ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში
იტალიის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა "Alidicarta.it"-იმ მთარგმნელობითი სახელმწიფო ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" ფარგლებში ტრანსლირება დაიწყო დიდი აზერბაიჯანელი პოეტის, იმადედდინ ნასიმის იტალიურად თარგმნილი ღაზალისა "ვერ დავეტევი".
ღაზალი, რომელსაც თან ერთვის ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ, იტალიურად თარგმანა ცნობილმა მთარგმნელმა ოლგა მაზინამ.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი, რომელსაც მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს, რეგულარულად აქვეყნებს მსოფლიოში ცნობილი ისეთი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას, როგორებიც არიან დანტე ალიგიერი, ფრანჩესკო პეტრარქი, იტალო კალვინო, ჯოვანი ბოკაჩო, პაბლო ნერუდა.
იმადედინ ნასიმი
(1369-1417)
· დიდი აზერბაიჯანელი პოეტი, ფილოსოფოსი;
· თვალსაჩინო წარმომადგენელია დივანური ლიტერატურისა და ჰურუფიზმისა;
· ავტორია აზერბაიჯანულ ენაზე შექმნილი დივანების, ყასიდების, მუსთაზადების, თარჯიბანდების, თუიუგებისა და რუბაიებისა;
დიდი გავლენა იქონია ისეთი დიდი აზერბაიჯანელი მოაზროვნეების შემოქმედებაზე, როგორებიც არიან შაჰ ისმაილ ხათაი, ფუზული და ვაგიფი;
· 2019 წელს, პოეტის 650 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანში „ნასიმის წელი“ გამოცხადდა;
· აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ნასიმის ნაწარმოებები სახელმწიფო მემკვიდრეობად გამოცხადდა.
https://www.alidicarta.it/testo/732024625652 |
და სხვა ...
-
ქამალ აბდულას შემოქმედება თურქეთის პორტალებში
თურქეთის პოპულარულმა პორტალებმა "Detay Haberler" და "Haber 232"-იმ, რომლებიც თავის ლიტერატურულ გვერდებზე მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს
-
რუსეთის მთარგმნელობითმა ინსტიტუტმა წარადგინა აზერბაიჯანული წიგნები
ბაქოს წიგნის მე-10 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და რუსეთის მთარგმნელობითი ინსტიტუტის ერთობლივი