ფუნქციონირებას იწყებს ახალი კულტურული პორტალი
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი უახლოეს დღეებში აამოქმედებს ახალ ელექტრონულ კულტურის პორტალს Epilog.az. პორტალი ოპერატიულად გააშუქებს ადგილობრივ და მსოფლიო ლიტერატურულ-კულტურულ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს და ასახავს ქვეყნის შიგნით ენის, ლიტერატურის, თარგმანის, და სხვა სფეროების რეალურ მდგომარეობას. პორტალის Facebook და YouTube– ის გვერდები მოგაწვდით ვიდეო – ინტერვიუებს, მრგვალ მაგიდებს, დებატებსა და დიალოგებს აღნიშნულ თემებზე.
Epilog.az.-ის მთავარი რედაქტორი გახლავთ ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი გან თურალი.