აზერბაიჯანული ფოტოგრაფიის ისტორია და აზერბაიჯანის ისტორია ფოტოებში

აზერბაიჯანული ფოტოგრაფიის ისტორია და აზერბაიჯანის  ისტორია ფოტოებში

სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნული წარმოშობისაა და „სინათელს“, „წერასა“  და „ხატვას“ ნიშნავს. უფრო ფართო გაგებით კი წამის დაფიქსირებას გულისხმობს. არა, არა, ერთუ წუთით მოითმინეთ, წერილი ასე შორიდან თუ დავიწყეთ, წამის სურათს ვერ გადავიღებთ. ჩვენ კი გადაწყვეტილი გვაქვს, აზერბაიჯანის ფოტოგრაფთა კავშირის თავმჯდომარეშთან მირნაიბ ჰასანოღლისთან ერთად წამის ფოტო დავაფიქსიროთ. დავაფიქსიროთ ის წამი, რომელსაც აზერბაიჯანული ფოტოგრაფიის ისტორია ეწოდება და რომელიც 1860 წელს დაიწყო და 2014 წლამდე გაგრძელდა.

აზერბაიჯანში პირველი ფოტო

 

აზრებაიჯანში ფოტო ხელოვნების განვითარებას ძირითადად ნათობის ფაქტორმა მისცა ბიძგი.  ნავთობის ბუმი გახდა მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანს უამრავი ხალხი მოაწყდა. როგორც აზერბაიჯანული ფოტოგრაფიის ისტორიის პირველი მკვლევარი აწ განსვენებული მწერალი სარა ნაზირლი წერს, აზერბაიჯანში პირველი ფოტო 1861 წელს გადაუღიათ. ეს გახლავთ „ბაქოს ბუხტა“, რომელიც რუსეთის მრავალრიცხოვან ექსპედიციასთან ერთად აქ ჩამოსულ კაპიტან-ლეიტენანტ ა.ფ.ულსკის გადაიღია. მის მიერ გადაღებულ ფოტოებს შორის ვხვდებით ისეთ საყურადღებო სურათებს, როგორებიცაა „სოფელი ფატმეი“, „ქალწულის ციხე“, „შირვანშაჰების სასახლის მეჩეთი“ და „ციხის კედლები“. აღნიშნული ფოტოები თბილისის არქივში ინახება. მათი ასლები გადაიღო და ბაქოში ჩამოიტანა ნინა ფიშაევამ, რომელიც საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის კინო-ფოტო დოკუმენტთა არქივის გამგედ მუშაობდა.

რუს ფოტოგრაფსა და ეთნოგრაფს დიმიტრი ივანოვიჩ იერმოკოვსაც გადაღებული ჰქონია ორმოცდა ათზე მეტი ფოტო, რომლებიც უშუალოდ ბაქოს უკავშირდება. როცა აზერბაიჯანში ფოტო ხელოვნების განვითარებაზე ვლაპარაკობთ, არ შეუძლება1884 წელს უკრაინიდან ჩამოსული  ფრანგი ფოტოგრაფი ალექსანდრე მიშონი არ გავიხსენოთ. მან ბევრი გააკეთა მისათვის, რომ ფოტოგრაფია აზერბაიჯანში ეცნოთ როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო.1890 წელს ბაქოს „რეალნაია სკოლის“ დირექტორთან ერთად „ბაქოს ფოტოგრაფთა წრის“ დაფუძნების მიზნით წესდწბა შეუდგენია და პეტერბურგის საშინაო საქმეთა სამინისტროსათვის გაუგზავნია. ოთხწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ წრეს ოფიციალურად დაუწყია ფუნქციონირება. პირველ პერიოდში წრეს „რეალნაია სკოლის“ დირექტორი ხელმძღვანელობდა. წრის წევრები ყოველთვიურად იხდიდნენ საწევროს, რომელიც 10 მანეთს შეადგენდა. ეს იმ პერიოდისათვის პატარა თანხა როდი იყო. თავად მიშონი კი ამ ორგანიზაციის სამდივნოში მოღვაწეობდა.

 

კვლავ სომხური ხრიკები

 

მიშონი 1900 წელს სამხრეთ კავკასიაში გამოსცემდა ჟურნალს სახელწოდებით „კავკაზ ი სრედნაია აზია“. ეს ჟურნალი მცირე ინტერვალებით 1908 წლამდე გამოდიოდა. იმისათვის, რომ შესაბამისი მასალა მოეძია, მიშონს სამხრეთ კავკასია და შუა აზია მოუვლია.

ცნობილია, რომ 1905 წლის რევოლუციის შემდეგ ბაქოში სიტუაცია ძლიერ დაიძაბა. ამ პერიოდში მიშონის სტუდია ორჯერ იქნა დარბეული. მიშონმა, რომელსაც მოყირჭდა სომეხ რუსტამიანთან სასამართლოებში დავა, 1908 წელს ბაქო დატოვა. საინტერესოა, რა უნდოდა რუსტამიანს.

რა თქმა უნდა, მატერიალური ინტერესიც ფიგურირებდა. მირნაიბ ჰასანოღლი ამბობს, რომ „ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა ასეთი ფაქტებიც: თუ  ფოტოგრაფიული მოღავწეობის შედეგად მიშონის წლიური შემოსავალი  800 რუბლს შეადგენდა, ამავე პერიოდში რუსტამიანის შემოსავალი 300 რუბლს არ აღემატებოდა. თუმცა, ვფიქრობ, დავის მთავარი მიზეზი სხვა რამეში უნდა ვეძიოთ: საქმე იმაში გახლდათ, რომ მიშონი ფოტო ხელოვნებას პროპაგანდას უწევდა და მაქსიმალურად ცდილობდა, მის გავრცელებას. ამას კი შეეძლო ისედაც მცირე შემოსავლიანი რუსტომიანის შემოსავალი კიდევ უფრო შეემცირებინა. მითუმეტეს, რომ მიშონი ბაქოში ჩამოსვლის დღიდან ხსნიდა ფოტო-ატელიებს, რომელთაც „აქსხანა“ (საასლო) ეწოდებოდა.

ამას ისიც ემოტებოდა, რომ მიშონმა აზერბაიჯანში კინო ხელოვნებაც ჩამოიტანა. აზერბაიჯანული კინოისტორია სწორედ მიშონით იწყება. მან კინოკამერით, რომელიც თან ჩამოიტანა, ათამდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ეს ფიმები იმ დროინდელი ბაქოს შესახებ უბადლო მასალას წარმოადგენენ.

დინებამ, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, პოლონეთიდან აზერბაიჯანში მრავალი ბიზნესმენი, არქიტექტორი და შეძლებული პიროვნება ჩამოიყოლა. ცნობილია, რომ მათშორის ბაქოს რამდენიმე სომეხი ფოტოგრაფიც ეწვია.

ისევ მირნაიბ ჰუსეინოღლი დავიმოწმოთ: „მაშინ ასეთი წესი არსებობდა, ფოტოგრაფები თავიანთ ნამუშევრებს პარიზში  აგზავნიდნენ და მედლებს იმსახურებდნენ. მერე კი ამ მედლებს მათმიერ გადაღებული ფოტოების მეორე მხარეს აღნიშნავდნენ. ეს გარკვეული დონისა და ხარისხის მაჩვენებელი გახლდათ“.

 

ვინ გადაიღო აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკის მესვეურის

                მამედ ამინ რასულზადეს სურათი

 

მამედ ამინ რასულზადე თავის მემუარებში წერს, რომ როცა იგი სტალინთან ერთად ციხეში იჯდა, მათ სურათი გადაუღო ერთმა აზერბაიჯანელმა ფოტოგრაფმა. სამწუხაროდ მისი ვინაობა ცნობილი არ არის.

პირველ აზერბაიჯანელ ფოტოგრაფად კი ცნობილი ჰაჯინსკების საგვარეულოს წარმომადგენელი აზიზბალა ჰაჯიევი ითვლება. რევოლუციამდე იგი ცნობილი მილიონერის ისა ბეკ ჰაჯინსკის ბაილის ზონაში მდებარე ქონებას განაგებდა. რევოლუციის შემდეგ კი თავის მეგობარ ფოტოგრაფ ზელინსკისტან ერთად სახელოსნო გაუხსნია და ფოტო საქმიანობისთვის მიუყვია ხელი. აზერბაიჯანელ ფოტოგრაფთაგან მირჯავად ახუნდოვიც სწორედ იმ პერიოდში მოღვაწეობდა.

მირჯავად ახუნდოვს განათლება მოსკოვში მიუღია და ერთხანს ურალში უცხოვრია, მერე კი აზერბაიჯანში დაბრუნებულა. დიდი დროის მანძილზე ნიზამის სახელობის მუზეუმის ფოტოგრაფად უმუშავია. მერე კი რეპრესიის წლებში გადაუსახლებიათ.

გადასახლებიდან დაბრუნებულს ოფიციალურად ეკრძალებოდა ფოტოგრაფობა.  მ.ახუნდოვი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1923 წელს დაფუძვნდა კინო და ფოტო ხელოვნების მოღვაწეთა პროფესიული კავშირი. ამის შემდეგ იწყება კოლექტივიზაციის ხანა და ბუნებრივია, რომ ფოტო ხელოვნებაც ამ მიმართულებით განვითარდა.

