამდენიმე თვეში სომხებით გაივსო.

1992-1993 წლებში, მასშემდეგ, რაც აზერბაიჯანმა საბჭოთა კავშირის შემადგენლობა დატოვა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა, სხვის მიწას დახარბებულმა სომხებმა ისარგებლეს არამდგრადი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციით და აზერბაიჯანის 7 რაიონი - ლაჩინის, ქელბეჯერის, აღდამის, ფიზულის, ჯაბრაილის, გუბადლის და ზენგილანის რაიონები მიითვისეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ რაიონებში მანამდე ერთი სომეხიც კი არ ცხოვრობდა.

 

შესატყვისი ლინკები:

https://az.wikipedia.org/wiki/Ermənistanda Qarabağ hərəkatı

https://az.wikipedia.org/wiki/Miatsum 

დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა დაპყრობილი მიწებიდან ოკუპანტის გაყვანისა და წლების მანძილზე აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ და გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხმა დადგენილებამ არავითარი შედეგი არ გამოიღო. ეს ისტორიული და ზოგადსაკაცობრიო უსამართლობა მრავალი წლის განმავლობაში უგულებელყოფილი იყო საერთაშორისო საზოგადოებისა და მსოფლიო პოლიტიკური სამყაროს მიერ, რამაც გამოიწვია აღვირახსნილი სომხების ახალი ტერიტორიული პრეტენზიები - სამხედრო ინტერვენცია ყარაბაღიდან საკმაოდ შორს მდებარე  (2020 წლის 12 ივლისი) თოვუზის მხარეში.

სომხების მიერ 2020 წლის 27 სექტემბერს დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 44-დღიან ომში გადაიზარდა და აზერბაიჯანის სრული გამარჯვებით დაგვირგვინდა, რაც თავისთავად ჩვენი ხალხის მარადიული  სიამაყის წყაროდ იქცა. ტრიუმფალურმა აზერბაიჯანულმა არმიამ უმაღლესი მთავარსარდლის, ილჰამ ალიევის მეთაურობით, სიცოცხლის ფასად გაათავისუფლა სომხური ოკუპაციის შედეგად  გავერანებული ჩვენი მიწები და მშობლიურ რეგიონებში ააფრიალა სამფეროვანი ეროვნული დროშა...

 

10 ნოემბერი კი ჩვენს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც გამარჯვების ბრწყინვალე დღე, როდესაც აღდგა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა!

და სხვა ...

  • ზარდუშთ შაფის მოთხრობა ყაზახეთის ლიტერატურულ პორტალში ზარდუშთ შაფის მოთხრობა ყაზახეთის ლიტერატურულ პორტალში

    ყაზახეთის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა adebiportal.kz” მ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის - უახსელი აზერბაიჯანული ლიტერატურა - პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა უდროოდ გარდაცვლილი ნიჭიერი მწერლის ზარდუშთ შაფის