ტობიას ლორენცონი.: „შვედურ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობის გაფართოება ერთობ საჭირო და ისტორიული საკითხია“
სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მოწვევით ორგანიზაციას ეწვია შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ტობიას ლორენცონი.
შეხვედრაზე ისაუბრეს ცენტრის მიერ აზერბაიჯანში შვედური ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული მთარგმნელობითი და საგამომცემლო პროექტებისა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით გატარებული სამუშაოს შესახებ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა აზერბაიჯანში შვედური ლიტერატურისადმი არსებულ ინტესესსა და სიყვარულს, ასევე აღინიშნა, რომ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ითარგმნა და ჟურნალ „ხაზარის“ მეშვეობით აზერბაიჯანელ მკითხველს წარედგინა ისეთი მსოფლიო დონის პოეტებისა და მწერლების ლიტერატურული მემკვიდრეობა, როგორებიც არიან ავგუსტ სტრინბერგი, სამიელ ლაგერლოფი, პიერ ლაგერკვისტი, ეივინდ იონსონი და თომას ტრანსტრომერი. ხაზი გაესვა, იმას, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც შვედური ლიტერატურის აზერბაიჯანში უფრო მეტად გაცნობას, ასევე აზერბაიჯანული ლიტერატურული ნიმუშების შვედეთში პოპულარიზაციას. საუბრისას ელჩმა ხაზი გაუსვა იმ აზრს, რომ „შვედურ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობის გაფართოება ერთობ საჭირო და ისტორიული საკითხია“ და ცენტრს წარუდგინა წიგნი „ძმები ნობელები“, რომელიც მოგვითხრობს ცნობილი ძმების ნობელების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, რომლებმაც უზარმაზარ ინდუსტრიულ იმპერიას საფუძველი ბაქოში, აზერბაიჯანული ნავთობის მეშვეობით მოპოვებული სახსრებით დაუდეს. ცენტრმა კი თავის მხრივ სტუმრებს წარუდგინა მის მიერ ამ დღეებში აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული „შვედური პროზის ანთოლოგია“.
Qalereya
და სხვა ...
-
სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში შედგა შეხვედრა ვენესუელ პოეტთან
შედგა შეხვედრა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და აზერბაიჯანში ვენესუელა ბოლივარიის რესპუბლიკის საელჩოს
-
ვენესუელელი პოეტის წიგნის წარდგინება ბაქოს X საეართაშორისო წიგნის გამოფენაზე
სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და აზერბაიჯანში ვენესუელა ბოლივარიის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში