გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
საქართველოს ინტელიგენციისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“, რომელიც ეძღვნება მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს.
წიგნში,რომელიც ასახავს დიდი ლიდერის საქართველოსა და ძირძველი ქართველი ხალხისადმი დიდ ზრუნვასა და თბილ დამოკიდებულებას, თავმოყრილია ისეთი დოკუმენტური მასალები, როგორიცაა „პირველი ნაცნობობა საქართველოსთან“, „მეგობრობა გზად და ხიდად“, „ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გახსნის ცერემონია“, „ურყევი გადაწყვეტილება“,.. "ჰეიდარ ალიევი და ედუარდ შევარდნაძე პრესკონფერენციაზე", "ჰეიდარ ალიევის გამოსვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში", "ჰეიდარ ალიევი და საქართველო" და "მსოფლიო ჰეიდარ ალიევის შესახებ", ასევე წარმოდგენილია მეგობარ ქვეყნებში მოწყობილ საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული ღონისძიებებში მისი გამოსვლების ჩანაწერები და საარქივო ფოტო მასალები.
ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე შედგენილი უნიკალური გამოცემის პროექტის ხელმძღვანელია აზერბაიჯანის სახალხო მწერალი აფაგ მასუდი, შემდგენელები არიან საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი და სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის საქართველოსთან კულტურული-ლიტერატურული ურთიერთობების სფეროში კოორდინატორი, მწერალი იმირ მამადლი. რედაქტორი ცენტრის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სამმართველოს ხელმძღვანელი, მწერალი ეთიმად ბაშქეჩიდია.
წიგნი გამიოცა გამომცემლობა „მერანში“, რომელიც საქართველოში ძირძველ და მოწინავე გამომცემლობათაგანია.
და სხვა ...
-
ქამალ აბდულას შემოქმედება თურქეთის პორტალებში
თურქეთის პოპულარულმა პორტალებმა "Detay Haberler" და "Haber 232"-იმ, რომლებიც თავის ლიტერატურულ გვერდებზე მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს
-
რუსეთის მთარგმნელობითმა ინსტიტუტმა წარადგინა აზერბაიჯანული წიგნები
ბაქოს წიგნის მე-10 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და რუსეთის მთარგმნელობითი ინსტიტუტის ერთობლივი