ლათინური გრაფიკით გამოიცა ჰუსეინ აბასზადეს რომანი „გენერალი“

მიმდინარე წილის 22 ნოემბერს დაბადებიდან 100 წელი უსრულდება აზერბაიჯანის სახალხო მწერალს და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს ჰუსეინ აბასზადეს.
ჰ.აბასზადემ შემოქმედება პატრიოტული ლექსებით დაიწყო მეორე მსოფლიო ომის წლებში, რომლის უშუალო მონაწილეც თავად იყო; იგი ბოლომდე ამ თემის ერთგული დარჩა და დროთა განმავლობაში შექმნა რამდენიმე რომანი და მოთხრობა, რომლებიც მკითხველს პატრიოტულ გრძნობებს, სამშობლოს სიყვარულის, თავგანწირვისა და ვაჟკაცობისა უნერგავენ.
ჰუსეინ აბასზადეს ისეთი ნაწარმოებები, როგორებიცაა "გენერალი", "მორევი", "ამაღლებული სანაპირო", "საიდან ხარ, ბატონო აბელ?", "ყარადაღის ამბავი", "სახლს ჩრდილი ეცემა" და "შორეული სტუმარი", დღესაც ინარჩუნებენ აქტუალობას, გამოირჩევიან ეროვნული კოლორიტით და ზედროულობით.
რომანი "გენერალი", რომელიც მოგვითხრობს ლეგენდარული აზერბაიჯანელი გენერლის, სატანკო ჯარების გენერალ-მაიორის, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირის ჰაზი ასლანოვის მამაცობასა და სამხედრო გამოცდილებაზე, ჩვენს ეროვნულ ლიტერატურაში სამხედრო პატრიოტულ თემაზე დაწერილი ერთ-ერთი იშვიათი დოკუმენტურ-ისტორიული ნაწარმოები გახლავთ.
წიგნი, რომელიც ავტორის იუბილესთან დაკავშირებით სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ პირველად გამოიცა ლათინური შრიფტით უახლოეს დღეებში ხელმისაწვდომი იქნება ბაქოს ქვემოთ დასახელებული წიგნის სახლებსა და მაღაზიებში:
“Libraff”-ი
“Kitabevim.az”-ი
“Akademkitab”-ი
წიგნის სახლი “Akademiya”
“Baku Book Centre”-ი
წიგნის სახლი “Çıraq”-ი
პრეზიდენტის აპარატის წიგნის სახლი
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური
და სხვა ...
-
გამარჯვებულებს სერთიფიკატები გადაეცათ
ენისადა მთარგმნელობითი საქმიანობის დახვეწისა და ამ სფეროში მოღვაწე დაოსტატებული სპეციალისტების გამოვლენის მიზნით აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში გამართული შერჩევითი ტურები დასრულდა. მთარგმნელები, რომლებმაც ტურების დროს წარმატებას მიაღწიეს, დაჯილდოებულ იქნნენ ცენტრის სერთიფიკატებით.
-
აკაკი წერეთელის წიგნი პირველად აზერბაიჯანულ ენაზე
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ საქართველოს მწერალთა სახლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოსცა ქართული ლიტერატურის კლასიკოსის აკაკი წერეთელის წიგნი სახელწოდებით "ჩემი სიმღერა", რომელშიც თავმოყრილია პოეტის რჩეული პოეტური ნიმუშები - ლექსები და პოემები.
-
სადაი ბუდაგლის მოთხრობა ისრაელის ლიტერატურულ ჟურნალში
ისრაელის ლიტერატურულ ჟურნალმა „Artikl“-იმ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო სამყაროში“ ფარგლებში გამოაქვეყნა ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის სადაი ბუდაგლის რუსულად თარგმნილი მოთხრობა „გვალვა“.