გამოიცა ლეილა ალიევას წიგნი „რჩეულები“
გამოიცა ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის ლეილა ალიევას წიგნი „რჩეულები“, რომელშიც თავმოყრილია პოეტის რჩეული ლექსები.
წიგნი იხსნება ავტორისავე სიტყვებით, რომლითაც იგი თავის შემოქმედებას ახასიათებს: „ბევრი ჩემს პოეზიას ჩემს ემოციებსა და განწყობას უკავშირებს და ფიქრობს, რომ ჩემი ლექსები ძალიან სევდიანია. სინამდვილეში, ამ ლექსების უმეტესობა ჩემზე არ არის დამოკიდებული. მათი უმრავლესობა გამოხატავს ზოგადად ადამიანის სულის ბუნებას, მდგომარეობასა და მღელვარებას. ასე მგონია, ლექსები ღვთისგანაა. ჩამესმის სტრიქონები...“ კრებულში თავმოყრილი ლექსების ციკლი დაყოფილია შემდეგ თავებად - „სამშობლო“, „რაა სიცოცხლე, ანდა სიკვდილი“, „სად ხარ, სამყაროს კეთილმოსურნევ?“, „ძალა მომეცი, უფალო! ", "დავჯდე და ცოტა ვიტირო" და "შენ დაბრუნდები სხვა ცხოვრებაში“.
წიგნი მოიცავს ისეთ მარადიულ თემებს, როგორიცაა სამშობლო, მადლი, სიკვდილ-სიცოცხლე და სიყვარული; მისი წინასიტყვაობის ავტორია აკადემიკოსი ნიზამი ჯაფაროვი, ლექსების თარგმანების ავტორები არიან სახალხო მწერალი აფაგ მესუდი და პოეტი-მთარგმნელი სალამ სარვანი. რედაქტორი მწერალი და მთარგმნელი იაშარ ალიევია.
წიგნი უახლოეს დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში:
“Libraff”-ი
“Kitabevim.az”-ი
“Akademkitab”-ი
წიგნის სახლი “Akademiya”
“Baku Book Centre”-ი
წიგნის სახლი “Çıraq”-ი
პრეზიდენტის ბიბლიოთეკა
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური
და სხვა ...
-
სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში შედგა შეხვედრა ვენესუელ პოეტთან
შედგა შეხვედრა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და აზერბაიჯანში ვენესუელა ბოლივარიის რესპუბლიკის საელჩოს
-
ვენესუელელი პოეტის წიგნის წარდგინება ბაქოს X საეართაშორისო წიგნის გამოფენაზე
სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და აზერბაიჯანში ვენესუელა ბოლივარიის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში