დიდი მეცნიერი და ნაზი სულის ადამიანი
28 აპრილს 100 წელი უსრულდება მსოფლიოში ცნობილ ოფთალმოლოგ მეცნიერს, აკადემიკოს ზარიფა ალიევას. ქალბატონმა ზარიფამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა აზერბაიჯანში ოფთალმოლოგიის მეცნიერების განვითარებაში; თვალის დაავადებების შესწავლის, ტრაქომის დაავადების გაჩენის, პრევენციისა და მკურნალობის სფეროში მის მიერ ჩატარებული კვლევები დღესაც ინარჩუნებს თავის სამეცნიერო და პრაქტიკულ მნიშვნელობას. მისი თანაავტორობით დაწერილი ისეთი იშვიათი სამეცნიერო ნაშრომები, როგორიცაა "თერაპიული ოფთალმოლოგია", "ირიდოდიაგნოსტიკის საფუძვლები", მისივე 12 მონოგრაფია, სახელმძღვანელო და სასწავლო დამხმარე საშუალება, 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი, გამოგონება და ფუნდამენტური წინადადებები სამედიცინო მეცნიერების მიღწევად ითვლება.
აკადემიკოსმა ზარიფა ალიევამ დააარსა და ხელმძღვანელობდა ბაქოში მხედველობის ორგანოს პროფესიული პათოლოგიის კვლევის სპეციალიზებულ კვლევით ლაბორატორიას, რომელიც გახლდათ პირველი სამეცნიერო ცენტრი ყოფილ სსრკ-ში და ფართო პოპულარობაც მოიპოვა.
ქალბატონმა ზარიფამ დიდი ჯაფა გასწია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომზადებაში. იგი იყო ოფთალმოლოგთა გაერთიანების საზოგადოების პრეზიდიუმის, საბჭოთა მშვიდობის დაცვის კომიტეტის, აზერბაიჯანის ოფთალმოლოგიური საზოგადოების დირექტორთა საბჭოს წევრი და ჟურნალ „ვესტნიკ ოფთალმოლოგის“ (მოსკოვი) სარედაქციო კოლეგიის წევრი. მაღალი სამეცნიერო მიღწევებისთვის 1980 წელს მიენიჭა აზერბაიჯანის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის სახელი; ქალბატონი ზარიფა პირველი ქალია, რომელმაც 1981 წელს დაიმსახურა სსრკ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის მ.ი. ავერბახის პრემია.
ქალბატონი ზარიფა არის დიდი მეცნიერი, ნამდვილი აზერბაიჯანელი ქალი და სამეცნიერო საქმეთა ორგანიზატორი. ამ დიდმა პიროვნებამ სამუდამოდ ჩაწერა თავისი სახელი აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიაში, როგორც უნიკალური და უაღრესად საპატიო სტატუსის მქონე ადამიანმა. მან მოიპოვა დიდი საზოგადოებრივი სიყვარული, როგორც აზერბაიჯანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს არქიტექტორის, ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ერთგულმა მეუღლემ, უახლოესმა თანამებრძოლმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დედამ.
ქალბატონი ზარიფას ძვირფასი ხსოვნა ყოველთვის იქნება ჩვენი ხალხის გულებში და მარად პატივისცემითა და სიყვარულით მოიხსენიება.
და სხვა ...
-
ისი მელიქზადეს შემოქმედება გერმანიის ელექტრონულ ლიტერატურულ ჟრნალში
პოპულარულმა გერმანულმა ელექტრონულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა "LESERING.de" სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში"
-
მოვლუდ მოვლუდის მოთხრობა თურქეთის პორტალებში
თურქეთის პოპულარულმა პორტალებმა "Detayhaberler.com"-მა, "Dibace.net"-იმ და "Haber.232.com"-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში დაიწყო
-
გამოიცა წიგნი „აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონიდან ამოღებული სიტყვების კლასიფიკაცია“
„აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონიდან“ (ნასიმის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; 2013 და 2021 გამოცემები) ამოღებულ იქნა ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომები, უცნაური სიტყვათწარმოება