დავით შემოქმედელის ლექსების კრებული პირველად

დავით შემოქმედელის ლექსების კრებული პირველად

აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გამოსცა ქართველი პოეტის დავით შემოქმედელის ლექსების კრებული, რომელსაც ზღურბლს იქითა და ზღურბლს აქეთ ეწოდება.

წიგნში, რომელიც იხსნება წინასიტყვაობით წვეთები გულის მინაზე, თავმოყრილია პოეტის მიერ სხვადასხვა დროს წუთისოფლის, სიკვდილი-სიცოცხლისა და სიყვარულის თემაზე დაწერილი ისეთი ლექსები, როგორებიცაა წვეთი მინაზე“, „სიყვარული“, „სადღეგრძელო“, "მუზა", "მამა და შვილი", „მეგობრის მოსაგონარი“, „შვილები და სხვა.

"რას ტვიფრავ სულზე", "დუმილის ხმა", "ჩემი წილი ცა", "გახუნებული პეიზაჟები", "სიტყვებს მიღმა", "რატომ ტირიან ჩიტები ზამთარში?“ და სხვა. მართალია, აზერბაიჯანელი მკითხველი მის შემოქმედებას იცნობს პერიოდული პრესიდანთუმცა მწერლის პოეტური მემკვიდრეობა პირველად ისტამბება კრებულის სახით.

წიგნის წინასიტყვაობისა და თარგმანის ავტორია ცნობილი პოეტი და მთარგმნელი იმირ მამედლი, რედაქტორი კი შაფიგა შეფაა.

 

 

 

წვეთები გულის მინაზე

 

თუ გსურთ გაეცნოთ ერის სულს, ჯერ უნდა გაეცნოთ მის ხელოვნებასა და პოეზიას. ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი ერის პოეტური ნიმუშების გაცნობა ამავე დროს ნიშნავს ნიშნავს ამ ერის სულის, ზნეობრივი მდგომარეობისა და ღირებულებების უფრო ახლოს გაცნობას.

ნებისმიერ ერს, განსაკუთრებით კი ხალხს, რომელიც ძირძველ ფესვებზე დგას, გააჩნია როგორც ერის, ასევე ლიტერატურის ისტორია. ამ თვალსაზრისით, დავით შემოქმედელის ლიტერატურული მემკვიდრეობა, პოეტური ნიმუშების ჩათვლით, უდავოდ არის მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობის განუყოფელი ნაწილი, მისი მხატვრული აზროვნების თანამედროვე გამოვლინება და გაგრძელება. თუ ქართველი ხალხის პოეტურ რუკას ფერად მოზაიკად წარმოვიდგენთ, უნდა ვთქვათ, რომ შემოქმედელის პოეზია განსაკუთრებული ელფერითა და მიმზიდველობით გამოირჩევა ამ მოზაიკაში:

  

ცოდვაა ცა,

რომელსაც მოწვეთავს

სამშობლოს სევდა...

 

დავით შემოქმედელი (ნამდვილი სახელი და გვარი - დავით ტაკიძე) დაიბადა დასავლეთ საქართველოში, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში. პოეტის ლიტერატურული ფსევდონიმიც მშობლიური სოფლის სახელს უკავშირდება. „შემოქმედიაზერბაიჯანულადაცშემოქმედსნიშნავს. ეტყობა, სოფელი შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩეოდა, რის გამოც ასეთი ლამაზი სახელი ეწოდა. პოეტიც, როგორც იმ შემოქმედებითი გარემოს შვილი, ძველ მოგონებებში ეძებს და პოულობს თავის პოეტურ მეს

 

დავიხარე ყვავილისაკენ,

ფიქრს მხოლოდ

ბავშვობის მოგონებები        

ამოჰყვა.

 

ან კიდევ:

 

 

ჩემს ბავშვობასთან წაგეყვანე,

სოფლის ბილიკო,

სასაფლაოსკენ რომ გარბიხარ...

