თბილისში გამოიცა ისა მო]ანას წიგნი „სიცოცხლის ქარავანი“
![თბილისში გამოიცა ისა მო]ანას წიგნი „სიცოცხლის ქარავანი“](https://www.aztc.gov.az/thumbs/index.php?size=410&src=posts/aztc.gov.az_643ce62f6c7b8.jpg)
საქართველოში გამოიცა გამოჩენილი პროზაიკოსის, აზერბაიჯანის სახალხო მწერლის ისა მუღანას თხზულებათა სქელტანიანი კრებული „სიცოცხლის ქარავანი“.
წიგნი, სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის საერთაშორისო საგამომცემლო პროექტის ფარგლებში საქართველოს მწერალთა კავშირის მდიდარი ტრადიციის მქონე გამომცემლობა „მერანში“ დაისტამბა.
კრებულში შესულია მწერლის საყოველთაოდ ცნობილი ისეთი მოთხრობები, როგორებიცაა: „საზი“, „გამხმარი ტოტი“, „შმაგი“, „წლები და წვეთები“, „სარკიანი აჰადი“, „ორი კალო“, "შხამი“ და სხვა.
წიგნის ქართული თარგმანის ავტორია ცნობილი მწერალი და მთარგმნელი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, იმირ მამადლი, რედაქტორი - საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ცნობილი ქართველი პოეტი მაყვალა გონაშვილია.
და სხვა ...
-
ცნობილი ქართველი პოეტი აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პრემიით დაჯილდოვდა
ცნობილ ქართველ პოეტს და მთარგმნელს, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მაყვალა გონაშვილს აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში შეტენილი წვლილისათვის აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ მთარგმნელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწესებული სახელმწიფო თარგმანის (ცენტრალური) პრემია მიენიჭა.
-
ვიქტორია რომერო: „ცენტრსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების საელჩოებს შორის ერთობლივი პროექტები უნდა გაგრძელდეს“.
26 სექტემბერს სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვია მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ქალბატონი ვიქტორია რომერო. შეხვედრაზე ისაუბრეს ცენტრის მიერ აზერბაიჯანში ლათინური ამერიკის ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული მთარგმნელობითი და საგამომცემლო პროექტების, საერთაშორისო ლიტერატურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით გატარებული სამუშაოების შესახებ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა აზერბაიჯანში ლათინური ამერიკის ლიტერატურისადმი არსებულ ინტესეს