ეთიმად ბაშქეჩიდის მოთხრობა პოპულარულ ესპანურ ჟურნალში

ისრაელის პოპულარულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა "Artikl"-მა მთარგმნელობითი სახელმწიფო ცენტრის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო სამყაროში" პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ეთიმად ბაშქეჩიდის მოთხრობა "ვეილის ხევი".
მოთხრობის თარგმანის ავტორები არიან ცნობილი ისრაელელი მწერალი იაკოვ შეხტერი და სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის რუსული ენის სპეციალისტი ფუსტა ახუნდოვა.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალ "Artikl"-ის განყოფილებაში "არფა და ლირა", რომელიც ძირითადად ადგილს უთმობს თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურას, სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია აზერბაიჯანული ლიტერატურული ნიმუშების გამოქვეყნება.
და სხვა ...
-
ცნობილი ქართველი პოეტი აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პრემიით დაჯილდოვდა
ცნობილ ქართველ პოეტს და მთარგმნელს, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მაყვალა გონაშვილს აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში შეტენილი წვლილისათვის აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ მთარგმნელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწესებული სახელმწიფო თარგმანის (ცენტრალური) პრემია მიენიჭა.
-
ვიქტორია რომერო: „ცენტრსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების საელჩოებს შორის ერთობლივი პროექტები უნდა გაგრძელდეს“.
26 სექტემბერს სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვია მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ქალბატონი ვიქტორია რომერო. შეხვედრაზე ისაუბრეს ცენტრის მიერ აზერბაიჯანში ლათინური ამერიკის ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული მთარგმნელობითი და საგამომცემლო პროექტების, საერთაშორისო ლიტერატურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით გატარებული სამუშაოების შესახებ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა აზერბაიჯანში ლათინური ამერიკის ლიტერატურისადმი არსებულ ინტესეს