ძველი აზერბაიჯანული ქალაქი როგორ იქცა სომხეთის დედაქალაქად
სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გააკეთა ვიდეორგოლი ძველი აზერბაიჯანული ქალაქის ირევნის ისტორიის შესახებ, რომელიც დღეს სომხეთის დედაქალაქად არის ცნობილი - "როგორ გახდა ძველი აზერბაიჯანის ქალაქი სომხეთის დედაქალაქი". ვიდეორგოლი დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით ასახავს 1827 წელს სომხების მიერ ცარისტული რუსეთის ჯარების დახმარებით ადგილობრივი აზერბაიჯანელების განდევნას ამ ძირძველი აზერბაიჯანული ტერიტორიიდან.
დღეს სომხეთის დედაქალაქად აღიარებული უძველესი ქალაქი ირევანი (ახლანდელი ერევანი), მდებარეობს მდინარე ზენგის ნაპირას, რომელიც მიედინება სომხების მიერ "არარატად" წოდებულ აღრის მთის ხეობაში. "ერევანი", როგორც მოგვიანებით დამახინჯებული ქალაქის სახელი, ყველა ისტორიულ წყაროში მოიხსენიება, როგორც "რევანი", ან "ირევანი". ირევნის უძველესი ისტორიის მრავალ გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ ტოპონიმი ირევანი ნიშნავს გმირთა მიწას, რომელიც ჩამოყალიბდა თურქული ეთნონიმის "ირ" ("ვაჟკაცი"), რაც ნიშნავს კაცს, მამაცს; სიტყვა "ავან"-ი კი ნიშნავს ქვეყანას, მიწას, სოფელს, ქალაქს. ეს ორი სიტყვა ერთად კი იკითხება, როგორც მამაცთა მხარე. ამავე წყაროებში ნათქვამია, რომ XVI-XIX საუკუნეებში აქ აზერბაიჯანული ტოპონიმის დამადასტურებელი ათობით ციხე, კარიბჭე, მოედანი, უბანი, ბაზარი, მეჩეთი, ქარვასლა დააბანო დაფიქსირდა.
https://az.wikipedia.org/wiki/İrəvan
ცნობილი თურქი მოგზაურის, გეოგრაფ ევლია ჩალაბის გამოკვლევებში ნათქვამია რომ, 1509 წელს სეფიანთა სახელმწიფოს მეთაურმა შაჰ ისმაილმა ქალაქის უცხოური მომხდურებისაგან დაცვის მიზნით თავის ვეზირს რევანგულუ ხანს დაავალა და ამ დავალების შესაბამისად აშენდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე. მერე კი ციხესიმაგრესა და ქალაქს რევანგულიხანის საპატივსაცემოდ რევანი (ხალხის ენაზე - ირევანი) ეწოდა.
http://www.tarixinstitutu.az/Web/uploads/books/books/2019/09/IrevanWEHERIES.pdf, s.11-12
მრავალი ისტორიული წყარო იუწყება, რომ მეფის რუსეთის მიერ ირევნის სახანოს ოკუპაციამდე, რომელიც 1827 წელს განხორციელდა, ირევნისა და მის შემოგარენში 43 მმართველის - ხანი, სარდალი, ბეილერბეი და სხვა წოდების მატარებელთა სარეგისტრაციო დოკუმენტებში, აგრეთვე სტატისტიკურ მონაცემებში 1590 და 1728 წლების დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ, სომხური წარმოშობის ან გვარის არცერთი პირი არ დაფიქსირებულა. ამ დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ქალაქის მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს აზერბაიჯანელი თურქები შეადგენდნენ. სხვა სსარქივო დოკუმენტებში, რომლებიც იმავე ეპოქას ასახავს, დაფიქსირებულია, რომ იმჟამად ქალაქსა და მის შემოგარენში 4 ხანის, 41 ბეკის, 50 ახუნდისა და მოლას ოჯახებთან ერთად სულ 8 ქრისტიანი მღვდლის ოჯახი ცხოვრობდა.
ფრანგმა მოგზაურმა ჟან ბატისტ შარდენმა (1643–1711), რომელმაც ცხოვრების რამდენიმე წელი აზერბაიჯანსა და ირანში გაატარა, თავის ნამუშევრებში აღწერა 1627 წელს ირევნის ციხესიმაგრის გარემო: ”ციხესიმაგრე შედგება რვაასი სახლისგან. იქ მხოლოდ სუფთა სისხლის ყიზილბაშები (აზერბაიჯანელები) ცხოვრობენ. სეფიანებში მრავალი რელიგიური და სახალხო დღესასწაულია. როგორც რელიგიური რიტუალების ისტორია და ძირითადი რელიგიური მოვლენები, ასევე დღეები, რომლებიც სეზონების მონაცვლეობას აღნიშნავს, წმინდა და ღირსშესანიშნავ დღეებად ითვლება. ამასთან, სამი რელიგიური დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნება და მათ როგორც ტრადიციას, ისე იცავენ. სეფიანები მარხვის დასრულების დილას ვითარცა დღესასწაულს აღნიშნავენ. აქ აბრაამის ზვარაკისა და ალის მიმდევრების რელიგიისათვის თავდადების ფაქტს გლოვობენ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი სახალხო დღესასწაულია, საახალწლო ღამე აქაც ზეიმით აღინიშნება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნოვრუზის დღესასწაული სამ დღეს გრძელდება. როგორც სასახლეში, ასევე სხვა ადგილებშიც ეს დღესასწაული მზის ვერძის ნიშანში შესვლამდე, ანუ მერვე დღემდე გრძელდება. ეს დღესასწაული „Novruz Sultaniye“-დ იწოდება, რაც ნიშნავს "ბრწყინვალე ახალ წელს" ან "იმპერიის ახალ წელს".
შარდენის „მოგზაურობის“ ორიგინალი ამჟამად პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული.
ერევნის ისტორიის ერთ-ერთმა სიღრმისეულმა მკვლევარმა სტეპან პავლოვიჩ ზელინსკიმ "მასალები კავკასიის ქვეყნებისა და ხალხების აღწერისთვის“ კრებულის პირველ ნომერში 1881 წელს გამოაქვეყნა სტატიების სერია აღნიშნულ თემაზე (SMOMPK). ამ სტატიებში სახელწოდებით "ქალაქი ირევანი", "დერეჩიჩექი", "თათრული ანდაზები, იგავები, გამოცანები და ქალთა სახელები" და "ეთნოგრაფიული ნარკვევები ირანიდან დევნილ და ირევანის პროვინციის ნახჭევანში დასახლებულ სომეხთა ცხოვრებიდან" აღწერს უამრავ ფაქტს, რომლებიც ეხება ქალაქ ირავანისა და მის მიმდებარე ტერიტორიებს. მაგალითად, მკვლევარი, იმასთან დაკავშირებით, რომ ერევანში რეგისტრირებული 7 უბნის დასახელება აზერბაიჯანულია, წერს: „ქალაქის ისეთ უბნებში, როგორებიცაა თეფებაში, ქალაქის უბანი, ხანლიგბაღი, დემირბულაღი და დერექინდი, აზერბაიჯანელებთან ერთად ცხოვრობდნენ მცირე რიცხოვანი მალაკანები, რომლებიც იმჟამად ერევანში იყვნენ გადმოსახლებულები. თურქმენჩაის სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ, ჩოლმაქჩის უბანს, სადაც ირანიდან და თურქეთიდან ერევანში გადასახლებული სომხები დასახლდნენ, „ნორცკის კვარტალი“ ეწოდა.
https://525.az/news/152267-xix-esrin-axirlarinda-irevan-seherinin-mehelle-adlari-arasdirma
1827 წელს, რუსული არმიის გენერლის ივან ფიოდოროვიჩ პასკევიჩის (1782–1856) მეთაურობით ირევანში ჩასახლებული სომხების მზაკვრული ღალატის შედეგად ოკუპირებული ქალაქის მეჩეთების, მათ შორის ოსმალეთის სარდლის რაჯაბ ფაშას მიერ 1725 წელს აშენებული მეჩეთის მინარეთებიდან ჩამოხსნილი ნახევარმთვარე ჯვრებითა და ზარებით იქნა ჩანაცვლებული. იმავე წელს ამ ოპერაციისთვის რუსმა მეფემ ნიკოლოზ პირველმა ივან პასკევიჩს "ირევანის გრაფის" წოდება მიანიჭა, შემდეგ კი შეიქმნა "სომხეთის პროვინცია", რომელიც მოიცავს ნახჭევანის ტერიტორიის ნაწილს და აზერბაიჯანის „ირევანის სახანოს“.
ქალაქის ოკუპაციის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებული გახდა ირანსა და თურქეთში გადასახლებულიყო, რათა თავი დაეღწია სამხედროებისა და ქალაქში ჩასახლებული სომხების მიერ განხორციელებულ დევნა-შევიწროებისა და მკვლელობებისგან.
https://www.iravan.info/shererin_tarixi.html
ყველაფრ ამის მიუხედავად, მეფის რუსეთის სარეგისტრაციო სამსახურების მიერ ირევანში1829, 1880 და 1917 წლებში ჩატარებული დემოგრაფიული სტატისტიკის ყველა დოკუმენტი მოწმობს, რომ აზერბაიჯანელებთან შედარებით სომეხთა რიცხვი ქალაქში ჯერ კიდევ გაცილებით მცირე იყო.
http://irevanaz.com/rus/index.php?newsid=6251
აზერბაიჯანმა 1918 წლის 28 მაისს გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ 1929 წლის მაისში მიიღო გადაწყვეტილება, რის შედეგადაც ქალაქი ირევნი ახლად დაარსებულ საბჭოთა სომხეთს გადაეცა, როგორც რესპუბლიკის დედაქალაქი. მაგრამ, აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა ამგვარმა კეთილმეზობლურმა ნაბიჯმა ვერ დააკმაყოფილა სომხების ტერიტორიული ამბიციები. ერევნის სომხეთის დედაქალაქად გამოცხადების დღიდან 2 წლის განმავლობაში 50 000-ზე მეტი მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მოქალაქე დაიღუპა აზერბაიჯანის უძველესი ტერიტორიების - ნახჩივანის, ზანგაზურის და ყარაბაღის დასაცავად მიმართულ სისხლიან ომებში და 300-ზე მეტი ქალაქი, სოფელი და დასახლებული პუნქტი განადგურდა და გადასომხურდა.
ამრიგად, სომხეთის ტერიტორია, რომელიც 1918 წლის 29 მაისისთვის 9000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის აგრესიული პოლიტიკის შედეგად ამ მაჩვენებელმა 29 743 კვადრატულ კილომეტრს მიაღწია.
https://az.wikipedia.org/wiki/Ermənistan
და სხვა ...
-
ქამალ აბდულას შემოქმედება თურქეთის პორტალებში
თურქეთის პოპულარულმა პორტალებმა "Detay Haberler" და "Haber 232"-იმ, რომლებიც თავის ლიტერატურულ გვერდებზე მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს
-
რუსეთის მთარგმნელობითმა ინსტიტუტმა წარადგინა აზერბაიჯანული წიგნები
ბაქოს წიგნის მე-10 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და რუსეთის მთარგმნელობითი ინსტიტუტის ერთობლივი