ვაგიფ ასლანის ლექსები ავსტრიის პორტალში

ავსტრიის პოპულარულმა ლიტერატურულმაპორტალმა “Gedichtesammlung.net“ სახელმწოფო მთარგმნელობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის ვაგიფ ასლანის გეგმანულად თარგმნილი ლექსებისა „ისე ვარ“ და „ადამიანი“.
ლექსების გერმანული თარგმანის ავტორებია გერმანელი ფილოლოგი კერსტინ კრაპსია და ცენტრის სპეციალისტი გერმანულ ენაში ენაში მარიამ სამადოვა.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი “Gedichtesammlung.net”, რომელსაც ფართო მკითხველთა აუდიტორია გააჩნია, სისტემატურად აშუქებს თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებს.
ვაგიფ ასლანი
· ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტი და მთარგმნელი;
· დაიბადა 1950 წელს შექის რაიონის სოფელ ქიშში;
· 1968-1973 წლებში სწავლობდა აზერბაიჯანის უცხო ენების ინსტიტუტის ფრანგული და აზერბაიჯანული ენების ფაკულტეტზე:
· მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა შექის გაზეთ „იფექჩიში“ 1967 წელს;
· ავტორია რიგი წიგნებისა, მათშორის „საუბარი სულებთან“, „ჩემი სისხლით შეფერილი ყვავილი“, „აიდინი“, „მოკითხვა ოღუზთა მიწას“ და „ყველაფერი თავის დროზე“.
· ორიგინალიდან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი აქვს ცნობილი ფრანგი მწერლების პოლ ვერლენის, ეჟენ დაბის, ერვე ბაზენის, ჟან ბატისტ შარდენისა და ჟერმენ გიომის ნაწარმოებები.
https://www.gedichtesammlung.net/Gedichte-Traeume/VAGIF-ASLAN/ | ![]() |
და სხვა ...
-
გამარჯვებულებს სერთიფიკატები გადაეცათ
ენისადა მთარგმნელობითი საქმიანობის დახვეწისა და ამ სფეროში მოღვაწე დაოსტატებული სპეციალისტების გამოვლენის მიზნით აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში გამართული შერჩევითი ტურები დასრულდა. მთარგმნელები, რომლებმაც ტურების დროს წარმატებას მიაღწიეს, დაჯილდოებულ იქნნენ ცენტრის სერთიფიკატებით.
-
აკაკი წერეთელის წიგნი პირველად აზერბაიჯანულ ენაზე
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ საქართველოს მწერალთა სახლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოსცა ქართული ლიტერატურის კლასიკოსის აკაკი წერეთელის წიგნი სახელწოდებით "ჩემი სიმღერა", რომელშიც თავმოყრილია პოეტის რჩეული პოეტური ნიმუშები - ლექსები და პოემები.
-
სადაი ბუდაგლის მოთხრობა ისრაელის ლიტერატურულ ჟურნალში
ისრაელის ლიტერატურულ ჟურნალმა „Artikl“-იმ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო სამყაროში“ ფარგლებში გამოაქვეყნა ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის სადაი ბუდაგლის რუსულად თარგმნილი მოთხრობა „გვალვა“.