აშუგ ალესკერის შემოქმედება საქართველოს ლიტერატურულ პორტალში

აშუგ ალესკერის შემოქმედება საქართველოს ლიტერატურულ პორტალში

 

     პოპულარულმა ქართულმა ლიტერატურულმა პორტალმა “1 TV. Eleqtroliti ” სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის  - "აზერბაიჯანული ლიტერატურა ვირტუალურ სამყაროშიპროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის შუგ ალესკერის ქართულად თარგმნილი ლექსები. პოეტ დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ პუბლიკაციაში დაბეჭდილია ალესკერის ისეთი ლექსები, როგორებიცაა „წანწკარ წყაროზე ოთხშაბათს დილიდ“, „იცნო“, „არ მეწყინება“, „გიული“, „გამორჩეული“, „გულანდამი“ და „გევედრები, ნუ წახვალ“.

     შესავალი სიტყვისა და თარგმანის ავტორია აზერბაიჯანელი მწერალი და მთარგმნელი იმირ მამედლი

საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის კომპანიის ყოველთვიური ელექტრონული პორტალი ”1​​ტვ.ელექტროლიტი 2017 წლიდან ფუნქციონირებს. პორტალი ძირითადად აქვეყნებს მხატვრულ ლიტერატურას (პროზა, პოეზია, დრამა), ასევე კრიტიკულ და პუბლიცისტურ მასალებსაც უთმობს ადგილს. ქართველი მკითხველი აღნიშნული პორტალის მეშვეობით ეცნობა ისეთი მსოფლიო კორიფეების ნაწარმოებების ელექტრონულ ვერსიას როგორებიცაა ომარ ხაიამი, ჯალალუდინ რუმი, პოლ ვერლაინი, არტურ რემბო, ფილიპ დიკი, თომას ვოლფი, რუდოლფ ლაპერტი, ლეო პერე, ჯონ ჩივერი, ენრაიტი, ჰერტა მუელერი, ჰანს მაგნუს ენსბერგერი, ოლგა ტოკარჩუკი, ჯორჯ ბრაუზენი, ესმე ვარნი , ლუსი ფლეტჩერი, ლორეს ფერლინგეტი, ჟაკ ბრელი, ლევ რუბინშტეინი, ჯონ მაქსველ კუცე, ნორბერტ ჰამელტი, სუზან ზონტაგი, ფრანც ჰოლერი და სხვა.

 

   

    წინასიტყვაობა

 

   აშუგ ალესკერი აზერბაიჯანული პოეზიის მწვერვალთაგანია. მისი სიცოცხლე საუკუნეზე დიდხანს გაგრძელდა და თამამად შეიძლება ითქვას, ეს იყო, როგორც დიდი პოეტის ხანგრძლივი ცხოვრება, ასევე პოეზიის გრძელი დღე. დღე, რომლის განმავლობაშიც არაერთი პოეტური მარგალიტი შეემატა აზერბაიჯანულ ლიტერატურას; დღე, რომელიც სავსე იყო სიხარულითა და ტკივილებით, აღმაფრენითა და მწუხარებით.

   წელს ალესკერს დაბადებიდან 200 წელი უსრულდება და ეს თარიღი აზერბაიჯანში სახელმწიფო დონეზე აღინიშნება.

   აშუგ ალესკერი 1821 წლის 21 მარტს დაიბადა გოქჩის მხარის სოფელ აღქილსაში და ზუსტად 105 წლის შემდეგ გამოესალმა წუთისოფელს ეს დიდი პიროვნება. 105 წელი გასწვდა მრავალ სათქმელსა და საფიქრალს, მრავალ გზასა და ასავალ-დასავალს. პოეტმა ისე იცხოვრა და წუთისოფლის საუკუნოვან გზაზე ისეთი კვალი დატოვა, რომ ისევე როგორც აზერბაიჯანელი ხალხის სიბრძნის სიმბოლოდ ქცეულ სულიერ მამას -- დედე ქურგუდს მასაც დედე ალესკერს უწოდებენ. ეს კი თურქულ სამყაროში უდიდესი პატივია, პიროვნულ პატივმიგებათა შორის.

   ალესკერის ლექსები ძირითადად აზერბაიჯანული კლასიკური სალექსო ფორმებით -- ყოშმებით და ყარაილებითა და დაწერილი. ქართველი მკითხველი ადვილად შეამჩნევს მათ სპეციფიკურ ნიშან-თვისებებს.

   დედე ალესკერი ყველა თავის ლექსს საზის ჰანგებს უფარდებდა და მღეროდა. თანამედროვეთა თქმით, იგი საუკეთესო შემსრულებელი ყოფილა. თავისი მაღალმხატვრული ლექსებითა და განუყრელი საზით მას თითქმის მთელი სამხრეთ კავკასია მოუვლია (თბილისშიც არაერთხელ ყოფილა) და სხვადასხვა  მეჯლისებში თავი გამოუჩენია შედევრებითა და ღრმააზროვანი სიმღერებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვალმარგალიტთა უმრავლესობა ამა-თუ იმ მეჯლისშივე გარკვეულ ჰანგზე დამღერებით ლექსპრომტად იქმნებოდა. ესპანელი და ფრანგი ტრობადურებისა, თუ დღევანდელი ბარდების მსგავსად აშუღებიც თავიანთი ინსტრუმენტის თანხლებით ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ დადიოდნენ და სატრფისა და ლამაზმანებს სიმღერათა ღიღილოებით ამკობდნენ.

   როგორც ჩანს, მას სწორედ შემსრულებლის უბადლო ნიჭის გამო ეწოდა „აშუღი“, თორემ მისი ლექსები ყველაფრით აღემატება აშუღური პოეზიის დონეს და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, აზერბაიჯანული ლტერატურის მარგალიტებს წარმოადგენენ, იმ მარგალიტებს, რომლებუიც ალესკერმა საზის სიმებზე გაწყობილი შესძინა სიტყვაკაზმულ ლიტერატურას. სიტყვამ მოიტანა და აშუღი იგივე ოზანია, რომელიც ქართულ ენაში ოდნავ სახეცვლილი ფორმით -- მგოსანი -- დამკვიდრდა.

   მიუხედავად იმისა, რომ დედე ალესკერი გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ცხოვრობდა, შთამმომავლობას მისი ფოტო სურათი არ შემორჩა. (ის, რაც დღეს მისი სურათ-ხატის მაგივრობას გვიწევს, პოეტის თანამედროვეთა და ახლობლების გადმოცემის მიხედვითაა შექმნილი) თუმცა პოეტის ყველაზე უტყუარი პორტრეტი მისივე ლექსებია. ამ ლექსებში კი აშუღ ალესკერი უაღრესად მომხიბვლელი, ღრმად მოაზროვნე ოზანი, საუკუნოდ შეყვარებული რაინდი და პირმართალი ვაჟკაცია.

   და ეს სულიერი პორტრეტი ქართული სიტყვებით პირველად დაიხატა, ალესკერის ლექსები პირველად წარედგინება ქართველ მკითხველს.

   ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც შევძელი იმ ჯადოსნური ფერებისა და მოციალე შტრიხების გადმოტანა, რომლებიც მხოლოდ ალესკერის პოეტური ავტოპორტრეტისთვისაა დამახასიათებელი.

 

https://1tv.ge/eleqtroliti/

https://1tv.ge/elit/200-weli-dabadebidan/

 

 

 

და სხვა ...

  • „ლეილი და მეჯნუნი“ დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „ლეილი და მეჯნუნი“ დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

     

    დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ( Dnepr Book Space) გაიმართა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯავის კიევში უკრაინულ ენაზე გამოცემული"ლეილი და მაჯნუნიის" პრეზენტაცია.

     

  • „ლეილი და მეჯნუნი“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „ლეილი და მეჯნუნი“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

    კიევის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ("კიევის წიგნის ხელოვნების ფესტივალი") გაიმართა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯავის "ლეილი და მაჯნუნიის" პრეზენტაცია. უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი უკრაინულ ენაზე დაისტამბა ნიზამი განჯავის 880 წლის იუბილესთან დაკავშირებით. პროექტი განხორციელდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის უშუალო მონაწილეობით.