თურქულ ჟურნალში დიდი წერილი დაიბეჭდა შუშელი პოეტების შესახებ

თურქეთის ჟურნალ „ენა და ლიტერატურის“ 163-ე ნომერში დაიბეჭდა ვრცელი წერილი სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ „შუშას წლის“ ჩარჩოებში გამოცემული წიგნის შესახებ. წიგნს, რომელიც ეძღვნება ყარაბაღში დაბადებული და გაზრდილი გამოჩენილი ყარაბაღელი პოეტების - ხან გიზი ნათავანის, ფატიმა ხან ქემინას და აშუგ ფერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, „ყარაბაღელი სამი დიდებული პოეტი“, ეწოდება.
აღნიშნული წერილის ავტორია ცნობილი თურქი მეცნიერი, პროფესორი მურად ერთაში.
უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი მოგვითხრობს XIX საუკუნის შუშას ლიტერატურულ ცხოვრებასა და ამ კულტურულ გარემოში აღზრდილი პოეტების შესახებ; პოეტებისა, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს კლასიკურ აზერბაიჯანულ ლიტერატურაში. წიგნის ავტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ვილაიათ გულიოევი, რედექტორი კი ირადე მუსალია.
Türkiyə dərgisində Şuşa şairləri haqqında
|
და სხვა ...
-
ჰეიდარ ალიევის შესახებ წიგნი ესპანეთის ბიბლიოთეკებში
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ მადრიდში გამოცემული წიგნი "Vida de personas notables – Heydar Aliyev" (გამოჩანილი პიროვნებების ცხოვრება - ჰეიდარ ალიევი) განთავსებულია ესპანეთის შემდეგ ცენტრალურ ბიბლიოთეკებსა და უნივერსიტეტებში.
-
რაბიგა ნაზიმგიზის ლექსები ესპანეთის ლიტერატურულ პორტალში
ესპანეთის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Trabalibros” -მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის რაბიგა ნაზიმგიზის ესპანურად თარგმნილი ორი ლექსი - „აღელვებული ლექსი“ და „სურთი გამომიგზავნე“.
-
ფუნქციონირება დაიწყო აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის სააგენტოს საიტმა
ფუნქციონირება დაიწყო ასმც- ს სააგენტოს საიტმა adtm.az, რომელიც შეიქმნა ქვეყნის მასშტაბით მთარგმნელობითი სამუშაოების სათანადო ორგანიზებისა და მთარგმნელობითი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.