მუჰამედ ფუზულის შემოქმედება პოლონეთის ლიტერატურულ პორტალში
პოპულარულმა პოლონურმა ლიტერატურულმა პორტალებმა „salon24.pl“-მა და „ngo.pl“-იმ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება დიდი აზერბაიჯანელი პოეტის მუჰამედ ფუზულის პოლონურად თარგმნილი ღაზალებისა - „სულიერად გადამღალა“, „დილის ნიავო, ჩემი დარდი სატრფოს აუწყე, ოღონდ რაყიფმა არ გაიგოს“ და „ვისაც სული თვისი უყვარს, მასვე უყვარს სატრფო თვისი“.
პუბლიკაცია, რომელსაც თან ერთვის ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ, პოლონურ ენაზე თარგმნეს ცნობილმა პოლონელმა მთარგმნელმა იანუს კრჟიოვსკიმ და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის თანამშრომელმა შაჰლა კაზიმოვამ.
აღსანიშნავია, რომ პორტალები "salon24.pl" და "ngo.pl", რომლებსაც მრავალი მკითხველი ჰყავთ, რეგულარულად აქვეყნებენ მსოფლიოში ცნობილი ისეთი პოეტებისა და მწერლების შემოქმედებას, როგორებიცაა ვოლფგანგ გოეთე, მიხეილ ლერმონტოვი, მიხეილ ბულგაკოვი, პაბლო ნერუდა და სტანისლავ ლემი.
მუჰამედ ფუზული
(1494-1556)
• XVI საუკუნის დიდი აზერბაიჯანელი პოეტი;
• ავტორია პოემისა „ლეილი და მაჯნუნი“, რომელიც აღმოსავლური და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრადაა მიჩნეული;
• გამოჩენილმა აზერბაიჯანელმა კომპოზიტორმა უზეირ ჰაჯიბეილიმ სწორედ ამ პოემის მოტივზე შექმნა პირველი ოპერა აღმოსავლეთში, რომელსაც ასევე „ლეილი და მაჯნუნი“ ეწოდება;
• ფუზულის კალამს ეკუთვნის მრავალი ღაზალი, ყასიდი, მუსადი, ცაჯბანდი, ტარჯიბანდი და რუბაი;
• მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე;
• აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2019 წლის 7 მაისის დადგენილებით ფუზულის ნაწარმოებები სახელმწიფო მემკვიდრეობად გამოცხადდა;
• მისივე ანდერძისამებრ დაკრძალულია ქალაქ ქარბალაში, იმამ ჰუსეინის მავზოლეუმის მახლობლად.
https://www.salon24.pl/u/kraina-ognia/ |
|
და სხვა ...
-
სახელმწოფო მთარგმნელობითი ცენტრი აგრძელებს შერჩევით ტურებს
სახელმწოფო მთარგმნელობითი ცენტრი აგრძელებს შერჩევით ტურებს
-
ნასიმის შემოქმედება გერმანიის ლიტერატურულ პორტალში
პოპულარულმა გერმანულმა ლიტერატურულმა პორტალმა "Reimemaschine"-იმ სახელმწიფო მთარგმნელობითი
-
ზარდუშთ შაფიზადეს მოთხრობა არაბულ პორტალებში
არაბული ქვეყნების ისეთმა პოპულარილმა პორტალებმა, როგორებიც არიან ალჟირის "Alharir.info", ქუვეითის "Fikr hur", ერაყის