დაისტამბა წიგნი „ჰეიდარ ალიევი და აზერბაიჯანული ენა“

დაისტამბა წიგნი „ჰეიდარ ალიევი და აზერბაიჯანული ენა“

თანამედროვე აზერბაიჯანის მესვეურის, სულიერი მამისა და მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გამოსცა წიგნი - ჰეიდარ ალიევი და აზერბაიჯანული ენა, რომელიც ასახავს დიდი ლიდერის აზერბაიჯანული ენისადმი სიყვარულს, მუდმივ ყურადღებასა და მზრუნველობას, ასევე ენის სიწმინდის დაცვისადმი მიმართულ  მის ისტორიულ ღვაწლს.

წიგნი, რომელშიც აზერბაიჯანული ენის, როგორც ეროვნული ფასეულების შენარჩუნების, კანონმდებლობაში სახელმწიფო ენის სტატუსის დადგენისა და მისი მოქმედებისა და გამოყენების არეალის გაფართოების მიმართულებით სახელმწიფოს მეთაურის მიერ ხელმოწერილ განკარგულებებისა და ბრძანებულებებთან ერთად თავმოყრილია სხვადასხვა შეხვედრებზე, ღონისძიებებსა და ცერემონიებზე მისი გამოსვლები და მოსაზრებები ენისა და ლიტერატურის შესახებ, დაყოფილია შემდეგ თავებად - ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანული ენის შესახებ“, "აზერბაიჯანული ენა ოფიციალურ დოკუმენტებში", "ჰეიდარ ალიევი და აზერბაიჯანული ლიტერატურა"; ასევე წარმოდგენილია დიდი პოლიტიკოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდის ამსახველი მდიდარი "ფოტოალბომი".

პროექტის ხელმძღვანელი და წინასიტყვაობის ავტორია სახალხო მწერალი აფაგ მესუდი, რედაქტორი კი იაშარ ალიევია.

 

 

ისტორიული მისია


 ნებისმიერი ერის იდენტურობას, ისტორიას, თვითმყოფადობასა და უნიკალურობას განაპირობებს მშობლიური ენა და ლიტერატურა; ლიტერატურა, რომელიც თავის მხრივ ამდიდრებს ამ ენას. ენავე ქმნის მარადიულ, ურღვევ ხიდს მის წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის. არ არსებობს მიწასა და ენაზე უფრო ძლიერი ფაქტორი, რომელიც სამშობლოს მშობლიურ შინაარსს სძენს. მათგან პირველი ერის გეოგრაფიული, მეორე კი სულიერი ტერიტორიაა.

ენის დაცვის,  მოვლა-პატრონობისა და განვითარების წმინდათაწმინდა მისია საუკუნეების მანძილზე ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხსა და დიდ ისტორიულ მოღვაწეებს ეკისრებათ. ამ თვალსაზრისით, თუ გადავხედავთ დღეს ჩვენი მშობლიური ენის ისტორიას, დავინახავთ, რომ ამ რთულ გზაზე, რომელიც სავსე იყო სხვადასხვა პოლიტიკური და სოციალური რეფორმებითა და მოვლენებით, არავის იმდენი ძალისხმევა არ გაუწევია, რამდენიც დიდ ჰეიდარ ალიევს. იგი თავდაუზოგავად იღვწოდა იმისათვის, რომ ქვეყნის გერბის, დროშის და ჰიმნის მსგავსად აზერბაიჯანული ენაც სახელმწიფო ატრიბუტად დამკვიდრებულიყო.

1969 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 წლისთავის იუბილეზე გამოსვლისას მან განაცხადა: დედა ენა საჭიროებს სახელმწიფოს ზრუნვასა და ინტელიგენციის დაუცხრომელ გულისხმიერაბას!“ - სახელმწიფოს მეთაურის ეროვნული ენობრივი პოლიტიკა, რომელსაც იგი განუწყვეტლივ ახორციელებდა 60-იანი წლების ბოლოდან,  ანუ საბჭოთა წყობის იმ პერიოდში როდესაც ცენტრალური ხელისუფლება სხვადასხვა რესპუბლიკებზე უმძიმეს იდეოლოგიურ ზეწოლის ახდენდა,  - აზერბაიჯანული ენის ეროვნულ ფასეულებად გამოცხადება, მისი თვითმყოფადობის შენარჩუნება, სახელმწიფო ენის  სტატუსი მინიჭება და კანონმდებლობაში მისი დამკვიდრების მიმართულებით განხორციელებული საჭირბოროტო ღონისძიებები, მისი ფუნქციონირებისა და გამოყენების არეალის გაფართოება, სიწმინდის დაცვა და განვითარება, გარდა იმისა, რომ ფუნდამენტურ იმპულსს აძლევდა ქვეყანაში ეროვნული თავისუფლების სულის გაღვიძებას, ეროვნული გონის მოქცევასა და თვითშეგნების აღორძინებას, ასევე ხელს უწყობდა ეროვნული ლიტერატურის შინაარსისა და იდეური წრის განახლებას, ლიტერატურასა და კერძოდ მხატვრული აზროვნებას  ფართო ჰორიზონტზე გასვლას...

1997 წლის 30 ოქტომბერს გამართულ აზერბაიჯანელ მწერალთა მე-10 ყრილობაზე გამოსვლისას ჰეიდარ ალიევი აღნიშნულ პერიოდს ასე იხსენებდა:

მახსოვს, პირველად, მწერალთა კავშირის ყრილობაზე, აზერბაიჯანულ ენაზე რომ გამოვედი, შესვენებაზე ყველა მოდიოდა და მილოცავდა. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ, იქ, უპირველეს ყოვლისა აზერბაიჯანულად ვილაპარაკე. მე მათ ვპასუხობდი, ძვირფასო ძმებო, ამაში ვერავითარ გამბედაობას ვერ ვხედავ. ეს ჩვენი მშობლიური ენაა. იმიტომ უკვირდათ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ლაპარაკობდნენ აზერბაიჯანულად. ეს ენა იყო ყოველდღიური ცხოვრების ენა და ასევე ლიტერატურის ენა, მაგრამ არა სახელმწიფო ენა“.

დედაენისადმი უსაზღვრო ერთგულება, ხალხისა და ერისადმი უკიდეგანო სიყვარული უფრო მეტად გამოიკვეთა ეროვნული ლიდერის ხელისუფლებაში მეორედ დაბრუნების შემდეგ... აზერბაიჯანული ენის ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წინა პლანზე წამოწევის, აქტუალიზაციის, სწავლების, გამოყენებისა და კვლევის შესახებ ხელმოწერილმა არარერთმა ისტორიულმა განკარგულებამა და ბრძანებულებამ, გარდა იმისა, რომ საფუძველი ჩაუყარა ენის განვითარების სრულყოფილი კონცეფციის ჩამოყალიბებას, ასევე ენისადმი ფუნდამენტურმა მიდგომამ, მისი შინაარსისა და არსის გამდიდრებამ, გამოყენებისა და გამოხატვის არეალის გაფართოებამ ამ მიმართულებით შემდგომი განვითარებისათვის საფუძვლიანი ისტორიული პირობები შექმნა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს უშუალოდ აზერბაიჯანული ენის ლიტერატურული სივრცისადმი - ჩვენი ეროვნული ლიტერატურის, მისი დაცვისა და განვითარებისადმი ჰეიდარ ალიევის დამოკიდებულება და ზრუნვა, ჰეიდარ ალიევისა, რომლის სახელიც ოქროს ასოებით სამუდამოდ არის ამოტვიფრული ისტორიის ფურცლებზე მისი განსაკუთრებული ღვაწლის გამო, რომელიც მან გასწია ქვეყნის აღორძინების, კეთილდღეობის, განვითარების, დამოუკიდებლობის შენარჩუნების, სახელმწიფოს საფუძვლების განმტკიცებისა და ურყევობის უზრუნველსაყოფად.

აზერბაიჯანის სათავეში დანიშვნის პირველივე წლებიდან - საბჭოთა ეპოქის უმძიმესი და იდეოლოგიური დიქტატურის დროს, ეროვნული ლიტერატურის, როგორც ერის უწმინდეს სულიერ სიმდიდრის განუხრელი დაცვა, მწერლებისა და პოეტების მაღალი ჯილდოებით, საპატიო წოდებებითა და სახელმწიფო პრემიებით დაჯილდოება, საიუბილეო ცერემონიების ორგანიზება, კლასიკური კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა, მათ უკვდავსაყოფად მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებამოლა ფანაჰ ვაგიფისა და ჰუსეინ ჯავიდის მავზოლეუმებისა და იმადედდინ ნასიმის, ჯალილ მამედყულუზადეს, ჯაფარ ჯაბბარლის, სამედ ვურღუნის, აშუგ ალესკერის და ნარიმან ნარიმანოვის ძეგლების გახსნა, სახლ-მუზეუმების დაარსება, ჰუსეინ ჯავიდის ცხედრის შორეული ციმბირიდან ნახჭევანში  გადმოსვენება და მშობლიურ მხარეში დაკრძალვა... და სხვა ამდაგვარი საშვილიშვილო საქმეებმა სამუდამოდ დაამკვიდრა დიდი პოლიტიკური მოღვაწის სახელს ხალხის მეხსიერებაში, ასევე იგი, როგორც აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის ქომაგი და უზენაესი მფარველი სამარადისოდ დარჩება ვითარცა ლიტერატურის დიდი მეგობარი“.

 

                                                                                                                                                                   აფაგ მესუდი

                                                                                                                                                                   სახალხო მწერალი

და სხვა ...

  • სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში

     

    პოპულარულმა ინგლისურმა და ფინურმა ლიტერატურულმა პორტალებმა My poetic Side-მ " და შესაბამისად "Rakkausrunot"-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტიფარგლებში "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში"  დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო პოეტის სამად ვურნის ინგლისურად თარგმნილი ლექსების "მსოფლიო" და "დაივიწყე".

     

  • ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში

    იტალიის პოპულარულმა  ლიტერატურულმა პორტალმა "Alidicarta.it"-იმ მთარგმნელობითი სახელმწიფო ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" ფარგლებში ტრანსლირება დაიწყო დიდი აზერბაიჯანელი პოეტის, იმადედდინ ნასიმის იტალიურად თარგმნილი ღაზალისა "ვერ დავეტევი".

     

  • გამოვიდა მაყვალა გონაშვილის ლექსების კრებული გამოვიდა მაყვალა გონაშვილის ლექსების კრებული

    სახელმწოფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გამოსცა ცნობილი პოეტის, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მაყვალა გონაშვილის წიგნი ათას მეორე ღამე, სადაც თავმოყრილია ავტორის რჩეული პოეტური ნიმუშები.