ორხან ფიქრეთოღლუს შემოქმედება ესპანეთისლიტერატურულ პორტალში
ესპანეთის პოპულაულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Alquibla”-ამ სახელმწიფო მთარგმნელლობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ორხან ფიქრეთოღლუს ესპანურად თარგმნილი მოთხრობისა „უკანასკნელი ჯიგიტის ზღაპარი“.
მოთხრობა, რომლებსაც თან ერთვის ინფორმაცია მწერლის შემოქმედების შესახებ, ესპანურ ენაზე თარგმნეს ესპანელმა ფილოლოგებმა ფრანცისკო კაპილა მარტინმა და ესპანური ენის სპეციალისტებმა თურუხანუმ უნუსოვამ.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი “ Alquibla ” , რომელსაც ფართო მკითხველთა აუდიტორია გააჩნია, სისტემატურად ბეჭდავს მსოფლიოში სახელმოხვეჭილ ისეთ მწერლებსა და პოეტებს, როგორებიც არიან ფიოდორ დოსტოევსკი, ხუან გილ ალბერტი, გუსტავო ადოლფო, ბეკერი, ჯეინ ოსტინი, ვირჯინია ვულფი, ჟან პოლ სარტრი, ემილ ზოლა და როკე დალტონ გარსია.
ორხან ფიქრეთოღლუ
(1966)
· მწერალი, ჟურნალისტი, კინემატოგრაფისტი;
· დაამთავრა მოსკოვის მ.გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი;
· სხვადასხვა დროს იყო ჯ.ჯაბარლის სახელობის „აზერბაიჯანფილმის“ მთავარი რედაქტორი, სახელმწიფოთაშორისი ტელეკომპანია MIR-ის დირექტორის მოადგილე, სატირული კინოჟურნალის „მოზალანის“ დირექტორი. ამჟამად არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მრჩეველი;
· ავტორია ისეთი პროზაული წიგნებისა, როგორიცაა „გრძელი ზღაპარი სამყაროზე“, „დილა“, „მესამე დღის კაცი“, „ეული“ და „მკვდარი ტექსტი“;
· მისი ნაწარმოებები თარგმნილია არაერთ უცხო ენაზე;
· დაიდგა მისი პიესები „თასი“, „ნავის სიკვდილი“, „სუფიქსი და სუფიქსი“;
· მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია მხატვრული და დოკუმენტური ფილმები სახელწოდებით "იმედი", "მემარცხენე", "ხმა", "ადამიანი თეთრ ტილოში", "ქალის ციხე", "ტერიტორია", "ტყუილი", "პეპელა" და „ვალი“;
· არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე;
· მისმა რომანმა „შვიდი“ გერმანიაში სპეციალური პრიზი დაიმსახურა;
· ფილმმა კი „ხალიჩის სიმღერა“ იალტის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო.
https://www.alquiblaweb.com/2023/11/20/el-cuento-del-ultimo-heroe-de-orkhan-fikratoghlu/ |
და სხვა ...
-
ელჩი კრისტოფერ ბეროტერანი: „ვეცდებით ვენესუელას გავაცნოთ მდიდარი აზერბაიჯანული ლიტერატურა “.
ვენესუელას ბოლივარიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში კრისტოფერ ალბერტო
-
გამოიცა „ესპანური ხალხური ზღაპრები“ მოსწავლეთათვის
აზსმც-ის მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა „ესპანური ხალხური ზღაპრები“ მაღალი დონის
-
სახელმწოფო მთარგმნელობითი ცენტრი აგრძელებს შერჩევით ტურებს
სახელმწოფო მთარგმნელობითი ცენტრი აგრძელებს შერჩევით ტურებს