ზარდუშთ შაფის მოთხრობა ყაზახეთის ლიტერატურულ პორტალში

ყაზახეთის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “adebiportal.kz” იმ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის - „უახსელი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ - პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა უდროოდ გარდაცვლილი ნიჭიერი მწერლის ზარდუშთ შაფის რუსულად თარგმნილი მოთხრობა - „უკანასკნელი ყვავილის მაღაზია“.
ნაწარმოები რუსულად თარგმნა ცენტრის სპეცისლისტმა რუსულ ენაში არზუ რაჯაბოვამ. ტექსტი მხატვრულად დაამუშავა რუსეთის ლიტერატურათმცოდნე მეცნიერმა ანჟელინა ლებედევამ.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი “adebiportal.kz”-ი, რომელსაც მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს, სისტემატურად აშუქებს მსოფლიო ლიტერატურის ისეთ წარმოამადგენლებს, როგორებიც არიან ალექსანდრე ბლოკი, აკუტაგავა რუნესკო, ჯონ აპტაიკი, ლილიან ვოინიჩი, ვირცინია ვულფი, ჰერმან ჰესე და კნუტ ჰამსონი.
https://adebiportal.kz/ru/blogs/view/5819 | ![]() |
ზარდუშთ შაფი
დაიბადა 1986 წელს ;
2005 წლიდან იბეჭდება ადგილობრივ ლიტერატურულ ორგანოებში;
2009 წელს მოიპოვა „წლის საუკეთესო მწერლის“ სახელი;
2011 წელს დაისტამბა მისი მოთხრობების პირველი წიგნი სახელწოდებით „სხვები“
2012 წელს გარდაიცვალა სისხლის გათეთრებით.
და სხვა ...
-
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნისა "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს, სახალხო მწერალ აფაგ მესუდს:
-
გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
საქართველოს ინტელიგენციისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“, რომელიც ეძღვნება მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს.
-
რუსული ლიტერატურის დაბრუნება აზერბაიჯანში
შედგა პრეზენტაცია წიგნებისა „პატარა გმირი“ (ფ.დოსტოევსკი) და „ჩევენგური“ (ა.პლატონოვი), რომლებიც გამოიცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და რუსეთის მთარგმნელობით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში...