ზარდუშთ შაფიზადეს მოთხრობა არაბულ პორტალებში
არაბული ქვეყნების ისეთმა პოპულარილმა პორტალებმა, როგორებიც არიან ალჟირის "Alharir.info", ქუვეითის "Fikr hur", ერაყის "Fikr hur", ეგვიპტის "Nawadir al-Arab al-Jamila" და მაროკოს "Khaber al-Yaum", სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახლესი აზერბაიჯანული ლიტარეტურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყეს ტრანსლირება უდროოდ გარდაცვლილი ნიჭიერი მწერლის ზარდუშთ შაფიზადეს არაბულ ენაზე თარგმნილი მოთხრობისა „უკანასკნელი ყვავილების მაღაზია“.
მოთხრობა, რომელსაც თან ერთვის ინფორმაცია მწერლის შემოქმედების შესახებ, არაბულ ენაზე თარგმანა ცენტრის არაბული ენის სპეციალისტმა ფარიდ ჯამალოვმა.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალები, რომლებსაც ფართო მკითხველთა აუდიტორია გააჩნიათ, თავიანთ გვერდებზე რეგულარულად უთმობენ ადგილს მსოფლიოში ცნობილი ისეთი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას, როგორებიც არიან სტივენ ჯეიმს კენეტი, ჯორჯ ორუელი, ჯასტინ გორდერი, დევიდ ჯოზეფ შვარცი, სტივენ კოვეი და რობერტ ტორუ კიოსაკი.
ზარდუშთ შაფი
• დაიბადა 1986 წელს;
• მისი მოთხრობები და ესეები 2005 წლიდან ქვეყნდება პერიოდულ გამოცემებში;
• 2009 წელს მიენიჭა პრემია „წლის ახალგაზრდა მწერალი“;
• 2011 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი „სხვა ხალხი“;
• 2012 წელს გარდაიცვალა სისხლის კიბოს დიაგნოზით.
fikr7or.com/قصة-قصيرة-آخِر-محل-لبيع-الزهور | |
და სხვა ...
-
სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში შედგა შეხვედრა ვენესუელ პოეტთან
შედგა შეხვედრა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და აზერბაიჯანში ვენესუელა ბოლივარიის რესპუბლიკის საელჩოს
-
ვენესუელელი პოეტის წიგნის წარდგინება ბაქოს X საეართაშორისო წიგნის გამოფენაზე
სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და აზერბაიჯანში ვენესუელა ბოლივარიის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში