გამოიცა ნიგარ ჰასანზადეს „რჩეული ლექსების“ კრებული

გამოიცა ნიგარ ჰასანზადეს „რჩეული ლექსების“ კრებული

სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გამოსცა ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის ნიგარ ჰასანზადეს „რჩეული ლექსების“ კრებული. ლექსები, რომლებიც სახალხო პოეტის რამიზ როვშანის წინასიტყვაობით („საკითხავი და მოსასმენი ლექსები“) დაისტამბა, აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა ცნობილმა პოეტმა სალამ სარვანმა. რედაქტორი კი ცნობილი პოეტი და მთარგმნელი მაჰირ ნ. გარაევია.

        

 

 

 


         „საკითხავი და მოსასმენი ლექსები“


ნიგარ ჰასანზადე, რომლის ლექსებიც არა ერთ ენაზე თარგმნილა, მშობლიურ ენაზე დასტამბულ თავის პირველ წიგნს როგორ ელოდა, ჩემთვის კარგადაა ცნობილი. სიმართლე გითხრათ, მეც მაინტერესებდა, ეს ლექსები როგორ აჟღერდებოდა აზერბაიჯანულ ენაზე.

ხმა და სიტყვა.

დიდი გერმანელი პოეტი ნოვალისი თვლიდა, რომ მისი ლექსები სახვით ხელოვნებასა და მუსიკას შორის გადებული ხიდია. ამ თვალსაზრისით ნიგარის მოულოდნელი მეტაფორებითა და შედარებებით მდიდარი ლექსები რამდენადაც მრავალფეროვანია, იმდენად ჰარმონიულიცაა. ნიგარი ლექსებს არამხოლოდ წერს, არამედ ამავე დროს ხმამაღლა გამოთქვამს. მისი ლექსები არამხოლოდ იკითხება, არამედ ჟღერს კიდეც. თავად ნიგარის აზრი არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსულ პოეზიაში მისთვის სულიერად ყველაზე უფრო ახლოს ცვეტაევა და ახმადულინაა.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი კარგი ქალი პოეტი გვყავს, გამიჭირდება ვთქვა, რომელი მათგანია მისთვის ყველაზე უფრო მშობლიური და სულიერად მონათესავე. თუმცა უყოყმანოდ შემიძლია ვთქვა, რომ ამ ლექსების მთარგმნელი სალამ სარვანი როგორც პოეტი ნიგარისგან ძლიერ განსხვავდება.

თავის სხივებში განიბანება

გული, უეცრად შემკრთალი ღამით.

მე გაგიმხილეთ სულ ყველაფერი

და გასაღები დავკარგე ამით.

 

ამ სტრიქონის ავტორისგან, ანუ ქალბატონი ნიგარისგან განსხვავებით სალამ სარვანს თავის ლექსებში საიდუმლოთა შენახვა და გასაღების პოვნის პროცესის მკითხველისთვის გადაბარება უყვარს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ პოეტთაგან ერთი სიტყვისადმი გულუხვობას, მეორე კი სიძუნწეს იჩენს, ორივე მათგანი სიტყვის ოსტატია.

არსებობს ერთი ასეთი ძველი გამონათქვამი: მთარგმნელი ავტორს ეპაექრება.

პირადად მე როცა ვგრძნობ, რომ ავტორთან წავაგებ, არასოდეს ვთარგმნი. ის ლექსები ძალიანაც რომ მიყვარდეს, თავს ვარიდებ. მერე, როცა იმ ლექსებს სხვა პოეტების თარგმანებში ვკითხულობ, ვრწმუნდები, რომ მართალი ვყოფილვარ.

თომცა ამ წიგნში სალამს ნიგარის მიმართ ეს პრეტენზია არ გააჩნია. მისი მიზანია ამ მეტაფორულ ლექსებში ჩაქსოვილი პოეტური აზრი მაქსიმალური სიზუსტით მიიტანოს აზერბაიჯანელ მკითხველამდე. და ეს ზოგჯერ ლექსის მუსიკალურობისა და რიტმის ხარჯზეც რომ ხდებოდეს, იგი მაინც არ აკლებს მცდელობას.

მიუხედავად ამგვარი უმნიშვნელო ხარვეზებისა და დანაკარგისა, უნდა ითქვას, რომ ეს კრებული ორივე პოეტის - როგორც ავტორის, ასევე მთარგმნელის ლიტერატურულ ცხოვრებაში საგულისხმო ფაქტია. სწორედ ამის გამო ორივე მათგანს შეიძლება მივულოცოთ პოეტური გამარჯვება.

 

რამიზ როვშანი

 

 

წიგნი უახლოეს დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში:

 

“Libraff”-

“Kitabevim.az”-

“Akademkitab”-

წიგნის სახლი “Akademiya”

“Baku Book Centre”

წიგნის სახლი “Çıraq”-ი

პრეზიდენტის აპარატის წიგნის სახლი

აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური

 

 

 

და სხვა ...

  • აზერბაიჯანული პოეზია „მიგელ დე სერვანტესის“ ბიბლიოტეკაში აზერბაიჯანული პოეზია „მიგელ დე სერვანტესის“ ბიბლიოტეკაში

    ესპანეთის მიგელ დე სერვანტესის ვირტუალურმა ბიბლიოთეკიამ „მხატვრილი გამოცემების“ განყოფილებაში განათავსა სახელმწიფო მთარგმნელობითი... 

  • სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში

     

    პოპულარულმა ინგლისურმა და ფინურმა ლიტერატურულმა პორტალებმა My poetic Side-მ " და შესაბამისად "Rakkausrunot"-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტიფარგლებში "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში"  დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო პოეტის სამად ვურნის ინგლისურად თარგმნილი ლექსების "მსოფლიო" და "დაივიწყე".

     

  • ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში

    იტალიის პოპულარულმა  ლიტერატურულმა პორტალმა "Alidicarta.it"-იმ მთარგმნელობითი სახელმწიფო ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" ფარგლებში ტრანსლირება დაიწყო დიდი აზერბაიჯანელი პოეტის, იმადედდინ ნასიმის იტალიურად თარგმნილი ღაზალისა "ვერ დავეტევი".