სამედ ვურღუნის ლექსები ესპანეთის ელექტრონულ ლიტერატურულ ჟურნალში

პოპულარულმა ესპანურმა ელექტრონულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა "Babab.Cultura de revista"-მ, სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის ფარგლებში "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში", დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო პოეტის სამად ვურღუნის ესპანურად თარგმნილი ლექსებისა "პოეტო, რა მალე დაბერდი" და "არ მეჩქარება..."
ლექსები, რომელთაც თან ერთვის ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ, ესპანურად თარგმანეს ცნობილმა ესპანელმა მთარგმნელმა რაულ პოგი ალეხანდრომ და ესპანური ენის ექსპერტმა თუთუხანიმ იუნუსოვამ.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალი „Babab.Cultura de revista“, რომელსაც ფართო მკითხველთა აუდიტორია გააჩნია, რეგულარულად აშუქებს ისეთი მსოფლიო კორიფეების შემოქმედებას, როგორებიც არიან იზაბელა ბაირდი, თომას მანი, გაბრიელ გარსია მარკესი, მარიო ვარგას ლიოსა და ბლანკა ანდრეუ.
სამად ვურგუნი
(1906–1956)
· პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე;
· იყო აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის უცხო ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საზოგადოების ხელმძღვანელი და აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი;
· არის ასობით ლექსის, პოემისა და დრამის ავტორი, მათშორის აღსანიშნავია ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა "აზერბაიჯანი", "ჯეირანი", "აიგუნი", "გაზაფხულის ლეგენდა", "ქალის კლდე", "ვაგიფი", "ფარჰადი და შირინი" და "ადამიანი";
· სწორედ მას მიენიჭა აზერბაიჯანის პირველი „სახალხო პოეტის“ საპატიო წოდება.
და სხვა ...
-
გამარჯვებულებს სერთიფიკატები გადაეცათ
ენისადა მთარგმნელობითი საქმიანობის დახვეწისა და ამ სფეროში მოღვაწე დაოსტატებული სპეციალისტების გამოვლენის მიზნით აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში გამართული შერჩევითი ტურები დასრულდა. მთარგმნელები, რომლებმაც ტურების დროს წარმატებას მიაღწიეს, დაჯილდოებულ იქნნენ ცენტრის სერთიფიკატებით.
-
აკაკი წერეთელის წიგნი პირველად აზერბაიჯანულ ენაზე
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ საქართველოს მწერალთა სახლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოსცა ქართული ლიტერატურის კლასიკოსის აკაკი წერეთელის წიგნი სახელწოდებით "ჩემი სიმღერა", რომელშიც თავმოყრილია პოეტის რჩეული პოეტური ნიმუშები - ლექსები და პოემები.
-
სადაი ბუდაგლის მოთხრობა ისრაელის ლიტერატურულ ჟურნალში
ისრაელის ლიტერატურულ ჟურნალმა „Artikl“-იმ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო სამყაროში“ ფარგლებში გამოაქვეყნა ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის სადაი ბუდაგლის რუსულად თარგმნილი მოთხრობა „გვალვა“.