გამოვიდა ჟურნალ „ხაზარის (მსოფლიო ლიტერატურა) ახალი ნომერი

 

ხაზარისამ ნომრის შესაბამის რუბრიკებში გელით:


საგანგებო- ანტონ ჩეხოვის მოთხრობა შავი ბერი“;

აზერბაიჯანული ლიტერატურა - ალი ქერუმის ლექსები;

ინტერვიუ - ჯერომ სელინჯერის ინტერვიუ მწერალმა წიგნს თავისი სახელი არ უნდა დაურთოს“;

ესეები და ლიტერატურული პორტრეტები - ანდრე მორუას ესეები  ყოფითი მეცნიერების ოთხი წესი“; მონტენიდან არაგონამდე“; „მარსელ პრუსი“; „ვოლტერიდაანტონ ფრანსი“;

მატიანე- ვილაიეთ გულიევის ისტორიული ნაწარმოები მეცნიერი, რომელმაც უნგრელებს თავიანთი თავი გააცნო“;

ქართული პოეზია - ბესიკ ხარანაულის ლექსები;

ნორვეგიული პროზა - ტარეი ვესოსის მოთხრობა ზამთრის ბოლო დღეები“;

კორიფეები- ფიოდორ დოსტოევსკის რომანი უბედურები(დასასრული);

დუბლინის პრემიის ლაურეატები- კოლნ თოუბის რომანი ბრუკლინი(გაგრძელება);

აფორიზმები მსოფლიოს ცნობილი მწერლების აზრები სამწერლო ხელობის, ნიჭის, ცოდნისა და წიგნის შესახებ.

 

 

ჟურნალი დაიბეჭდა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის სტამბაში.

 

ხაზარის მკითხველებს შეუძლია ჟურნალი ბაქოს შემდეგ ჯიხურებში შეიძინონ:

 

ჯიხური პრესა - მეტრო "მეცნიერებათა აკადემია", ჰუსეინ ჯავიდის პროსპექტი, 19;

ჯიხური პრესა - მეტრო "ნარიმანოვი", აღა ნემაულა . 122;

ჯიხური პრესა - მეტროსადგური "იჩერი რი",  დამოუკიდებლობის ქუჩა;

ჯიხური პრესა - მეტრო "ქოროღლუ";

ჯიხური პრესა - მეტრო "ნიზამი", ალიბეი ჰუსეინზადეს ქუჩა;

ჯიხური პრესა - მეტრო "ჰეზი ასლანოვი", ხუდუ მამადოვი .41;

 

ჟურნალი ასევე ხელმისაწვდომია სხვა მეტრო სადგურების სიახლოვეს მდებარე ჯიხურებში.

 

Jჟურნალის ამ ნომერში გთავაზობთ ახალ რუბრიკას „საგანგებო“, რომელიც ა.ჩეხოვის „შავი ბერით“ იხსნება. პუბლიკაციას თან ერთვის წინასიტყვაობა (ა.მესუდი) „შავი ბერი- საიდუმლო გამოცხადება“.

 

 

შავი ბერი - საიდუმლო გამოცხადება


მაისის დასაწყისში რამიზ როვშანთან მხატვრული სიტყვისა და მისი გავლენის შესახებ საუბრისას ვთქვი, რომ ლიტერატურას, მცირე გამონაკლისის გარდა, აღარ აქვს უწინდელი ძალა და ზემოქმედების უნარი; მსოფლიო ლიტერატურის ისეთი შედევრებიც კი, როგორებიცააომი და მშვიდობა, „ანა კარენინა“, „წითელი და შავი“,  „მადამ ბოვარიდა სხვა, რომლებიც თავის დროზე ძლიერ მოქმედებდნენ ჩვენს სულსა და გულზე და თითქმის ქვეცნობიერში აღწევდნენ, დღეს ისე ძალუმად ვერ მოქმედებენ მკითხველზე. ჩემი თანამოსაუბრე ჯერ არ დამეთანხმა და შეეცადა ჩემს დარწმუნებას, რომარასწორ პოზიციაზევდგავარ და რომ დიდი ლიტერატურის ძალა უცვლელია, მაგრამ როცა არაერთი მაგალითისა და ახსნა-განმარტების შემდეგ დავასაბუთე ჩემი აზრი იმის შესახებ , რომ მსოფლიო ლიტერატურის შედევრად მიჩნეულმა რომანებმაც კი დაკარგეს გავლენა და მნიშვნელობა, როგორც ვადაგასულმა ძველმა ნაწარმოებებმასაბოლოოდ მაინც გაიზიარა ჩემი აზრი და დამეთანხმა. 

ვერ გეტყვით ამის შემგედ რა მოხდა, მაგრამ ორივეს ისეთი შეგრძნება გაგვიჩნდა, თითქოს რაღაც ძვირფასი დაგვივარდა და თვალსა და ხელს შუა დაგვემსხვრა. საკითხს უფრო ფრთხილად მოვეკიდეთ და რაღაცნაირი შიშის განცდით დავიწყეთ ლიტერატორის დღევანდელი მდგომარეობის დაწვრილებით განხილვა. ისე ვიქცეოდით, თითქოს ვცდილობდით გაგვემართლებინა სასიკვდილოგანაჩენი“, რომელიც ვიღაცას, თუ რაღაცას ასე უმოწყალოდ გამოვუტანეთ. თითქოს განვიზრახე, რომ თემა უფრო გამოწვლილვით განვიხილოთ, მოულოდნელად დავძინე, რომ თუმცა ჩეხოვს ამ დრომორჭმულთა სიაში არ შევიყვანდი. რაზეც რამიზი წამიერად შეცბა, რაღაცნაირად დაიძაბა, გამსჭვალავი მზერა მომაპყრო და უცნაური ნერვიული ტონით მომიგო, „ვფიქრობ, ჩეხოვიც ერთ-ერთი მათგანია“. თქვა და გამომწვევად გაჩუმდა... და მე მივხვდი რამიზის ნერვიულობის მიზეზს, იგი ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ მისი რომელიღაც უსაყვარლესი მწერლის უკვდავი ნაწარმოებიც ამდრომორჭმულ ნაწარმოებთასიაში მოხდა.

სიჩუმე ჩამოწვა... ჩვენ ორივენი ვდუმდით... მეხსიერება დავძაბე და გავიხსენე ჩეხოვის რიგი ნაწარმოებები "ალუბლის ბაღი", "სამი და", "თოლია", რომლთაც ოდესღაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე. გონებაში გამიცოცხლდნენ მისი გმირები, რომლებიც ბედნიერებისა და უბედურების მიზეზებს სადღაც ქვეცნობიერში დაეძებენ და მათი მოსაწყენი ცხოვრება  წყალქვეშა სიბნელესა და მდუმარებას რომ წააგავს. გამახსენდა ეს პერსონაჟები და რომანტიული მჭმუნვარებითა და წვრილმანი საკითხებით სავსე მათი მოსაწყენი საუბრები, თუნდაც "მე-6 პალატის" ჭკვიანი შეშლილები, რომელიც ერთხელ წავიკითხე და დიდხანს ვიყავი შოკში. ასე და ამგვარად,  თითქოს ჩეხოვსაც დავემშვიდობე, სინანულით დავნებდი თანამოსაუბრეს და ჩავილაპარაკე: „დიახ...“ „მეც ასე მგონია“...   

ამ საუბრის შემდეგ, მეორე დღეს დილით ჩვეულებისამებრ სასეირნოდ გამოვედი, ყურსასმენები გავიკეთე და გავემზადე "ძმები კარამაზოვების" მე-6 თავის მოსასმენად, რომელიც გუშინ დაუმთავრებლი დამრჩა. ამ დროს ტელეფონის სენსორზე ჩეხოვის სევდიანი სახე დავინახე. იგი თითქოს სიბნელიდან მოტივტივდა. დავიბენი, როცა ტელეფონის ეკრანზე აუდიო ტექსტის შავი შრიფტით დაწერლილი სახელწოდება წავიკითხე: ჩიორნი მონახ(„შავი ბერი“). მღელვარებისგან სუნთქვაშეკრულს გამახსენდა რამიზისა და ჩემი გუშინდელი საუბარი და   ჩვენეული სია ნაწარმოებებისა, რომლებმაც დაკარგეს ზეგავლენის გადამდები ძალა და ჩეხოვით დაგვირგვინებული დისკუსიის სევდიანი დასასრული... მიუხედავად იმისა, რომ მეგონა, ვიცოდი, ვისგან იყო ეს იდუმალი გზავნილი და კარგად ვიცნობდი მის შემოქმედებას, მაგრამ როგორც კი მივხვდი, რომ ეს ნაწარმოები, რომელიც რატომღაც დღემდე არ წამეკითხა, გუშინდელი "სასამართლოს" ბოლოს მიღებული სასტიკი გადაწყვეტილების საპასუხოდ გამომიგზავნეს. როგორც კი ეს გავაცნობიერე, ვიგრძენი, რომ მღელვარებისაგან ყელი გამიშრა, თავბრუ დამესხა და თითქოს მოულოდნელად მიუწვდომელ სიმაღლეზე მოხვედრლის თვალთ დამიბნელდა... ფრთხილად შევეხე ჩეხოვის ფოტოს, რომელიც უცნაური სევდით მომჩერებოდა ტელეფონის ეკრანიდან, გავხსენი ნაწარმოები და მთელი არსებით დავიწყე გენიალური მსახიობის ინოკენტი სმოქტუნოვსკის მიერ შესრულებული ამ უნიკალური შედევრის მოსმენა... 

. მესუდი

 

 

 

 

და სხვა ...

  • აზერბაიჯანული პოეზია „მიგელ დე სერვანტესის“ ბიბლიოტეკაში აზერბაიჯანული პოეზია „მიგელ დე სერვანტესის“ ბიბლიოტეკაში

    ესპანეთის მიგელ დე სერვანტესის ვირტუალურმა ბიბლიოთეკიამ „მხატვრილი გამოცემების“ განყოფილებაში განათავსა სახელმწიფო მთარგმნელობითი... 

  • სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში

     

    პოპულარულმა ინგლისურმა და ფინურმა ლიტერატურულმა პორტალებმა My poetic Side-მ " და შესაბამისად "Rakkausrunot"-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტიფარგლებში "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში"  დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო პოეტის სამად ვურნის ინგლისურად თარგმნილი ლექსების "მსოფლიო" და "დაივიწყე".

     

  • ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში

    იტალიის პოპულარულმა  ლიტერატურულმა პორტალმა "Alidicarta.it"-იმ მთარგმნელობითი სახელმწიფო ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" ფარგლებში ტრანსლირება დაიწყო დიდი აზერბაიჯანელი პოეტის, იმადედდინ ნასიმის იტალიურად თარგმნილი ღაზალისა "ვერ დავეტევი".