აზერბაიჯანულად გამოიცა ანდრე მორუას „რჩეული ნაწარმოებები“
სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ახალი პროექტის ფარგლებში, რომელც ითვალისწინებს „მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტების“ 150 ტომეულის სერიულ გამოცემას, გამოვიდა მსოფლიოში აღიარებული ფრანგი მწერლის, ანდრე მორუას ერთ წიგნად დასტამბული „რჩეული ნაწარმოებები“.
წიგნში შესულია რომანი „წერილები უცნობ ქალს“, მოთხრობები - “ქარიშხალი”, “სეზონის ყვავილები”, “ჩემი და და მეუღლე”, “ოქროს მონეტის წყევლა”, “ანდერძი”, “ოთხშაბათის იები”, “ბიოგრაფია”, “როგორ მოდის პოპულარობა” და სხვადასხვა მოაზროვნეებისადმი მიძღვნილი ისეთი ესეები და ლიტერატურული პორტრეტები, როგორებიცაა „ცხოვრების მეცნიერების ოთხი წესი“, „მონტენიდან არაგონამდე“, „მარსელ პრუსტი“ და „ანატოლ ფრანსი“
ნაწარმოებები აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნეს ცნობილმა მხატვრული თარგმანის ოსტატებმა ჰამლეტ გოჯამ, მაჰირ ნ. გარაევმა და ნარიმან აბდულრაჰმანლიმ.
ანდრე მორუა:
"მე ოპტიმისტი ვარ, რადგან მჯერა შესაძლებელია დედამიწაზე რაღაც გავაკეთო - გავაუმჯობესო როგორც ჩემი პირადი ცხოვრება, ასევე კაცობრიობის ყოფა..."
***
„ჩემი ოპტიმიზმი ერთ რამეზეა დაფუძნებული: ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ შეგვიძლია გარკვეულწილად გავლენა მოვახდინოთ მოვლენებზე და მაშინაც კი, თუ ჩვენ არ შეგვიძლია უბედურების დაძლევა, თუ ღირსეულად დავუპირისპირდებით, შეგვიძლია გავიმარჯოთ მასზე..."
***
„პესიმიზმი გადამდებია. თუ ჩემი მეზობელი თვლის, რომ იგი პატიოსანი კაცი არ არის და მეც უნდობლად ვეკიდები მას, გამოდის, რომ ამაში მეც მიმიძღვის ბრალი. ადამიანებს არა შიშის გრძნობა, არამედ ნდობა უნდა ჩაუნერგო, ძველი დროის ბრძენების საიდუმლო სწორედ ამაში მდგომარეობდა..."
***
„როგორ წავიკითხოთ წიგნი? თუ წიგნი დაგვაინტერესებს, პირველად ვკითხულობთ სწრაფად, მაგრამ ხელახლა წაკითხვისას (კარგი წიგნი ბევრჯერ იკითხება), ფანქარი ან კალამი უნდა მოვიმარჯოთ და გამორჩეული ადგილები მოვინიშნოთ. არ არსებობს უკეთესი ჩვევა, ვიდრე ტექსტისადმი ასეთი გულისხმიერი მიდგომა - სხვა ვერაფერი აყალიბებს ასე კარგად ლიტერატურულ გემოვნებას“. „დარწმუნებული უნდა იყო, რომ კარგ ნაწარმოებში არც ერთ წინადადებას არ გამოტოვებ. მკითხველი, რომელიც ბალზაკის ნაწარმოებებში ქუჩების ან სახლების გრძელ აღწერას ტოვებს, არ შეიძლება ჩაითვალოს დახვეწილ მკითხველად...“
***
„პოეზია არის სულის თრთოლვა, რომელიც ჩუმად იხსენებს ყველა მღელვარებას. თუ ახლახან დაკარგეთ შეყვარებული, მაშინვე არ მოიმარჯოთ კალამი. ჭრილობა ახალია და სისხლი სდის; არა მისი გაღიზიანება, არამედ ფრთხილად შეხვევა ეგების....“
***
„რა ბევრია ისეთი ნაწარმოები და წიგნი, რომლებიც გამომცემლობებს თუ ლიტერატურულ გაერთიანებებს შედევრად გამოუცხადებიათ, მაგრამ ექვს თვეში სრულ დავიწყებას მისცემია! ნუ გადავტვირთავთ მეხსიერებას. ცოტა მოვიცადოთ, ყურადღებით დავაკვირდეთ მსოფლიოში მძვინვარე წიგნების სიმრავლეს და შევეცადოთ მათ შორის მეგობარი ავირჩიოთ...“
***
„ქალი შეიძლება იყოს როგორც ნივთი, ასევე პიროვნებაც“.
***
„ქალი პიროვნებაა – თუ იგი ინარჩუნებს დამოუკიდებლობას საყვარელ მამაკაცთან; თუ ის სრულიად თავისუფალია თავის შეხედულებებსა და გეგმებში; თუ ის არის თავისი სხეულის და აზრების ბატონ-პატრონი.“
***
„ქალი ნივთია – თუ ის გარეშემყოფთ უფლებას აძლევს, მოეპყრონ როგორც ნივთს; იგი ულამაზესიც რომ იყოს, ნივთია თუ მოკლებულია პიროვნულ ნებას; თუ მორჩილად ექვემდაბარება პატრონის სურვილებსა და გემრიელი კერძივით მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა მადის დადგომას გრძნობენ...“
წიგნი უახლოეს დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში:
“Libraff”-ი
“Kitabevim.az”-ი
“Akademkitab”-ი
წიგნის სახლი “Akademiya”
“Baku Book Centre”-ი
წიგნის სახლი “BookZone”
წიგნის სახლი “Çıraq”-ი
წიგნის სახლი „Çinari”
პრეზიდენტის აპარატის წიგნის სახლი
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური
და სხვა ...
-
სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში შედგა შეხვედრა ვენესუელ პოეტთან
შედგა შეხვედრა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და აზერბაიჯანში ვენესუელა ბოლივარიის რესპუბლიკის საელჩოს
-
ვენესუელელი პოეტის წიგნის წარდგინება ბაქოს X საეართაშორისო წიგნის გამოფენაზე
სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და აზერბაიჯანში ვენესუელა ბოლივარიის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში