მოლა ფანაჰ ვაგიფის შემოქმედება აშშ-ს ლიტერატურულ პორტალში
ამერიკის შეერთებული შტატების ლიტერატურულმა პორტალმა “Poetry.com”-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება თვალსაჩინო აზერბაიჯანელი პოეტის მოლა ფანაჰ ვაგიფის ინგლისურად თარგმნილი ლექსისა, რომელსაც „ყაყაჩო“ ეწოდება.
ლექსი, რომელსაც თან ერთვის ინფორმაცია პოეტის შემოქმდების შესახებ, ინგლისურად თარგმნა ცნობილმა ინგლისელმა მთარგმნელმა და ფილოლოგმა ტომ ბოთინგმა.
პორტალი,რომელსაც მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს, სისტწმატურად აშუქებს მსოფლიიოში ცნობილი ისეთი პოეტებისა და პროზაიკოსების შემოქმედებას, როგორებიც არიან უილიამ შექსპირი, ედგარ ალან პო, ფრიდრიხ შილერი, ემილი დიკინსონი, ჯეინ ოსტინი და პაბლო ნერუდა.
მოლა ფანაჰ ვაგიფი
(1717–1797)
• მე-18 საუკუნის გამოჩენილი აზერბაიჯანელი პოეტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე;
• იყო ყარაბაღის ხანის პრემიერ-მინისტრი;
• აზერბაიჯანულ პოეზიაში რეალიზმის ფუძემდებელია;
• ავტორია მრავალი ღაზალის, ყოშმის, თეჯნისის, მუსთაზისა და მუხამბასისა;
• მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე;
2017 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას „დიდი აზერბაიჯანელი პოეტის მოლა ფანაჰ ვაგიფის 300 წლის იუბილის აღნიშვნის შესახებ“; პოეტის სახელი შეტანილია იუნესკოს „2016-2017წწ. გამოჩენილი პიროვნებებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების ჩამონათვალში.
https://www.poetry.com/poem/187800/her-face-and-features,-rose-and-tulip-tinted%E2%80%A6 |
და სხვა ...
-
ვაგიფ ბაიათლი ოდერის შემოქმედება არგენტინის ლიტერატურულ პორტალში
არგენტინის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Antología poética” (პოეტური ანთოლოგია) სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული
-
რასულ რზას შემოქმედება აშშ-ს ლიტერატურულ პორტალში
პოპულარულმა ამერიკულმა ლიტერატურულმა პორტალმა "Poetryverse"-მ "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" პროექტის ფარგლებში
-
წიგნად დაისტამბა „წინასწარმეტყველ მაჰმადის ცხოვრება“
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა წიგნი "წინასწარმეტყველ მუჰამედის ცხოვრება", რომელიც გამოჩენილი რუსი მწერლის ვერა პანოვასა და მისი ვაჟის, აკადემიკოს...