 

დიახ, პოეზია გახლავთ მუდმივი დაბრუნება საკუთარ თავთან, ანუ მშობლიურ სახლში. ყოველ ჯერზე, როცა პოეტი ახალ ნაწარმოებში საკუთარ თავს უბრუნდება, უამრავ მკითხველს ეპატიჟება როგორც თავის სულიერ სამყაროში, ასევე სამშობლოში. მაგრამ ყოველ ჯერზე მან იცის, რომ სადაც არ უნდა წავიდეს, თუნდაც ქვეყნიერების კიდეს მიადგეს, სინამდვილეში, არსად მიდის, რადგან შემოქმედი ადამიანის სულიერი სამყარო (სახლი) მისი გულში მდებარეობს

 

 

მე დავბრუნდი შინ

და აღმოვაჩინე, რომ

აქედან არსად 

წავსულვარ.

 

გენიალურ გერმანელ ფილოსოფოსს ფრიდრიხ ნიცშეს თავისასე იტყოდა ზარატუსტრაშიერთი ასეთი გამონათქვამი აქვს: „პოეტი ამღვრევს წყალს ზოგჯერ, რადგან, სურს, რომ ღრმა ეგონოთ მისი მდინარე!“ მართლაც, ბევრია ასეთი პოეტი; ასეთები მრავლად იყო ყველა დროში, ყველა ერის ლიტერატურის ისტორიაში. მაგრამ როცა შედიხარ მათ ამღვრეულ პოეტურ მდინარეში, ხედავ, რომ წყალი მუხლებამდეც კი ვერ აღწევს. მტკნარი და ღრმაა დავით შემოქმედელის პოეტური მდინარე. ის არ მიმართავს ასეთ ხრიკებს, მისი ლექსის სიღრმე, არსი და მნიშვნელობა თვალწინაა

 

სიცოცხლის არსიც იქნებ ისაა,

ღვთაებრივით თუ ავსებულა

სიცარიელე.

 

 

ჩვენს დროში კომუნიკაციის შესაძლებლობები იმდენად გაიზარდა, რომ დედამიწა, რომელიც უსასრულო გვეგონა, დიდ სოფელად იქცა. ყველამ ყველაფერი იცის, ახალი ინფორმაცია მსოფლიოს ერთი კიდიდან მეორე კიდემდე ერთ წამში აღწევს, მაგრამ სამწუხაროდ, ინფორმაციის ეს სიუხვე არ ზრდის ჩვენს ცოდნას, არ ამდიდრებს ჩვენს სულიერ სამყაროს, პირიქით, ემატება ჩვენს მონაცემთა ბაზას და ამძიმებს მას. უფრო მეტიც, თანდათან აბლაგვებს ჩვენს ემოციებსა და გულგრილებს გვხდისჭეშმარიტ ცოდნას, როგორც ყოველთვის, ადამიანს მხატვრული ნაწარმოები ანიჭებს, ნაწარმოები, რომელიც ახალ ფენას ხსნის ადამიანის გულში, სიცოცხლის ახალ იმპულსს სძენს სულის სიღრმეში ჩაბუდებულმე“- და აღვიძებს მთვლემარე ემოციებს. ვიმედოვნებთ, რომ ამ წიგნში წარმოდგენილი პოეტური ნიმუშებიწვეთები ავტორის გულის მინაზე, ჩვენს გონებაში შემოვა არა როგორც ახალი ინფორმაცია, არამედ როგორც სულის ამათრთოლებელი ცოდნა, ცოდნა, რომელიც ავტორის გულისმიერი გამოცდილებაა.

 

 

იმირ მამედლი

 

 

წიგნი უახლოეს დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში:

 

“Libraff”-

“Kitabevim.az”-

“Akademkitab”-

წიგნის სახლი “Akademiya”

“Baku Book Centre”-

წიგნის სახლი “BookZone” 

წიგნის სახლი “Çıraq”-

წიგნის სახლი  „Çinari”

პრეზიდენტის აპარატის წიგნის სახლი

აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური

 

 

 

 

და სხვა ...