დაჯილდოვდა ორი ცნობილი მთარგმნელი

მიმდინარე წელს დაბადებიდან 70 წელი უსრულდებათ ცნობილ მთარგმნელებს ვილაიათ ჰაჯიევსა და ვაგიფ ასლანს, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ლიტერატურის უნიკალური ნიმუშებისა და სამეცნიერო ნაშრომების ორიგინალიდან თარგმანის საქმეში და სიცოცხლე მიუძღვნეს ეროვნული მკითხველის მსოფლმხედველობის გამდიდრებასა და კითხვის გემოვნების ჩამოყალიბებას. ამ თარიღთან დაკავშირებით დათარგმანის ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ორივე ხელოვანი დაჯილდოვებულ იქნა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ დაწესებული სპეციალური საპატიო სიგელითა და სამკერდე ნიშნით.