ნასიმის ყაზალები მოსკოვში რუსულ ენაზე დაისტამბა

ნასიმის ყაზალები მოსკოვში რუსულ ენაზე დაისტამბა

დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნასიმის საიუბილეო თარიღთან (650 წელი) დაკავშირებით მოსკოვში რუსულ ენაზე დაისტამბა მისი ყაზელების წიგნი -- „მე თავად გავხდი გზა ჭეშმარიტი“ (აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრი). წიგნში თავმოყრილია 200 ყაზალი, რობაი და ნასიმის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სტატია, რომელსაც “Поезия вечной истины”  ეწოდება; აქ აგრეთვე შეხვდებით არქაული და რთული სიტყვების განმარტებას.

ციტატა სტატიიდან:  „დიდი აზერბაიჯანელი პოეტი, ფილოსოფოსი და მისტიკოსი ნასიმი ყველა დროის აღიარებულ სუფიების შვიდეულში შედის. ჯერ კიდევ პოეტის სიცოცხლეში თარგმნილი მისი ყაზალები და რობაიები ფართოდ იყო გავრცელებული შუა აზიაში, თურქეთსა და ირანში. მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედების პირველ ნახევარში დიდი ინტერესი გამოავლინა სუფიზმისადმი, მოგვიანებით აღიარა ჰურუფიზმი, რომლის ფუძემდებელიც მისი მასწავლებელი და მისტიკოსი ასკეტი ფეზლულლაჰ ნაიმი იყო.

ნასიმის ადგილი განისაზღვრება იმ დიდი როლით, რომელიც მან ითამაშა დივანის ჟანრის პოეზიის განვითარებაში აზერბაიჯანულ და მთლიანად თურქულენოვან ლიტერატურაში. ასევე იგი შეიძლება მივიჩნიოთ აზერბაიჯანული ფილოსოფიური პოეზიის ფუძემდებლად. ნასიმი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მოაზროვნე პოეტია. მთელ მის შემოქმედებას წითელ ხაზად გასდევს ფიქრი ქვეყნიერების შექმნაზე, ადამიანისა და უფლის ურთიერთ დამოკიდებულებაზე და იმაზე, რომ იგი ამ ქვეყანას არა შემთხვევით, არამედ განსაკუთრებული მისიით მოევლინა.“

წიგნი მოსკოვის შემოქმედებითი კავშირის გამომცემლობაში-- “У Никитских ворот”--  გამოიცა. კრებული შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო ფუსთა ახუნდოვამ.

Qalereya

და სხვა ...