გამოიცა გერმანულ-აზერბაიჯანული სასაუბრო

სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა შევსებული ფორმატით გამოსცა „გერმანულ-აზერბაიჯანული სასაუბრო“ რომელიც სასარგებლო იქნება ხალხთაშორის ურთიერთობის და კომუნიკაციის დამყარების კუთხით.
წიგნში წარმოდგენილი სიტყვები და ფრაზები დალაგებულია შემდეგი თანმიმდევრობ: - „ანბანი და გამოთქმა“, „გაცნობა“, „პირველი გასაუბრება“, „სიტყვები, რომლებიც ყველაე ხშირად გამოიყენება“,„მისალმება და დამშვიდობება“, „დაპირება“, „შეთანხმება, ან და უარყოფა“, „კმაყოფილება და უკმაყოფილება“, „თხოვნა და მადლობა“, „მობოდიშება“, „დაღამება“, „გზად“, „ვაგზალზე“, „ბავშვებთან ერთად სეირნობა“, „რესტორანში“, „ვაჭრობა“, „სპორტი და გართობა“, „დასვენება“, „ბანკი და დაწესებულება“, „დრო“ და „სათვალავი“.
ლექსიკონი შეადგინა გერმანული ენის სპეციალისტმა ვუსალ აბასზადემ. გერმანული ენის რედაქტორია ვილაეთ ჰაჯიევი, აზერბაიჯანული ენის რედაქტორი კი შაფიგა გულიევაა.
აღსანიშნავია, რომ ლექსიკონი განკუთვნილია მათთვის, ვინც მიემგზავრება საქმიან და ტურისტული ვიზით გერმანულენოვან ქვეყნებში, ასევე მათთვის, ვისაც გერმანულ ენაზე ზეპირი კომუნიკაციის დაუფლება სურს.
წიგნი უახლოეს დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ ქვემოთ ჩამოთვლილ მაღაზიებში:
“Libraff”-ი
“Kitabevim.az”-ი
“Akademkitab”-ი
წიგნის სახლი “Akademiya”
“Baku Book Centre”-ი
წიგნის სახლი “Çıraq”-ი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს წიგნის სახლი
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური
და სხვა ...
-
გამარჯვებულებს სერთიფიკატები გადაეცათ
ენისადა მთარგმნელობითი საქმიანობის დახვეწისა და ამ სფეროში მოღვაწე დაოსტატებული სპეციალისტების გამოვლენის მიზნით აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში გამართული შერჩევითი ტურები დასრულდა. მთარგმნელები, რომლებმაც ტურების დროს წარმატებას მიაღწიეს, დაჯილდოებულ იქნნენ ცენტრის სერთიფიკატებით.
-
აკაკი წერეთელის წიგნი პირველად აზერბაიჯანულ ენაზე
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ საქართველოს მწერალთა სახლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოსცა ქართული ლიტერატურის კლასიკოსის აკაკი წერეთელის წიგნი სახელწოდებით "ჩემი სიმღერა", რომელშიც თავმოყრილია პოეტის რჩეული პოეტური ნიმუშები - ლექსები და პოემები.
-
სადაი ბუდაგლის მოთხრობა ისრაელის ლიტერატურულ ჟურნალში
ისრაელის ლიტერატურულ ჟურნალმა „Artikl“-იმ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო სამყაროში“ ფარგლებში გამოაქვეყნა ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის სადაი ბუდაგლის რუსულად თარგმნილი მოთხრობა „გვალვა“.