ისა ისმაილზადეს ლექსები საქართველოს ლიტერატურულ პორტალში

ისა ისმაილზადეს ლექსები საქართველოს ლიტერატურულ პორტალში

საქართველოს პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა "ახალმა საუნჯემსახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო სამყაროში პროექტის ფარგლებში  გამოქვეყნა ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის ისა ისმაილზადეს ქართულად თარგმნილი ლექსები  „ჰო მე ვარ ძველი თერმოსის შუშა“, „თუ ამერევა დღე-ღამე მეტად“ და „ერთიც ვნახოთ“პუბლიკაციას თან ერთვის ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ.

ლექსების ქართულ ენაზე თარგმანის ავტორია ცნობილი მწერალი და მთარგმნელი იმირ მამედლი.

უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს, სისტემატიურად აქვეყნებს მსოფლიო ლიტერატურის ისეთ გამოჩენილ მწერლებსა და პოეტებს, როგორებიც არიან ჩარლზ დიკენსი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, ველიმირ ხლებნიკოვი, ჰაროლდ პინტერი, როლან ბარტი, ოლგა ტოკარჩუკი, იტალო კალვინო და სხვები.

 

ისა ისმაილზადე

(1941–1997)

-პოეტი, მთარგმნელი;

-სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟჯურნალ „ულდუზის“ (ვარსკვლავი) განყოფილების გამგედ და ჟურნალ „აზერბაიჯანის“ მთავარი რედაქტორის მოადგილედ;

-ავტორია ათობით პოეტური კრებულისა; მათშორის შეგვიძლია დავასახელოთ "ვარსკვლავების დაბადების დღე", "ნათელი ფურცლები", "მიწის სიმღერა", "ჩემი ცხოვრების მატარებელი", "გამარჯობა, დედამიწავ", "საუბარი დედასთან", "ქარი საქანელაში“ და „სიცოცხლის ტოლი ღამე“ .

 

 

https://newsaunje.ge/index.php?do=full&id=519

 

 

 

 

 

 

და სხვა ...

  • თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“

    თბილისში გაიმართა პრეზენტაცია  "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნის "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს  რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობ. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, სახალხო მწერალ აფაგ ესუდს:

     

  • გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“

     

    საქართველოს ინტელიგენციისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“, რომელიც ეძღვნება მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს.

     

  • რუსული ლიტერატურის დაბრუნება აზერბაიჯანში რუსული ლიტერატურის დაბრუნება აზერბაიჯანში

    შედგა პრეზენტაცია წიგნებისა „პატარა გმირი“ (ფ.დოსტოევსკი) და „ჩევენგური“ (ა.პლატონოვი), რომლებიც გამოიცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და რუსეთის მთარგმნელობით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში...