აზერბაიჯანული ჯარის აპრილის გამარჯვება

აზერბაიჯანული ჯარის აპრილის გამარჯვება

1991წლის ბოლოსა და 1992 წლის დასაწყისში სომხურ-აზერბაიჯანული კომფლიქტის სამხედრო ეტაპი დაიწყო. სომხეთმა, ისარგებლა რა საბჭოთა კავშირის დაშლითა და აზერბაიჯანის შიდა  დაძაბულობით, უცხო სამხედრო ძალების მხარდაჭერით მთიან ყარაბაღღში საომარი მოქმედებები წამოიწყო. სომხებმა, რომლებმაც მთიან ყარაბაღსა და  სომხეთის მოსაზღვრე აზერბაიჯანული სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა და გენოციდები განახორციელეს,  მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე 7 რაიონი (ქებქჯერი, აღდამი, ფიზული, ჯაბრაილი, ზანგილანი, გუბადლი და ლაCინი) დაიპყრეს.

ასე, რომ დაპყრობილ იქნა აზერბაიჯანის ტერიტორიების 20 პროცენტი და  მოკლულ იქნა 20 ათასზე მეტი ადამიანი. ერთ მილიონზე მეტი ადამიანი, რომლებიც ფაქტიურად სომხეთის მიერ აზერბაიჯანელების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მსხვერპლნი გახდნენ, აგერ უკვე 28 წელია როგორც ლტოლვილნი და იძულებით გადაადგილებულნი დანარჩენი მსოფლიოს წაყრუების გამო მოკლებულნი არიან ელემენტალურ ადამიანის უფლებებს.

მიუხედავად იმისა, რომ 1993 წელს გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭომ მიიღო 822-, 853-, 874- და 884- რეზოლუციები, რომელთა შესაბამისადაც სომხეთმა უპირებოდ უნდა გაათავისუფლოს მის მიერ დაპყრობილი აზერბაიჯანული ტერიტორიები, სომხეთის რესპუბლიკა დღემდე აგრძელებს აგრესიულ-დამპყრობლურ პოლიტიკას.

1994 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა სომხეთის შეიარაღებული ძალები დღესაც სისტემატურად არღვევენ ამ შეთანხმებას.

სომეხი დამპყრობლების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის მცდელობა 2016 წლის აპრილშიც განხორციელდა. მაშინ, როცა 2016 წლის 1-2 აპრილის ღამით აზერბაიჯანის მოწინავე პოზიციები და დასახლებული პუნქტები სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ გახსნილი ინტენსიური საარტირელიო ცეცხლის სამიზნე გახდა, ჩვენმა საჯარისო ნაწილწბმა საპასუხო კონტრშეტევით აღკვეთეს ეს დივერსია. აღნიშნული ბრძოლები, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 22 წლის მანძილზე ყველაზე ფართომასშტაბიანი შეტაკებებით გამოირჩევა, ისტორიაში შევიდა როგორც აპრილის ბრძოლები და აზერბაიჯანული ჯარის გამარჯვებით დაგვირგინდა.

ამ შეტევის აღკვეთისა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის  მიზნით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის მიერ აღდერე-თერთერ-აღდამისა და ხოჯევენდ-ფიზულის მიმართულებით გადაუდებელი საპასუხო ღონისძიებები იქნა გატარებული.. ამ ღონისძიებების შედეგად მტრისგან გათავისუფლებულ იქნა სოფელ თალიშის მიმდებარე სიმაღლეები, ჯაბრაილის რაიონის ლელეთეფეს მაღლობი, ჯოჯუგ მერჯენლი და გორანბოის რაიონიში მდებარე სოფელი გულუსთანი. აღნიშნული საპასუხო ოპერაციების დროს აგრეთვე მომხდურისგან გაწმენდილ იქნა თერთერის რაიონის სოფელი მადაღაზის მიმართულებით განლაგებული პოზიციები.

4 აპრილს სომხეთის ჯარმა, იმ მიზნით, რომ დაკარგული პოზიციები დაიბრუნოს, აღდარა-თერთერისა და ხოჯავენდ-ფიზულის მიმართულებით წამოიწყო რა ახალი შეტევები ჩვენი პოზიციების წინააღმდეგფრონტის ხაზის მიმდებარე საცხოვრებელ პუნქტებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნა. მტრის გეგმა, რომ დამატებითი ძალების მეშვეობით გააგრძელოს შეტევა, ჩვენი მებრძოლების გამბედაობისა და ვაჟკაცობის შედეგად ჩაიშალა. კარგად მომზადებულმა აზერაბიჯანელმა მებრძოლებმა დარტყმა მიაყენეს მტრის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მადაღიზის დასახლებულ პუნქტში მდებარე სამხედრო ბაზის შტაბსა და ავტობუსს, რომელსაც სომეხი მოხალისეები გადაჰყავდა.

ოპერაციის დროს წინმსწრები მეთოდით განადგურებულ იქნა მტრის სათადარიგო ძალები, რომლებიც სომხური შეიარაღებული ძალების მეთაურებს სურდათ, აღდარა, მადარეზისა  და სხვა დასახლებული პუნქტების მიმართულებით აემოქმედებინათ და ჩაერთოთ ახალ შეტევებში. მტრის სამხედრო ბაზებისა და საარტილერიო დანადგარებისადმი მიყენებული დარტყმებისა და ჩვენი სადაზვერვო ჯგუფების მიერ წარმატებით განხორციელებული სათანადო ღონისძიებების შედეგად  გათავისუფლებულ იქნა რიგი ტერიტორიებისა -- ჩრდილოეთის მიმართულებით სოფელ თალიშის მიმდებარე მიწები, საიდანაც ჩრდილოეთის მიმართულებით საფრთხეს უქმნიდნენ გორანბოის რაიონსა და ქალაქ ნეფჭალას, სამხრეთით კი ლელეთეფეს მაღლობი და სტრატეგიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ტერიტორიები, რომელბიც ამჟამად ქლალქ ჰორადისისა და მდინარე არაქსის გასწვრივ ჯაბრაილის რიგი სოფლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ტერიტორიებზე, რომლებიც ჩვენი დანაყოფების მიერ იქნა გაწმენდილი, მოეწყო ახალი პოზიციები და გატარდა საინჟინრო-აღდგენითი ღონისძიებები.

ამ ბრძოლებში სომხურმა სამხედრო ძალებმა დიდი დანაკარგი განიცადეს, დაიღუპა მრავალი  სამხედრო მოსამსახურე, ასევე განადგურებულ იქნა ჯავშანტექნიკა და საარტილერიო დანადგარები.

ასევე განადგურებულ იქნა მადაღიზის დასახლებულ პუნქტში მდებარე მტრის სამხედრო შტაბი და ძირითადი სამხედრო დანაყოფები. აღდგენილ იქნა კონტროლი გზებზე აღდარა-მადაღიზისა და ჯაბრაილის რაიონის მიმართულებით. აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2016 წლის 19 აპრილით დათარიღებული შესაბამისი განკარგულებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 3 მოსამსახურესაზერბაიჯანის ეროვნული გმირისწოდწბა მიენიჭა, 7- სამხედრო მოსამსახურეაზერბაიჯანის დროშისორდენით, 1 მოსამსახურე მეორე ხარისხის, 4 წევრი 3 ხარისხისსამშობლოსადმი სამსახურისათვისორდენებით, 19 სამხედრო მოსამსახურესამშობლოსათვისმედლით, 43 მოსამსახურევაჟკაცობისათვისმედლით, 45 მოსამსახურემხედრული დამსახურებებისათვისმედლითა და 2 მოსამსახურეგენერალ-მაიორისსამხედრო წოდებით დაჯილდოვდა.

დღეს ადამიანებს შეუძლიათ უსაფრთხოდ და მშვიდობიანად იცხოვრონ ჯაბრაილის რაიონის სოფელ ჯოჯუგ მერჯანლიში, რომელიც აზერბაიჯანული ჯარის წარმატებული კონტრ-შეტევის შედეგად იქნა გათავისუფლებული. ახლა ყველა პირობაა შექმნილი, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მეთვალყურეობის ქვშ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდესამ მიზნით ქვეყნის მეთაურმა ბატონმა ილჰამ ალიევმა 2017 წლის 24 იანვარს ხელი მოაწერაოკუპაციიდან გათავისუფლებული ჯაბრაილის რაიონის სოფელ ჯოჯუგ მარჯანლის აღდგენითი სამუსაოების შესახებგანკარგულებას

ასე, რომ აპრილის გამარჯვებამ ახალგაზრდებში მხედრულ-პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო აღამაღლა. გამარჯვებამ, რომელიც აპრილის ბრძოლების შედეგად იქნა მოპოვებული, ჩვენს ხალხს თავისი ჯარისადმი რწმენა კიდევ უფრო მეტად განუმტკიცა. სომხებმა მუხლი მოიდრიკეს აზერბაიჯანელი ჯარისკაცის წინაშე.

ბოლო ბრძოლებმა კიდევ ერთხელ ცხადყვეს, რომ დიდია ჩვენი ჯარის პოტენციალი. ეს წარმატებული ბრძოლები ისტორიაში შევიდა როგორც მახარობელი ჩვენი ჯარის მომავალი გამარჯვებებისა.

 

და სხვა ...