ცნობილმა ქართველმა მწერალმა რომან „თავისუფლებას“ სტატია უძღვნა

ცნობილმა ქართველმა მწერალმა რომან „თავისუფლებას“ სტატია უძღვნა

ცნობილმა ქართველმა მწერალმა და პუბლიცისტმა დავით შემოქმედელმა შესანიშნავი წერილი უძღვნა აზერბაიჯანის სახალხო მწერლის აფაგ მესუდის წიგნს „თავისუფლება“, რომელიც საქართველოში ქართულ ენაზე დაისტამბა.

AzərTAc- გთავაზობთ აღნიშნულ სტატიას. აქვე დავძენთ, რომ იგი „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა.

 

დავით შემოქმედელი

სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი

გალაქტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი,  მწერალი, პუბლიცისტი  

აფაქ მესუდი ქართულად

ქართულ სალიტერატურო სივრცეში მნიშვნელოვანი  მოვლენა მოხდა_ მკითხველს მიეწოდა ცნობილი აზერბაიჯანელი მწერალი ქალის  აფაგ მასუდის წიგნი_ სახელწოდებით, ,,თავისუფლება’’.ამავე სახელწოდების რომანთან ერთად მასში   11 მოთხრობა არის წარმოდგენილი.აღნიშნული წიგნის ქართულ ენაზე გამცემით ორი დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობის მქონე ერის ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობების ტრადიცია ახალ სიმაღლეზე ავიდა. მიგვაჩნია, რომ ნაყოფიერი ლიტერატურული  ურთიერთობები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.  წიგნი აზერბაიჯანულიდან ქართულ ენაზე თარგმნა, ცნობილმა ქართულ_აზერაიჯანულენოვანმა მწერალმა, იმირ მამედლიმ.აქვე დავძენთ, რომ იმირ მამედლი გახლავთ ჩვენი ხელისხელ საგოგმანები საგანძურის, ,,ვეფხისტყაოსნის“, აზერბაიჯანულ ენაზე შესანიშნავი მთარგმნელი, რისთვისაც მას ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო, სახელმწიფო პრემია მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ იმირ მამედლი უკვე საკმაო ხანია ცხოვრობს და მოღვაწეობს აზერბაიჯანში, წიგნი ოსტატის ხელით არის თარგმნილი, თარგმანის ენისთვის დამახასიათებელია მდიდარი ქართული.

            სანამ წიგნის ლიტერატურულ ღირსებებზე დავიწყებდეთ საუბარს, ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის ინტერესმოკლებული არ იქნება  აფაგ მასუდის ბიოგრაფიის ზოგიერთი შტრიხისგაცნობა, რომელსაც წიგნის გარეკანზე ვეცნობით: ,, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რუსეთის მეცნიერებისა დ ხელოვნების პეტრეს აკადემიის (პანი) ნამდვილი წევრი.აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული თარგმანის ცენტრის დირექტორი. დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მრავალი მოთხრობის, რომანის, ესეისტური წერილისა და პიესის ავტორია. ასევე გამოცემულია მწერლის თხზულებების ორტომეული. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. გარდა ფრიად წარმატებული ორიგინალური შემოქმედებისა, ეწევა ინტენსიურ მთარგმნელობით მოღვაწეობას.თარგმნის როგორც დასავლურ, ასევე აღმოსავლურ ლიტერატურას.მათ შორის აღსანიშნავიასუფიური ლიტერატურის მისეული თარგმანები, ინსცენირებულია მწერლის არაერთი პიესა.მისი სცენარების მიხედვითგადაღებულიარამდენიმე სატელევიზიო ფილმი. 2000 წელს ვენისუნივერსიტეტში დაცული იქნა სადოქტორო დისერტაცია, რომელიც აფაგ მასუდის ნაწარმოებების განხილვას ეფუძნება.თეატრალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის რამდენჯერმე დაჯილდოვდა თურქსოის მედლებით. 2005 წელს გაიმარჯვა ,,საერთაშორისო სასცენო ნაწარმოებების კონკურსში“,რომელიც დაწესებულია თურქეთის კულტურის სამინისტროს, თურქსოისა და მწერალთა ევრაზიური კავშირის მიერ.

            ქართული ლიტერატურის თარგმნისა და პოპულარიზაციისათვის აფაგ მასუდი საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ დაჯილდოებულია ქართული კულტურის დესპანის წოდებით“.

