მექსიკის გაერთიანებული შტატების ელჩი: „გვინდა ცენტრთან თანამშრომლობა გავაფართოვოთ“

მექსიკის გაერთიანებული შტატების ელჩი: „გვინდა ცენტრთან თანამშრომლობა გავაფართოვოთ“

19 აპრილს სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვია მექსიკის გაერთიანებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ქალბატონი ვიქტორია რომერო. შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯანსა და მექსიკას შორის ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობა და სამომავლო გეგმები, აგრეთვე მექსიკაში აზერბაიჯანული ლიტერატურის და აზერბაიჯანში მექსიკური ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანელი მკითხველი ინტერესით შეხვდა ცენტრის მიერ სხვადასხვა დროს თარგმნილი და გამოცემული მსოფლიოში ცნობილი მექსიკელი მწერლების - ხუან რულფოს, ოქტავია პაზის და კარლოს ფუენტესის შემოქმედებით მემკვიდრეობას; ასევე ითქვა, რომ დიდია ინტერესი ზოგადად ლათინური ამერიკის ლიტერატურისადმი.

ვიქტორია რომერო:ჩვენ, როგორც საელჩო, ვაპირებთ გავაფართოვოთ ურთიერთობები სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრთან და განვახორციელოთ ახალი ლიტერატურული პროექტები ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. ამ კუთხით ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ქალთა ლიტერატურული მემკვიდრეობის; ამ შემთხვევაშიც წინა პლანზე წამოვწევთ აზერბაიჯანში ცნობილი მექსიკელი მწერლებისა და მექსიკაში აზერბაიჯანის წამყვანი ქალი მწერლების შემოქმედებას“.

შეხვედრის დასასრულს სტუმარს საჩუქრად გადაეცა ცენტრის მიერ აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული

მსოფლიოში ცნობილი მექსიკელი მწერლის კარლოს ფუენტესის წიგნი - რჩეული ნაწარმოებები“.

 

Qalereya

და სხვა ...

  • ცნობილი ქართველი პოეტი აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პრემიით დაჯილდოვდა ცნობილი ქართველი პოეტი აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პრემიით დაჯილდოვდა

    ცნობილ ქართველ პოეტს და მთარგმნელსსაქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მაყვალა გონაშვილს აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურულ ურთიერთობების განვითარებაში შეტენილი წვლილისათვის აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ  მთარგმნელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწესებული სახელმწიფო თარგმანის (ცენტრალურიპრემია მიენიჭა.

               

  • ვიქტორია რომერო: „ცენტრსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების საელჩოებს შორის ერთობლივი პროექტები უნდა გაგრძელდეს“. ვიქტორია რომერო: „ცენტრსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების საელჩოებს შორის ერთობლივი პროექტები უნდა გაგრძელდეს“.

     

    26 სექტემბერს სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვია მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ქალბატონი ვიქტორია რომერო. შეხვედრაზე ისაუბრეს ცენტრის მიერ აზერბაიჯანში ლათინური ამერიკის ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული მთარგმნელობითი და საგამომცემლო პროექტების, საერთაშორისო ლიტერატურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით გატარებული  სამუშაოების შესახებ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა აზერბაიჯანში ლათინური ამერიკის ლიტერატურისადმი არსებულ ინტესეს