მირნაიბ ჰუსეინოღლის არ ავიწყდება არც ერთი თავისი კოლეგა, რომელმაც თავისი ცხოვრება ფოტო ხელოვნებას მიუძღვნა.  ცალ-ცალკე იხსენებს თვითეულ მათგანს.

„როცა 1920 წელს ახლანდელი სახელმწიფო სააგენტო აზერთაჯი დაარსდა, მის შემადგენლობაში დაფუძვნდა „აზსუიუზფოტო“. იქ მუშაობდნენ ილდირიმ ჯაფაროვი და ფოტოგრაფი ფიქრი. ფოტოგრაფი მირფაზილ მირმოვსუმოვი, რომელიც ომამდე კინოსტუდიაში მოღვაწეობდა, ფრონტზე იქნა გაწვეული, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.

ფოტოგრაფიის განვითარებას დიდი ბიძგი მისცა ახალმა ფოტო აპარატურამ, რომელიც ომის შემდეგ გერმანიიდან როგორც ნადავლი ჩამოიტანეს. იმ პერიოდში ფოტოგრაფ ქამალ ბაბაევის სახელი ერთობ პოპულარული გამხდარა.“

მირნაიბ ჰასანოღლი ამბობს, რომ ქამალ ბაბაევმა ფოტოგრაფიას რამდენიმე სახელმძღვანელოც კი უძღვნა. მის არქივში ინახება აზრებაიჯანის ფოტო კორიფეების იშვიათი ნამუშევრები. იგი 50 წლის განმავლობაში სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმის ფოტოგრაფი იყო, ამიტომაც ერთობ მდიდარი არქივი ჰქონდა. ფოტოგრაფი ფაიგ რაჯაბლი კი სამოცი წლის განმავლობაში ფოტოზე აღბეჭდავდა აზერბაიჯანული სპორტის განვითარების ეტაპებს. იგი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გასული საუკუნის 60-70 წლებში მოღვაწეობდნენ ისეთი ფოტოგრაფები, როგორებიც იყვნენ იაშარ ხალილოვი, რაფიგ თაღიევი, აჰმედ გარაგოზოვი და სხვები. სწორედ იმ წლებში დაარსდა ფოტო-სტუდია „ხაზარი“ ბუნებრივია, იმ დროის ფოტოგრაფები „დამსახურებული მებამბისა“ და „დამსახურებული მესაქონლის“ ფოტოებს აფიქსირებდნენ. ამ ტიპის ფოტოები უფრო მეტად ჯაჰანგირ იბადოვს აქვს გადაღებული.

მასშემდეგ, რაც საბჭოეთი დაიშალა ფოტო ხელოვნების აგიტაციის მიმართულებითაც გარკვეული ხარვეზები გაჩნდა. ცოტა მოგვიანებით, უფრო ზუსტად 1993 წელს ცნობილმა კინოოოერატორმა რაფიგ გამბაროვმა ფოტოგრაფებს ერთად მოუყარა თავი. ამის შედეგად 1995 წელს საფრანგეთში ნავთობის კონკურსზე პირველად მოეწყო ფოტო გამოფენა, რომელიც უშუალოდ აზერბაიჯანულ ფოტოგრაფიას მიეძღვნა. აღნიშნულ ღონისძიებაზე აზერბაიჯანელი ფოტოგრაფების 100 მეტი ნამუშევარი იქნა გამოფენილი.

 

 

და სხვა ...

  • აზერბაიჯანული პოეზია „მიგელ დე სერვანტესის“ ბიბლიოტეკაში აზერბაიჯანული პოეზია „მიგელ დე სერვანტესის“ ბიბლიოტეკაში

    ესპანეთის მიგელ დე სერვანტესის ვირტუალურმა ბიბლიოთეკიამ „მხატვრილი გამოცემების“ განყოფილებაში განათავსა სახელმწიფო მთარგმნელობითი... 

  • სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში

     

    პოპულარულმა ინგლისურმა და ფინურმა ლიტერატურულმა პორტალებმა My poetic Side-მ " და შესაბამისად "Rakkausrunot"-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტიფარგლებში "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში"  დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო პოეტის სამად ვურნის ინგლისურად თარგმნილი ლექსების "მსოფლიო" და "დაივიწყე".

     

  • ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში

    იტალიის პოპულარულმა  ლიტერატურულმა პორტალმა "Alidicarta.it"-იმ მთარგმნელობითი სახელმწიფო ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" ფარგლებში ტრანსლირება დაიწყო დიდი აზერბაიჯანელი პოეტის, იმადედდინ ნასიმის იტალიურად თარგმნილი ღაზალისა "ვერ დავეტევი".