რომანი ,,თავისუფლება“  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომელიც ბოლო წლებში მიიღო მკითხველმა. ესაა ერთი მთლიანი რთულად ამოსახსნელი მეტაფორა იმის შესაცნობად, თუ რა არის თავისუფლება. მეორე მხრივ,  ეს ნაწარმოები თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ფსიქოლოგიურ რომანად, მწერლის წერის მანერა შეგვიძლია მივაკუთვნოთ, ე.წ. ,,ცივი რომანტიზმის“ სტილს. მწერლის ახალი წიგნი ხშირ შემთხვევაში შეიცავს მაგიური რეალიზმის ელემენტებს.

რომან ,,თავისუფლებაში“ ნიშანდობლივად წარმოდგენილია  პოტსაბჭოთა სახელმწიფოს ტიპი, მაგრამ ის შეიძლება შევადაროთ  მსოფლიოს ნებისმიერი სახელმწიფოს მოდელს,სადაც ერთმანეთში არეულიანამდვილი თუ კარიკატურული დიქტატურა, მართული  თუ ჩვეულებრივი ანარქიზმი.წიგნის კითხვისას ჩნდება შთაბეჭდილება, რომ რომანში მიმდინარე მოვლენები, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილისათვის განსაკუთრებულად  ჩვენთვის , ქართველებისთვის ნაცნობია. ასეთივე ნაცნობი შეიძლება აღმოჩნდე ეს განცდა პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა მკითხველისათვის.რომანის პერსონაჟები დაბნეულნი არიან,არ უწყიან, სად მთავრდება ცხადი და სად იწყება სიზმარი. ფილოსოფიისათვის ურთულესი თემაა, ნამდვილის კატეგორიის ახსნა, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სინამდვილედ.

            რომანში რამდენჯერმე ხაზგასმით დასმულია კითხვა, თუ რა არის თავისუფლება.ზოგიერთი რელიგიისათვის თავისუფლების არსი ჭეშმარიტების შეცნობაში მდგომარეობს.  ბიბლია ამბობს: ,,შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ“.თავისუფლების არსის შეცნობა თავსატეხი თემაა ფილოსოფიისთვის. ამ თემამ ეზოთერიზმშიც გადაინაცვლა _ რუდოლფ შტაინერის ,,თავისუფლების ფილოსოფია“ და სხვა. რომან ,,თავისუფლების“ პერსონაჟები ნაკლებს ფიქრობენ ჭეშმარიტების არსზე...ახლად დამოუკიდებლობა მინიჭებული ქვეყნებისათვის, თავისუფლების არსში ბოლომდე რომ ვერ გარკვეულან,  თავისუფლება ზოგთათვის აღქმულია,როგორც ძალადობის უფლება, ნაწილისთვის კი ის არის  სრულიად ზედმტი _ მოუხმარებელი თავისუფლება. მოუხმარელი თავისუფლების მკაფიო მაგალითი შესანიშნავად  აქვს მოხმობილი ლევ ტოლტოის რომან ,,აღდგომაში’’. ნეხლიუდოვი ყმებს ათავისუფლებს. ისინი უკმაყოფილებას ვერ ფარავენ და თავიანთ ბატონს საყვედურობენ: ,,რა მოხდა, რა დაგიშავეთო!’’.. რომანის მთავარი გმირის მაგალითზე, აფაგის რომანში გამოთმულია მოსაზრება,  ხალხის ჭეშმარიტ თავისუფლებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ჭეშმარიტისურვილის ნაცვლად მასში ,,ამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მარადიული საბრძოლო განწყობა სჭარბობდა“.

მწერალი შეშფოთებულია იმით რომ  სახელმწიფოს დამახინჯებულ მოდელში თავისუფლება გააზრებულია არასწორად და იგი თავაშვებულობით იცვლება, რაც ამავე საზოგადოების ზნეობრივი ღირებულებების სრულ დევალვაციას იწვევს.

