გამოიცა ესპანურ-აზერბაიჯანული სასაუბრო

სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა შევსებული ფორმატით გამოსცა „ესპანურ-აზერბაიჯანული სასაუბრო“ რომელიც სასარგებლო იქნება ენის, თარგმანის, საერთაშორისო კომუნიკაციის დამყარების კუთხით.
წიგნში წარმოდგენილი სიტყვები და ფრაზები დალაგებულია შემდეგი თანმიმდევრობით: - „პირველი საუბარი“, „ემოციების გამოხატვა“, „მოგზაურობა“, „საყოფაცხოვრებო მომსახურება“, „არენდა“, „ავტომობილი“, „ოჯახი“, „დიპლომატიური კორპუსი“, „დამწყები ბიზმესმენებისათვის „ტურიზმის სერვისი“, „ქალაქში“, „რესტორანი“, „ბანკში“, „ვაჭრობა“, „ფოსტა, ტელეფონი“, „ჯანმრთელობა“, „სხვადასხვა მომსახურება“, „სპორტი და გართობა“. ", "პოლიციის განყოფილებაში", " „თავები, რიცხვები, თარიღი“, „დრო და ამინდი“, „საერთო სიტყვები და ფრაზები“, „ფერები“, „სამეცნიერო დაფა და დამწერლობა“, „დღესასწაულები“, „ხსოვნის დღე“, „გლოვის დღე“ და „გენოციდის დღეები“.
ლექსიკონი შეადგინა ესპანური ენის სპეციალისტმა აისელ ალიევამ. ესპანური ენის რედაქტორია სალვადორელი ენათმეცნიერი პროფესორი სეზარ ედგარდო მარტინეს ფლორესი, აზერბაიჯანული ენის რედაქტორები არიან აზერბაიჯანული ენის სპეციალისტები ბაჰლულ აბასოვი და შაფიგა შაფა.
უნდა აღინიშნოს, რომ სასაუბრო განკუთვნილია ესპანეთიდან და ესპანურენოვანი ქვეყნებიდან საქმიანი და ტურისტული ვიზიტით აზერბაიჯანში ჩასულთათვის და ასევე ზეპირ კომუნიკაციის დროს ესპანური ენის გამოყენებისთვის.
წიგნი დაიბეჭდა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის სტამბაში.
წიგნი უახლოეს დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ ქვემოთ ჩამოთვლილ მაღაზიებში:
“Libraff”-ი
“Kitabevim.az”-ი
“Akademkitab”-ი
წიგნის სახლი “Akademiya”
“Baku Book Centre”-ი
წიგნის სახლი “Çıraq”-ი
პრეზიდენტის აპარატის წიგნის სახლი
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური
და სხვა ...
-
ვიქტორია რომერო: „ცენტრსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების საელჩოებს შორის ერთობლივი პროექტები უნდა გაგრძელდეს“.
26 სექტემბერს სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვია მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ქალბატონი ვიქტორია რომერო. შეხვედრაზე ისაუბრეს ცენტრის მიერ აზერბაიჯანში ლათინური ამერიკის ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული მთარგმნელობითი და საგამომცემლო პროექტების, საერთაშორისო ლიტერატურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით გატარებული სამუშაოების შესახებ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა აზერბაიჯანში ლათინური ამერიკის ლიტერატურისადმი არსებულ ინტესეს
-
გამარჯვებულებს სერთიფიკატები გადაეცათ
ენისადა მთარგმნელობითი საქმიანობის დახვეწისა და ამ სფეროში მოღვაწე დაოსტატებული სპეციალისტების გამოვლენის მიზნით აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში გამართული შერჩევითი ტურები დასრულდა. მთარგმნელები, რომლებმაც ტურების დროს წარმატებას მიაღწიეს, დაჯილდოებულ იქნნენ ცენტრის სერთიფიკატებით.
-
აკაკი წერეთელის წიგნი პირველად აზერბაიჯანულ ენაზე
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ საქართველოს მწერალთა სახლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოსცა ქართული ლიტერატურის კლასიკოსის აკაკი წერეთელის წიგნი სახელწოდებით "ჩემი სიმღერა", რომელშიც თავმოყრილია პოეტის რჩეული პოეტური ნიმუშები - ლექსები და პოემები.