ნასიმის შემოქმედება გერმანიის ლიტერატურულ პორტალში
პოპულარულმა გერმანულმა ლიტერატურულმა პორტალმა "Reimemaschine"-იმ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება დიდი აზერბაიჯანელი პოეტის იმადედდინ ნასიმის გერმანულ ენაზე თარგმნილი ლექსისა "ეი, მრევლო ჭეშმარიტებისავ, მართალი ყოფილა ესე ამბავი".
ლექსი, რომელსაც თან ერთვის ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ, გერმანულ ენაზე თარგმნა ცნობილმა გერმანელმა მთარგმნელმა მარტინ რემანემ.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი, რომელსაც ფართო მკითხველთა აუდიტორია გააჩნია, რეგულარულად აქვეყნებს მსოფლიოში ცნობილი ისეთი პოეტებისა და მწერლების შემოქმედებას, როგორიცაა უილიამ შექსპირი, ვოლფგანგ გოეთე, ფრიდრიხ შილერი, ემილი დიკინსონი, ჯეინ ოსტინი და პაბლო ნერუდა.
ნასიმი
(1369-1417)
· იმადედდინ ნასიმი (სრული სახელი: შეიხი ალი იბნ საიდ მუჰამედ იმადედდინ ნასიმი) დაიბადა 1369 წელს აზერბაიჯანის ძირძველ ქალაქ შამახიში და თავისი ლიტერატურული მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი მშობლიურ ენაზე შექმნა;
· ცნობილია როგორც "იმადედინ ნასიმი";
· პირველი განათლება შამახში მიიღო, შეისწავლა იმდროინდელი მეცნიერებები, რელიგიების ისტორია, ლოგიკა, მათემატიკა და ასტრონომია;
· აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2019 წლის 7 მაისის No211 გადაწყვეტილებით იმადედდინ ნასიმიმ ადგილი დაიკავა იმ ავტორთა სიაში, რომელთა ნაწარმოებებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საგანძურადაა გამოცხადებული;
· 2019 წელი აზერბაიჯანში "ნასიმის წლად" იქნა გამოცხადებილი;
იუნესკოს გადაწყვეტილებით, ნასიმის 600 წლის იუბილე მთელ მსოფლიოში აღინიშნა.
Gedicht: Erkenne dich selbst (reimemaschine.de)
და სხვა ...
-
სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში შედგა შეხვედრა ვენესუელ პოეტთან
შედგა შეხვედრა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და აზერბაიჯანში ვენესუელა ბოლივარიის რესპუბლიკის საელჩოს
-
ვენესუელელი პოეტის წიგნის წარდგინება ბაქოს X საეართაშორისო წიგნის გამოფენაზე
სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და აზერბაიჯანში ვენესუელა ბოლივარიის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში