31 მარტის გენოციდი ისტორიულ წყაროებში

31 მარტის გენოციდი ისტორიულ წყაროებში

სტეან შაუმიანის მეთაურობით ბაქო საბჭოსა  და პარტია დაშნაკცუთიუნის ხელმძღვანელობით სომხეთის შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ დატრიალებული ხოცვა-ჟლეტის შედეგად 1918 წლის 30 მარტიდან 3 აპრილამდე 15000-ზე მეტი აზერბაიჯანელი დაიღუპა.

“New Republics in the Caucasus”, The New York Times Current History, v. 11 no. 2 (March 1920), p. 492

Michael Smith. “Anatomy of Rumor: Murder Scandal, the Musavat Party and Narrative of the Russian Revolution in Baku, 1917-1920”, Journal of Contemporary History, Vol 36, No. 2, (Apr. 2001), p. 228

         

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველობის პერიოდში, 1919 და 1920 წლებში 31 მარტი ღინიშნებოდა როგორც ეროვნული  გლოვის დღე.

https://mod.gov.az/az/31-mart-azerbaycanlilarin-soyqirimi-gunu-413/

 

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციისთანავე, რუსი ბოლშევიკების ლიდერის, ვლადიმირ ილიჩ ლენინის დავალებით, სტეპან შაუმიანის თავმჯდომარეობით ნავთობით მდიდარ ბაქოს გუბერნიაში შეიქმნა ბაქოს საბჭო. რუსმა ბოლშევიკებმა და სომხურმა დაშნაკებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს თუ არა, განიარაღეს მუსლიმთა მცირერიცხოვანი შეიარაღებული ჯგუფები და დაიწყეს ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება და  ძარცვა-ჟლეტა.

მშვიდობიანი მუსულმანები წინააღმდეგ მიმართული სომეხთა ვანდალიზმი ნაწილობრივ შენელდა მას შემდეგ, რაც თურქეთის 36- პოლკ, არდაჰანისა და კრასნოვოდსკის სამხედრო გემებ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პორტს მიადგნენ.  1918 წლის 13 აპრილს რუსეთის ფედერაციის სახალხო კომისართა საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში ს. შაუმიანმა წერდა: ”30-31 მარტს და 1 აპრილს ბაქოში გაჩაღებულ ბრძოლებში ჩვენს მხარეს იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის წითელი არმია, ჩვენს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო არმია, წითელი ფლოტი და სომხეთის ეროვნული სამხედრო ნაწილები. ჩვენს განკარგულებაში ასევე იყო 3-4 ათასი დაშნაკცუთუნის მებრძოლი”.

Articles and speeches of the Bolshevik Extraordinary Commissar for the Caucasus, 1924, p. 224

 

სამხრეთ აზერბაიჯანის ნაციონალური მოძრაობის მომავალი ლიდერი სეიდ ჯაფარ ფეშავარი, რომელიც იმ დღეებში ბაქოში იმყოფებოდა, თავის სტატიაშიბაქოში პირველი საბჭოთა მთავრობის ბედიწერდა: ”ჩემი თვალით ვიხილე დაშნაკების სისასტიკის, უამრავი უდანაშაულო ადამიანის, განსაკუთრებით ნეიტრალურად განწყობილი ირანელების მკვლელობის და ქარვასლაში მათი ცხედრების დაწვის ფაქტი. ეს იყო უაღრესად ტრაგიკული და ამაზრზენი ქმედება. დაშნაკების მიერ ჩადენილი დანაშაული რომელიც მოკლებული იყო ყოველგვარ საფუძვლის და მხოლოდ სიძულვილისა და მტრობის გამოხატულება გახლდათ, ყველას ზარავდა და სულის შემაძრწუნებლად მოქმედებდა“. http://tarixinstitutu.az/personalities/view/109

 

ასობით მოწმის ჩვენება შეიკრიბა აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო საგამოძიებო კომისიის დოკუმენტებში, სადაც ნათქვამია, რომ ბილებამდე შეიარაღებულმა, კარგად გაწვრთნილმა სომხურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, რომლებიც აღჭურვილები იყვნენ დიდი რაოდენობით ტყვიამფრქვევებით, ამოჟლიტეს მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის მოხუცები, ბავშვები და ქალები. ისინი დაუკითხავად შეიჭრნენ მუსულმანთა სახლებში. ხმლებით აკუწეს და დაასახიჩრეს მშვიდობიანი ბინადრები. ბავშვები ცეცხლმოკიდებულ სახლებში შეყარეს, სამი-ოთხი დღის ჩვილები შუბებზე წამოაცვეს. გარდა იმისა, რომ ამოჟლიტეს მუსლიმანები, სომხებმა გაანადგურეს მათი ქონება და მიითვისეს ძვირფასი ნივთები. მხოლოდ ერთ ჭაბურღილში იპოვნეს 57 მუსლიმი ქალისა და გოგონას ცხედარი. მათ ყურები და ცხვირი დასახჩრებული, მუცელლები კი გამოფატრული ჰქონდათ.

http://www.milliarxiv.gov.az/en/fovqelade-tehqiqat-komissiyasi

 

იმ დღეებში ბაქოს საბჭო სომხურ-დაშნაკურმა და რუსულ-ბოლშევიკურმა სამხედრო ძალებმა გაანადგურეს ქალაქის უძველესი ისტორიული შენობები და არქიტექტურული ძეგლები, დიდი ზიანი მიაყენეს საზოგადოებრივ და კერძო შენობებს. უპირველეს ყოვლისა, ცეცხლი წაუკიდეს გაზეთების "აჩიგ სოზის" და "კასპის" რედაქციებს. დაწვეს ასობით შენობა, მათ შორის თაზაფირისა და შაჰის მეჩეთები, ისმაილიას შენობა, ХIV საუკუნის ქეიგუბადის მეჩეთი შირვანშაჰების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ალექსანდრიის“, „დაღესტნისა“ და „ისლამიას“ სასტუმროები.

 

http://soyqirim.az/link/2812

 

გენოციდმა მოიცვა აზერბაიჯანის სხვა რეგიონები. 18 მარტს ბაქოდან შამახამდე საარტილერიო დანადგარებითა და ტყვიამფრქვევებით შეიარაღებულ 2000 დაშნაკელი მიუსიეს და სრულად გაანადგურეს 15 მუსლიმური სოფელი, შემდეგ ალყა შემოარტყეს ქალაქს და სასტიკად ამოჟლიტეს ათასობით მუსლიმი.  საგანგებო საგამოძიებო კომისიის წევრმა იურისტმა ა.ფ. ნოვადსკიმ მიწასთან გასწორებულ შამახიში ძლივს მოძებნა ორიოდ გადარჩენილი პირი, რომლებიც მოწმის სახით დაკითხა.

http://elibrary.bsu.az/yenii/ebookspdf/Qm3tZMW0.pdf

“Azərbaycan” qəzeti (rus dilində), “Şamaхının son günləri”, 30 mart 1919-cu il

 

ყველა, ვინც შამახის ხოცვა-ჟლეტას ხელმძღვანელობდა, იყო სომეხი. აი ისინიც -- სტეპან ლალაევი (ლალაიანი), გავრილ ყარაოგლანიანი, გულბანდიანი, მიხეილ არზუმანოვი, კარაპეტ ყარამანოვი, შუშინცა აგამალოვა, სამუელ დალიევი, პეტროსიანცი და ადგილობრივი სომხური შეიარაღებული დაჯგუფებები.

Məhərrəm Zülfüqarlı: Şamaxı soyqırımı, 1918, Shamakhı genocıde

         

ადგენილია, რომ გენოციდის დროს 20 000 აზერბაიჯანელი  ბაქოში, 7000 შამახში და 6000 გუბაში ამოჟლიტეს. ვერ მოხერხდა სალიანში, ნავაჰიში, ქორანსა და ურდამირში მოკლულთა რაოდენობის დადგენა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ბოლშევიკებმა, ეროვნული ხელისუფლების დამხობისთანავე შეაჩერეს გამოძიება.

https://az.wikipedia.org/wiki/Mart_soyqırımı

 

აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის 1998 წლის 26 მარტის ბრძანებულების შესაბამისად 31 მარტი აზერბაიჯანელთა გენოციდის დღედ გამოცხადდა.

http://www.e-qanun.az/framework/4684

და სხვა ...

  • „ლეილი და მეჯნუნი“ დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „ლეილი და მეჯნუნი“ დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

     

    დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ( Dnepr Book Space) გაიმართა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯავის კიევში უკრაინულ ენაზე გამოცემული"ლეილი და მაჯნუნიის" პრეზენტაცია.

     

  • „ლეილი და მეჯნუნი“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „ლეილი და მეჯნუნი“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

    კიევის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ("კიევის წიგნის ხელოვნების ფესტივალი") გაიმართა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯავის "ლეილი და მაჯნუნიის" პრეზენტაცია. უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი უკრაინულ ენაზე დაისტამბა ნიზამი განჯავის 880 წლის იუბილესთან დაკავშირებით. პროექტი განხორციელდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის უშუალო მონაწილეობით.