გამარჯვებულებს სერთიფიკატები გადაეცათ

ენისადა მთარგმნელობითი საქმიანობის დახვეწისა და ამ სფეროში მოღვაწე დაოსტატებული სპეციალისტების გამოვლენის მიზნით აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში გამართული შერჩევითი ტურები დასრულდა. მთარგმნელები, რომლებმაც ტურების დროს წარმატებას მიაღწიეს, დაჯილდოებულ იქნნენ ცენტრის სერთიფიკატებით.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მთარგმნელობითი საქმის ორგანიზების დეპარტამენტის უფროსმა ფუსტა ახუნდოვამ განაცხადა, რომ ტურების ძირითადი მიზანია ქვეყანაში ენისა და მთარგმნელობითი საქმიანობის გაუმჯობესება, პროფესიონალი მთერგმნელების გამოვლენა, რაც უთუოდ ხელს შეუწყობს ქვეყანაში მთარგმნელობითი სფეროს შემდგომ განვითარებას. ფ.ახუნდოვამ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის საინფორმაციო ბაზაში განთავსდება მონაცემები იმ სპეციალისტებისა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საგამოცდო ეტაპები და დაიმსახურეს სერთიფიკატები.
სპეციალისტები, რომლებმაც ტურებში გამარჯვების შედეგად ცენტრის სერთიფიკატები მოიპოვეს
1. ემინა ყურბან გიზი ფერზალიევა - ეკონომიკის სფერო (კომერციის განხრით) (ინგლისურ-აზერბაიჯანულ- ინგლისური; რუსულ აზერბაიჯანული)
2. ასგარ აიდინ ოღლუ ზეინალაბდინოვი - ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა ((ინგლისურ- აზერბაიჯანულ-ინგლისური);
3. შაბნამ ზაჰიდ გიზი ჰუსეინოვა - მეცნიერულ-ტექნიკური, ნავთობ-გაზი და სხვა სფეროები (რუსულ-აზერბაიჯანული);
4. ქამრან ნურუ ოღლუ მეჰბალაევი - ისტორიისა და სამართლის სფერო (თურქულ-აზერბაიჯანულ-თურქული);
5. ემინ რამიზ ოღლუ შირინოვი - საზოგადოებრ-პოლიტიკური (ინგლისურ- აზერბაიჯანული; აზერბაიჯანულ-რუსულ-აზერბაიჯანული).
და სხვა ...
-
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნისა "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს, სახალხო მწერალ აფაგ მესუდს:
-
გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
საქართველოს ინტელიგენციისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“, რომელიც ეძღვნება მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს.