"შუშას წლისადმი" მიძღვნილი ღირსსახსოვარი - გამოიცა წიგნი-ალბომი "შუშა, ყარაბაღის თვალმარგალიტი".

"შუშას წლისადმი" მიძღვნილი ღირსსახსოვარი -  გამოიცა წიგნი-ალბომი "შუშა, ყარაბაღის თვალმარგალიტი".

სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გამოსცა ქვეყანაში გამოცხადებულ შუშას ლისადმი მიძღვნილი წიგნი-ალბომი შუშა, ყარაბაღის თვალმარგალიტი, რომელიც ასახავს აზერბაიჯანის კულტურის უძველესი აკვნის ქალაქ შუშას ისტორიას. შეგახსენებთ, რომ შუშას,  როგორც ყარაბაღის ხალხის ციხესიმაგრესა და დედაქალაქს, საფუძველი 1752 წელს  ჩაეყარა.

წიგნი-ალბომი, რომელიც ასახავს ქალაქის უძველესი კულტურის, რელიგიური ტაძრების, არქიტექტურული ძეგლებისა და ამ კუთხეში დაბადებული   მსოფლიო კულტურის ისტორიაში გამორჩეულ აზერბაიჯანელ გენიოსთა ცხოვრებას და შემოქმედებას, დაყოფილია თავებად - "შუშა - ყარაბაღის სახანოს დედაქალაქი", "შუშას აღმშენებლობა", "ქალაქ შუშას გერბი და გერბზე გამოსახული ყარაბაღის იშვიათი ცხენები", "შუშას ბუნება, ლანდშაფტი და ჰავა", "შუშას მოსახლეობა და უბნები", "შუშას რელიგიური ძეგლები" , "შუშა - ხელოსნობის კერა და სავაჭრო ცენტრი", "შუშა - განათლების, კულტურისა და ხელოვნების ტაძარი", "ჰეიდარ ალიევი და შუშა“, "სომეხ უზურპატორთა შუშასთან დაკავშირებული ოცნებები" და "შუშავ, ჩვენ დავბრუნდით!" უნდა აღინიშნოს, რომ სამომავლოდ მისი ინგლისურ, თურქულ, რუსულ, არაბულ და სხვა ენებზე რიგ უცხო ქვეყნებში გამოიცემაც იგეგმება.

გამოცემის პროექტის ხელმძღვანელია სახალხო მწერალი აფა სუდი, საარქივო მასალების საკითხში პასუხისმგებელი მდივანი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ისტორიის დარგში ჰაჯი ნარიმანოღლუ, რედაქტორი კი ირადე მუსალი.

 

და სხვა ...

  • იუსიფ სამედოღლის შემოქმედება გერმანულ პორტალში იუსიფ სამედოღლის შემოქმედება გერმანულ პორტალში

    გერმანიის პოპულაულმა ლიტერატურულმა პორტალმა SchreiberNetzwerkმა სახელმწიფო მთარგმნელლობითი ცენტრის აზერბაიჯანული ლიტერატურა ვირტუალურ სამყაროში პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო  მწერლის იუსიფ  სამედოღლუს გერმანულად თარგმნილი მოთხრობისა ცივი ქვა“.

     

     

  • ორხან ფიქრეთოღლუს შემოქმედება ესპანეთისლიტერატურულ პორტალში ორხან ფიქრეთოღლუს შემოქმედება ესპანეთისლიტერატურულ პორტალში

    ესპანეთის პოპულაულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Alquibla”-ამ სახელმწიფო მთარგმნელლობითი ცენტრის აზერბაიჯანული ლიტერატურა ვირტუალურ სამყაროში პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ორხან ფიქრეთოღლუს ესპანურად თარგმნილი მოთხრობისა უკანასკნელი ჯიგიტის ზღაპარი“.

     

  • თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“

    თბილისში გაიმართა პრეზენტაცია  "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნის "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს  რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობ. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, სახალხო მწერალ აფაგ ესუდს: