ნოვრუზ ბაირამის მნიშვნელობა და ისტორია

ნოვრუზ ბაირამის მნიშვნელობა და ისტორია

ნოვრუზი აღმოსავლურ წყაროებში

 

დღემდე მოაღწია ნოვრუზთან დაკავშირებულმა ზოგიერთმა თქმულება, რომლებსაც შუა საუკუნეების აღმოსავლურ წყაროებში ვხვდებით. ამ დღესასწაულის შესახებ „ნოვრუზნამეში ვკითხულობთ: ნოვრუზის, როგორც დღესასწაულის დაფუძნების უპირველესი მიზეზი იმაში გახლავთ, რომ მზე 365 დღისა და 6 საათის განმავლობაში სრულ წრეს აკეთებს და თავის საწყის წერთილს უბრუნდება. როცა ხელმწიფე ჯემ.იდმა ეს დღე დააზუსტა, მას ახალი დღე, ანუ ნოვრუზი უწოდა და მისმა ქვეყანამ ეს მოვლნეა აღნიშნა,როგორც დღესასწაული.

ზოგიერთი თქმულება ლეგენდარული ირანელი ხელმწიფის ჯემ.იდის აზერბაიჯანში ჩამოსვლას უკავშირდება.  ელ-ბირუნი კი ამის შესახებ ასე წერს:

„ამბობენ, რომ ჯემშიდმა მოარა ქალაქები და ბოლოს აზერბაიჯანში მოვიდა. იგი ტახტზე ავიდა, ხალხი მის ტახტრევანს მხრებით შეუდგა და ისე წაიყვანა. ჯემშიდის ნათელი ტახტს დაეცა და ირგვლივ ნათელი მოჰფინა. ხალხმა ეს წარმატებისს და სიკეთის მაუწყებლად აღიქვა და მას ნოვრუზი, ანუ ახალი დღე უწოდა“.

ჯემშიდტან დაკავშირებულ სხვა თქმულებაში ნოვრუზის კოცონიც ჯემშიდის სახელს უკავშირდება. იბნ-ელ-ბეხრი ტავის „ფარსნამეში“ აღნიშნავს, რომ ჯემშიდი ტავის ახლად აშენებულ სასახლეში ტახტზე აღზევდა და ამ ამბის აღსანიშნავად პროვინციებიდან ყველა ხელმწიფე მოიწვია და მიმართა: „დღეიდან მზის წელიწადი იწყება.მადლობა შევწიროთ უფალს ყველა სიკეთისათვის და ჩვენს ხელქვეითებს სამართლიანად მოვეპყრათ“.  თქმულების შესაბამისად ყველამ დალოცა დიდი ხელმწიფე და ამ დღეს ნოვრუზი ეწოდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წელიწადი გაზაფხულიდან იწყება, დარა I მმართველობის პერიოდს ეკუთნის. უძველესი შუმერებიც მარტში აღნი.ნავდნენ დღესასწაულს, რომელსაც უკავშირებდნენ მკვდრეთით აღმდგარი ღმერთის სახელს. აღნიშნული დღესასწაული ბუნების გამოღვიძებასა და გაზაფხულის მოსვლასაც ნიშნავდა. შუმერები გაზაფხულს ხვდებოდნენ როგორც ღრუბლის, ნაყოფისა და ჭირნახულის დღესასწაულს.

 

 ნუვრუზი თურქულ ცნობიერებაში

ნოვრუზი, როგორც დღესასწაული სათავეს იღებს თურქის ბუნებისადმი სიყვარულიდან და მისდამი მიჯაჭულობიდან. თურქის ცნობიერებაში ბუნების გამოღვიძება ადამიანის გრძნობათა განახლებასაც ნიშნავს. ჩინურ წყაროებში ვხდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უძველესი თურქები გაზაფხულისა და ზაფხულის მოსვლას დღესასწაულით აღნიშნავდნენ. თურქის გაგებით ახალი წელი ბუნების გამოღვიძებითა და ამწვანებით იწყება. მაჰმუდ ქაშღარი თავის „დივანი ლუღათი-თურქში“ გაზაფხულის მოსვლას აღწერს როგორც ჟამს, როცა ბუნება იღვიძებს, წყალნი დენებას იწყებენ და ირგვლივ ყველაფერი ჰყვავის.

ნოვრუზი ძველ თურქებშიც ახალ წელს ნიშნავს. ეს ბაირამი სხვადასხვა დროს „ულუ ქუნ“ (დიდი დღე), „ერქენექონ“ (ახალი დღე), „ბოზგურდ ჩაღან“ (რუხი მგლის ჟამი), „სულთან ნევრუზ“ (სულტანის ნოვრუზი) და სხვა სახელებით მოიხსენიებოდა. ნოვრუზი თურქულ ცნობიერებაში ქაოსიდან კოსმოსში გადასვლის სიმბოლოდაც გვევლინება.

 

ნოვრუზის მცდარი სიმბოლოები

1967 წელს შეკრებაზე, რომელიც ნოვრუზის სამზადისს უკავშირდებოდა, გამოითქვა აზრი, რომ ნოვრუზს სახელი შეეცვალოს და მას ეწოდოს გაზაფხულის დღესასწაული, ან გაზაფხულის ქალწული.

შეკრებაზე სიტყვით გმოვიდნენ გამოჩენილი აზერბაიჯანელი მეცნიერები მ.თეჰმასიბი, მ.სეიდოვი და სახალხო პოეტი ბახთიარ ვაჰაბზადე. მათ აღნი.ნეს, რომ თუ ჩვენ დღეს ეგრეთწოდებულ გაზაფხულის ქალწულს დავაკანონებთ როგორც ნოვრუზის ძირითად სიმბოლოს, იგი მომავალში იქ სამარადისოდ დაიმკვიდრებს ადგილს. გამართლდა მათი პროგნოზები და გაზაფხულის ქალწულის სიმბოლო, რომელიც მოსკოვის მითითებითმაშინ იქნა მიღებული, ადამიანების ცნობიერება>ი სამუდამოდ დამკვიდრდა.

 

და სხვა ...