მოძალადე სახელმწიფოში გამეფებულ ნევროტონულ ფონზე ადამიანები აცდენილნი არიან რეალობას, მათთვის მეტწილად დამახასიათებელია ე. წ. ჰალუცანიციურ-ილუზიური აზროვნება.ერთი შეხედვით,ეს თითქოსდა უწყინარი რამ ნამდვილად საშიშროების შემცველია. კარლ იუნგი ამტკიცებს, რომ ,,ილუზიები არსებობენ და ისინი შეიძლება ისევე რეალური, მავნე ან სახიფათო იყოს, როგორც ფიზიკური გაარემოებები“. რომანი თანაბრად გვამყოფებს როგორც ცხადის, ასევე სიზმრისეული ხილვების თანამოზიარედ. აქ სიზმარი თითქოს გარდაუვალი ფატუმია, რომელიც პერსონაჟებს უცილობელ ხიფათებს უწინასწარმეტყველებს.ეს  გვაგონებს გილგამეშის ისტორიას,რომელსაც სიზმრები მუდმივად აფრთხილებდნენ,თუ როგორ უნდა გადარჩენილიყო ღმერთების შურისძიებას. ის ამ რჩევებს ითვალისწინებდა და მტერსაც სძლევდა. ნაწარმოების პერსონაჟებსაც სჯერათ სიზმრების, მაგრამ გილგამეშისაგან განსხვავებით რეალურ უმოქმედობას იჩენენ და ისჯებიან. ესაა ნაწარმოები,სადაც პასიურ,მიძინებულ ქვეცნობიერს ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს, როცა ის გაღვიძებულ, აქტიურ ფაზაში გადადის.

მრავალ საფიქრალს აღუძრავს მკითხველს ამ წიგნში დაბეჭდილი 11 მოთხრობა. ამ ტექსტებისთვის დამახასიათებელია ღრმა ფსიქოლოგიზმი, სათქმელი არ დევს ზედაპირზე, არამედ ჰერმეტულია. ხშირად მთავარი სათქმელის  გააზრება ხდება მხატვრული სიმბოლოების საშუალებით. ამის ნათელი მაგალითია მოთხრობა, ,,კურდღლის სიკვდილი“, რომელიც ქალსა და მამაკაცს, ქალურ და მამაკაცურ საწყისის, ,,ინისა’’ და ,,იანს’’შორის დაკარგულ სიყვარულის შემდეგ გაცივებულ ურთიერთობათა ჩვენებაა. ,,თეთრი კურდღელი“ სიყვარულის სიმბოლოა, ზღარბი _ სიმარტოვის ჰარმონიით შეცვლის, ქალური და მამაკაცური იმპულების შერწყმის,  იმ ამაღლებულ,რომანტიკულ ურთიერთობათა სიმბოლო,რომელიც პერსონაჟებს შორის გაცივდა და გაცვდა. ,,რომეო და ჯულიეტა’’ მიუხედავად იმისა, რომ მთვარი პროტაგონისტები გარდაიცვლებიან ოპტიმისტური ნაწარმოებია, რადგან სიყვარულის იდეამ გაიმარჯვა . აქ კი პირიქით, მწერალი გვიჩვენებს იმ მკაცრ სურათს,  როცა მოთხრობის  გმირები სიცოცხლეს განაგრძნობენ, მაგრამ უმთავრესი  უკვე აღარ არსებობს, სიყვარული ანუ ,,თეთრი კურდღელი“ მოკვდა.მსგავსი სიმბოლიზმითა და ამავდროულად ღრმა ფსიქოლოგიური ნიუანსებით გაჯერებულია წიგნში დაბეჭდილი სხვა მოთხრობებიც.

მწერლის ფრაზა ტევადი და მდიდარია, გაჯერებული მხატვრულ-ესთეტიკური საშუალებებით, მაგალითისათვის მხოლოდ რამდენიმე მათგანს მოვიყვანთ: ,,თითებს ისე ფრთხილად დაატარებდა კლავიშებზე, გეგონებოდა ჭაობის პირას დადის და ეშინია, ფეხი არ ჩაუცურდესო“. ,,სახეზე დარდით გაზავებული ჩრდილი დასთამაშებდა“. ,,ცივი ქარი დაძრწოდა და თმებს იწეწავდა ფოთოლგაცვენილ ტოტებში“.მსგავსი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება.რომანში ზოგჯერ აბსურდის ჟანრისთვის დამახასიათებელი ელემენტებიც შემოდის. ,,კულტურის მინისტრმა ბრძანებით ვიოლენჩელო გააუქმა, რას გავს კაცმა არ იცის, ეგეც ,,სკრიპკაა’’, მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ  იატაკზე დებენ და ეგრე უკრავენ“.

და ბოლოს დასკვნის სახით აღვნიშნავთ, ამ მეტად მნიშვნელოვანი აზერბაიჯანელი მწერალი ქალის აფაგ მასუდის შემოქმედებასთან  მომავალი შეხვედრით ქართველ მკითხველს წინ  დიდი სიამოვნება ელოდება.

და სხვა ...