ჰეიდარ ალიევის ბრძნული გამონათქვამები გერმანულ პორტალში

გერმანიის კულტურის პორტალმა "Zitate gehrümter Personen"-მა  გამოაქვეყნა მსოფლიო მასშტაბის სახელმწიფო მოღვაწის ჰეიდარ ალიევის ბრძნული გამონათქვამები. პუბლიკაცია ეძღვნება აზერბაიჯანში გამოცხადებულ "ჰეიდარ ალიევის წელს"

გამონათქვამები, რომელთაც თან ერთვის ინფორმაცია ჰეიდარ ალიევის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, გერმანულ ენაზე თარგმნეს გერმანელმა ლიტერატურათმცოდნემ მარტინ სვობოდამ და სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გერმანული ენის სპეციალისტმა მარიამ სამადოვამ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი „Zitate gehrümter Personen“, რომელსაც გერმანულენოვან ქვეყნებში ფართო მკითხველთა აუდიტორია ჰყავს, რეგულარულად აქვეყნებს  მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსების, ფილოსოფოსების, მწერლებისა და პოეტების შესახებ ინფორმაციასა და მათ აფორიზმებს.

 

ჰეიდარ ალიევი

დაბადების თარიღი: 1923 წლის 10 მაისი

 

გარდაცვალების თარიღი: 2003 წლის 12 დეკემბერი

 

ჰეიდარ ალირზა ოღლ ალიევი მრავალი წლის განმავლობაში იყო აზერბაიჯანის სსრ-ის, შემდეგ კი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე.

1969-1982 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად. 1982 წელს არჩეულ იქნა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრად და ამავედროს ეკავა სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილის თანამდებობა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1993-2003 წლებში იყო აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკის პრეზიდენტი.

 

    

ჰეიდარ ალიევი:

 

ნამდვილ სულიერებას მილიონად, ან თუნდაც მილიარდად ვერ იყიდი. ამიტომაც ადამიანები, რომელთაც მილიონობი და მილიარდები გააჩნიათ, მაგრამ სულიერებას მოკლებულნი არიან, საზოგადოებაში არაფერს წარმოადგენენ“.

 

***

 

მოვლენის თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მისი შედეგების აღმოფხვრა მას შემდეგ, რაც იგი მოხდება“.

 

***

 

თითოეულმა ადამიანმა ცხოვრებაში თავისი ადგილი უნდა იპოვოს. მაგრამ, ადგილი რომელსაც ის იპოვის,  ნამდვილად მისი ადგილი უნდა იყოს“.

 

***

 

ცხოვრებაში თვითოეული ადამიანი თავად ირჩევს ღირსებას,  თუ უღირსობას, პირად კეთილდღეობას, თუ საზოგადოებრივ ვალს, სიხარბესა, თუ პატიოსნებას“.

 

***

 

ძნელია დამოუკიდებლობის ოპოვედა, მაგრამ გაცილებით ძნელია მისი შენარჩუნება და სამუდამოდ დამკვიდრება“.

 

***

 

კულტურისა და და მეცნიერების სფეროებში ურთიერთობ უდიდეს გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაზე.

 

***

 

თუ ვინმეს უსამართლოდ მოეპყრნენ, აუცილებელია ეს უსამართლობა სამართლიანობით აღიკვეთოს. მაგრამ უსამართლობის წინააღმდეგ უფრო დიდი დანაშაულის ჩადენა უსამართლობაზე უარესია“.

 

***

 

"გამოჩენილი პიროვნებები მსოფლიოს წინაშე წარმოაჩენენ თავიანთი ხალხის ინტელექტს, მეცნიერებას, კულტურას და სულიერებას."

 

***

 

ინტელექტუალობა მასობრივი ვერ იქნება. მეცნიერი, პოეტი, კომპოზიტორი, არტისტი, მწერალი, მხატვარიესენი თანდაყოლილი იშვიათი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან“.

 

***

 

ხალხისა და სამშობლოს ბედი თვითეოეული ადამიანის ბედი უნდა იყოს!

 

 

***

 

საზოგადოების მომავალი პროგრესი ბევრ რამეში  დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ამჟამად რას და როგორ ვასწავლით ახალგაზრდობას“.

 

 

 

https://beruhmte-zitate.de/autoren/heydr-liyev/

 

 

 

და სხვა ...

  • თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“

    თბილისში გაიმართა პრეზენტაცია  "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნის "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს  რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობ. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, სახალხო მწერალ აფაგ ესუდს:

     

  • გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“

     

    საქართველოს ინტელიგენციისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“, რომელიც ეძღვნება მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს.