ფრაგმენტები რომანიდან "ზანგაზური"

ფრაგმენტები რომანიდან "ზანგაზური"

ასმც  წარმოგიდგენთ ნაწყვეტებს ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ეიუბ აბასოვის ორტომეული ისტორიული რომანიდანზანგაზური“, რომელშიც ასახულია სომხური შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის უძველეს ზანგაზურის მიწაზე 1918-1920 წლებში  განხორციელებულ  სისხლიან ხოცვა-ჟლეტა. რომანიდან  ნაწყვეტები ითარგმნა ინგლისურ, რუსულ, თურქულ, სპარსულ, არაბულ, ქართულ, ფრანგულ, უკრაინულ, ჩეხურ, ესპანურ და გერმანულ ენებზე და საერთაშორისო ინტერნეტში გამოსაქვეყნებლად გაეგზავნა უცხოურ მედიას.

 

 

 


ეიუბ აბასოვი - მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი, აზერბაიჯანის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

   დაიბადა 1905 წელს აზერბაიჯანის ზანგაზურის რაიონის სოფელ შექში (ახლანდელი სომხეთის სისიანი). 1918 წელს ზანგაზურში გენერალ ანდრანიკ ოზანიას მეთაურობით,  სომეხთა შეიარაღებული დოჯგუფებების მიერ განხორციელებული გენოციდის შედეგად მან ახლობლები დაკარგა. 13 წლის ასაკში ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილ თანასოფლელებთან ერთად ნახჭევანში გადავიდა, სადაც ნათესავებთან ერთად ცხოვრობდა. 1930 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 1934–1937 წლებში სწავლობდა ლენინგრადში (ახლანდელი პეტერბურგი) რედაქტირებისა და თარგმანის კურსებზე.

   მან, 1918-1920 წლებში სომხების მიერ ზანგაზურში ჩადენილ  არადამიანური სისხლიან ხოცვა-ჟლეტ შესახებ  დაწერა ორტომეული ისტორიული რომანიზანგაზური“, რომელიც ოსტატურად ასახავს სისხლისმსმელი სომეხი ჯალათების  სახეებს, როგორებიცაა ანდრანიკი, დრო, ნჟდე,.

    ამ რომანის გამოქვეყნებიდან  სულ მალე, 1957 წლ 18 დეკემბერს, მწერალი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასმც   წარმოგიდგენთ ნაწყვეტებს ისტორიული რომანიდან.


ფრაგმენტები რომანიდან "ზანგაზური"


    იმ ღამეს სოფელ გიზილჯიგში იმდენი  ხალხი იყო,რომ  ამ სოფელს ამ ღამემდე ამდენი ხალხი არ ახსოვდა. სახლები, ქუჩები და კალოები გადაჭედილი იყო. ზაფხულის ამ მშვენიერ ღამეს ,ისინი სოფელში დასასვენებლად   კი არ ჩასულან, არამედ  სიკვდილს გაექცნენ და  გადარჩნენ კიდეც. ეს ხალხი  სხვადასხვა სოფლებიდან - აგუდიდან, ვაგუდიდან ურუდიდან, გარაკილსადან იყვნენ . ეს ის სოფლებია რომლებიც დაანგრიეს და გადაწვეს. ანდრონიკეს თოფსა და ქვემეხს  ყველა გადაურჩა. მაგრამ მათ კვლავ ელოდა უბედურება.. "ვაი, ვაი", "და, ვაი", "მამა, ვაი", "საცოდავი ბიჭ, დარჩი", "ჩემი ქვეყანა, ჩემი სახლი დაწვა", "პური..." ისმოდა ყვირილი , წივილ–კივილი და მოთქმა რომლებიც  გულებს წვავდა  . ამ მხარეში საჭმელად ჭინჭარიც კი აღარ  იყო შემორჩენილი ანდრონიკემ გორუსის მოედანზე შეკრიბა თავისი ჯარი და სომეხი მოსახლეობა და მიულოცაგამარჯვებადა უთხრა: ნახეეთ !  თურქეთში დახოცილი სომხების შური როგორ ვიძიე, როგორ ამოვხოცე ზანგაზურის მუსლიმანი მოსახლეობა . ახლა, დანარჩენ მუსულმანურ სოფლებშიც  ქვას ქვაზე  არ დავტოვებ .

***

„1919 წლის აპრილის ბოლო იყო. მდიდრებისა  და სოფლის ზოგიერთი მოსახლის გამორიცხვით, რომლებმაც მოახერხეს თავიანთი ქონებისა და ფულის ნაწილობრივ მაინც  წაღება, ზანგაზურ ლტოლვილთა საცხოვრებელი პირობები  დღითიდღე უარესდებოდა.. ათასობით ადამიანი სიღარიბეში იყო, არც დასათესი მიწა ჰქონდა  არც საჭმელად პური და არც ჩასაცმელად ტანსაცმელი. მათ ყელს წამოდებული   უბედურების ჯაჭვის გასაწყვეტი გზა და შესაძლებლობა  ვერ გამონახეს. ისინი უძლებდნენ ყველა ტანჯვა და დამცირება, არა იმიტომ რომ კარგად ეცხოვრათ, არამედ იმიტომ რომ  შიმშილით არ მომკვდარიყვნენ. ზანგაზურელი ლტოლვილები  საშინელ , უმწეო ცხოვრებით  ელოდნენ  ბედნიერების მზეს, რომელიც საიდანღაც აუცილებლად ამოვიდოდა.. მიუხედავად იმისა, რომ  მათი კერები ,ადგილ–მამული დამწვარი და განადგურებული იყო, სოფელში, საკუთარ მამულში დაბრუნებაზე მაინც ოცნებობდნენ,რათა  აღედგინათ ძველი  ცხოვრება. მაგრამ შეუძლებელი იყო დაშნაკების მიერ მართულ მიწაზე დაბრუნება.

***

მბობენ, რომ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო„. ცხოვრება და მოთხოვნილება აიძულებდა უბედურ ადამიანებს რაიმეს გაკეთებას. ზოგი მათხოვრობდა, ზოგი სხვის საქონელს მწყემსავდა , ზოგი  ბაღს რწყავდა, ზოგი  მინდორში ტრიალებდა, ზოგი მატყლს წეწდა  ზოგი საიდანღაც ფულს შოულობდა  და  ვაჭროდა, ზოგი კი მათხოვრობდა.

     ლტოლვილთა ნაწილი არ იძვროდა იმ სოფლებიდან, სადაც ჩასახლდნენ , ამბობდნენ ,რომ : „რომც მოვკვდეთ,  ადგილიდან არ დავიძრებითო, “, ზოგი კი, სოფელ–სოფელ  დახეტიალობდა ,რათა შესაფერის სამუშაოშოვა. არ გავიდოდა დღე, რო ამა თუ იმ სოფელში ლტოლვილები ავადმყოფობით ან შიმშილით არ მომკდვრიყვნენ. მამა–პაპეული მიწებიდან აყრილი ათასობით ლტოლვილი, ათი თვის განმავლობაში  ზაფხულში ცხელება და   მუცლის ტიფ ,ზამთარში კი პნევმონი მსხვერპლი ხდებოდა.

***

”… გლეხებო, ღარიბებო! დაშნაკის მთავრობა არის სახელმწიფო მოხელეთა, მემამულეთა და ქონების მფლობელთა  მთავრობა. თქვენი ცხოვრება გაუარესდა მას შემდეგ, რაც დაშნაკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სოფლის მოსახლეობა  შიმშილობდა მათხოვრებად იქცნენ. დაშნაკებს არ სურთ მუსლიმებთან და ქართველებთან ბრძოლის დასრულება, პირიქით, სულ უფრო და უფრო აგრესიულნი ხდედიან. ისინი  გართმევენ  მარცვლეულს ,პირუტყვს და საკუთარ ჯარს აჭმევენ. სახლში თქვენი  ცოლ–შვილი  შიმშილობს. გატყუებენ ველანაირი ცრუ დაპირებებით. ღარიბები იძულებულნი არიან გაყიდონ თავიანთი მიწა, რათა ლუკმა პური იშოვონ და შვილებს ცრემლი შეუშრონ. ცრუ დაპირებებს გაძლევენ. მდიდრები კი ამბობენ: „თქვენთვის მოსაცემი ზედმეტი  მიწა არ მაქვს , თესლივალად აღება ვის გაუგია, წადი და თავს მოუარე “, - ამბობს.

***

სომეხმა ოფიცერმა თქვა:

     - „შენ,გიჟო მუსლიმან, ნუ ტრაბახობ, დარწმუნებით ნუ  ლაპარაკობ! თქვენ სად შეგიძლიათ,რომ   ზანგაზური წაგვართვათ? არ იცით, რომ ამერიკელები და გენერალი დენიკინიც ჩვენს მხარეს არიან! უნდა  იცოდე, რომ ასკერანამდე გაგრეკავთ , ჩვენ ყარაბაღსაც და ნახჭევანსაც წაგართმევთ! ”

***

     გუბადლის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარეს!

     გთავაზობთ, რომ ზანგაზურიდან გაქცეულნი და თქვენს ოლქს  შეფარებული  სომეხი კომუნისტები და პარტიზანები, რაც შეიძლება მალე გამოაგზავნოთ ჩემს.განკარგულებაში   ისინი თუ არ დაბრუნდებიან, მათ სახლებს ცეცხლ წაუკიდებთ  და  ოჯახის წევრებს ბავშვებსაც  მოხუცებსაც ვხვრიტავთ.უკან  დაბრუნებული სომხების გადარჩენას  კი გპირდები. გ..ნიჟდე. 1920 წლის 10 ივნისი.

***

     მათ მიერ ახალი მიწების მიტაცების მიზნით წამოწყებული  ეს ბრძოლა, რომელიც ორ ხალხს შორის ეროვნული მტრობის თესლის გაღვივებასა  და მათი ერთმანეთთან გადაკიდების  მიზნით წამოიწყეს , დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ დიდი ზიანი მიაყენა. ორივე მხრიდან იყო დაღუპულები და დაჭრილები იყვნენ.  სახლები გაძარცვეს, მაგრამ სომხური სოფლები არ დაცლილა,  მოსახლეობას საკუთარი ადგილ –მამული  არ მიუტოვებია “.

***

    ორსართულიანი სახლის წინ მრავალი ადამიანი  იყო. ხალხი დაღვრემილი ელაპარაკებოდა ერთმანეთს და რაღაცას ელოდნენ. დიდი ხნის შემდეგ, აივანზე გამოვიდა 58-60 წლის, საშუალო სიმაღლის, ფართო მხარ–ბეჭის მქონე, ულვაშებიანი, რუსი გენერალის ფორმაში გამოწყობილი  კაცი. როგორც კი ყველამ დაინახა:

    - ანდრონიკე ფაშა! ანდრონიკ ფაშა! –თქვეს და ტაში დაუკრეს.

    ანდრონიკემ ხელი ასწია და ანიშნა დამშვიდებულიყვნენ. ყველა გაჩუმდა  და მას შესცქეროდნენ . ანდრონიკემ თქვა:

    "გახდაგანებო!" (სომხურად  ლტოლვილს ნიშნავს  - ..) თავიანთ ქვეყანას და სოფელს დაშორებულო სომხებო! თქვენი სატკივარი  ვიცი. არც სახლი გაქვ საცხოვრებლად, არც მიწა დასამუშავებლად და  არც საჭმელად პური. თქვენ ისინი არდაჰანში, ყარსში, სარკამიშში მიატოვეთ. აქ  კი არავის ენაღვლებით, არავინ ტირის თქვენზე  და არც არავინ  ზრუნავს. ახლა კი ჩემთან დახმარების  სათხოვნელად  მოხვედით.შევეცდები როგორმე დაგეხმაროთ. თურქეთში, თურქებზე შური თუ ვერ ვიძიე, რომლებმაც ასეთ დღეში ჩაგყარეს  , კავკასიაში, აი აქ ზანგაზურში ვიძიებ მათზე შურს . დაელოდეთ  იმ დღეს! ახლა კი სახლებში წადით !

    „მაშ როდის  ჩვენ ვეღარ ვცხოვრობთ! ” ხმა აიმაღლეს ეზოში მყოფებმა. ანდრონიკემ მათი კითხვებ პასუხი არ გასცა  და  შიგნით შევიდა.

    ხალხმა ერთმანეთს გადახედა.   ნელა და ასევე  ხმამაღლა საუბრობდნენ: „ვისგან  იძიებს შურს ზანგაზურში? არ უთქვამს  ოგორ  დაგვეხმარება.წამო, ძმაო,  ანდრონიკე ფაშასგანაც არაფერი გამოვა...“

    ანდრონიკემ გაიღიმა  და თქვა:

- რომელი ხელისუფლებაა? იკითხა

    - სომხეთის ეროვნული მთავრობა.

    - იქნებ თბილისის მთავრობას გულისხმობთ? ეს მთავრობა კი არა სათამაშოა!

    - ჩემი აზრით, სამხედრო მოხელეები პოლიტიკაში უფრო გახსნილები უნდა იყვნენ. ახლა არ არსებობს თბილისის მთავრობა. კავკასიაში სამი მთავრობაა: მენშევიკური, მუსავათი და სომხური. როგორც სომეხი, თქვენ უნდა დაემორჩილოთ სომხეთის მთავრობას. ჩვენ შევისწავლეთ  ყველაფერი თუ  საან ხართ, რას აკეთებთ და საიდან მოდიხართ. თქვენ და ჩვენ ერთი მიზანი უნდა გვქონდეს. მინდა ვთქვა, რომ თქვენ უნდა შეუერთდეთ სომხურ ეროვნულ არმიას. სომხურ ჯარში ოფიცრად უნდა იმსახურო. თქვენ ...

    ანდრონიკემ  სიტყვა შეაწყვეტინა :

    - რიგითი ოფიცერი არ ვარ, ბატონო, გენერალი გახლავართ!  თქვა მან.

    - საქმე წოდებას  არ ეხება, თქვენ ფაშასაც გეძახიან. არადა, ეს თურქული სამხედრო წოდება  არ გიხდება, რადგან სომეხი ბრძანდებით. ზანგაზურში შეკრებილი ჯარების რეზიდენცია  გორუს იქნება. აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები არ მოხდება. ”

***

    მღვდელმა თქვა:

    - სანამ დავლევ, მინდა ორი სიტყვა ვთქვა, - ყველამ მისკენ გაიხედა. მღვდელმა განაგრძო: - პრისტავ აღამ თქვა, რომ კავკასიელი ხალხების ენებს სწავლობ. ეს კარგია. მაგრამ უკეთესი იქნება ჯერ სომხური ენ სწავლოს. რადგან სომხური ენა და სომხური ისტორია უფრო ძველია.

    - ჩვენც გავარკვევთ, მღვდელო, - თქვა პრისტავმა ღიმილით.

    მესროპმა, რომელმაც სიცილში იდუმალი დაცინვა იგრძნო, ამაყად თქვა:

    - დიახ, დიახ, პრისტავო, მე დავამტკიცებ, რომ სომეხ ერს ძალიან უძველესი ისტორია აქვს.  მე ვამბობ, რომ  სომხურ ენოვანი  სკოლა გაიხსნას“.

***

    მღვდელ მესროპის ეს სიტყვები სომხური ეკლესიის აზრის გამოხატულებაა.ჩემი ერი ყველა ერს აღემატება. არცერთი ერის ისტორია არ არის ისეთი უძველესი, როგორც სომხების. აწევ ნებისმიერ ქვას და  სომხური ისტორია გამოჩნდება იქედან.."

***

    ანდრონიკ პირველს  არ სურდა  ბრძოლაში დაშვებული შეცდომა კვლავ გაემეორებინა  . მეორე თავდასხმისას მას ყველა გასასვლელი უნდა გადაეკეტა  და  ცოცხალი არავინ დაეტოვებინა... არც ერთი მუსულმანური სოფელი  არ უნდა გადარჩეს."

    ნჟდემ თქვა:

    - მღვდელო, ხლავე  თეირანში უნდა წახვიდე.

    - თეირან?

    - დიახ, მღვდელო აღა. ვიცი, რომ ერთგული ადამიანი ხარ, გგზავნი ბრიტანეთის კონსულთან თეირანში. შეხვდით და გაესაუბრეთ მას, როგორც სიუნიკის მთავრობისა და სომეხი ერის წარმომადგენელ. თქვი, რომ სიუნიქის მთავრობა მათ ჰპირდება, რომ ტყეებს, სპილენძის მაღაროებს და ზანგაზურის ყველა მიწისქვეშა რესურსს გადასცემს. გაითვალისწინეთ, რომ ნჟდე  ემორჩილება წითლებს, რადგან ის თქვენზეა დამოკიდებული. მაშ  ბრიტანეთის არმია რატომ არ გადადის მოქმედებაზე ? რატომ გვტოვებს მარტო ბრძოლის ველზე? ბრიტანეთის მთავრობა ; კავკასიის მსგავსი მარგალიტის  ბოლშევიკების ხელში დატოვებას  რატომ უშვებს?  შემდეგ ბრიტანეთის კონსულის მეშვეობით ირანის მთავრობის მეთაურებსაც შეხვდ. მათ, უთხარი რომ თუ ბოლშევიკები კავკასიაში თავიანთ პოზიციებს გააძლიერებენ, ირან მუდამ საფრთხის ქვეშ  იქნება. დაე, ირანის მთავრობა დაგვეხმაროს,როგორც შეუძლია...“

***

 "სულ მალე  ჩვენი ჯარი შეტევაზე გადავა. ჩვენ ავიღებთ საზღვართან ახლოს მყოფ მუსლმანურ სოფლებს.   ჩვენი გეგმაა, რომ  რაც შეიძლება მალე შევიდეთ ყარაბაღში. ვედში და მიმდებარე სოფლებში კარგი ბედი ეწვია მოსახლეობას, ახლა ეს სოფლები ჩვენი სომეხი ძმების ხელშია. ვინც დაიღუპა ხომ კარგი, ვინც არა  და გადარჩენილი მუსლიმები გაიქცნენ ირანში და ნახჩევანში.

 

***

    თოვლიანმა, ნისლიანმა მთებმა და მწვანე მდელოებმა, რომლებმაც სიხალისე დაკარგეს და გაყვითლდნენ, ზანგაზურ ლტოლვილებ დიდხანს ვერ შეაკავეს. თითქოს და დაიღალნე  მათი გოდების მოსმენით ... ტანსაცმლის და  ქვეშაგების  უქონელი  მშიერ ხალხი , გადამფრენი ფრინველებივით, გადარჩენის მიზნით სხვაგან წავიდა  . რამდენიმე ოჯახი ნახიჩევანში წავიდა. ზოგი ქურთისტანს, ჯაბრაილს, ბარდას, აღდამსა და ევლახს გაეშურა . მათგან ზოგიერთმა დასახიჩრებულმა, ,ცხენისა და ულაყის უქონელმა , სნეულმა, დაჭრილმა, ახლოს აირჩია  საცხოვრებელი ადგილი  . ისინი  მინკენში, მოლაჰმედლისა და გარაკეშიშში წავიდნენ ,მაგრამ იქაც ვერ ნახეს  თავშესაფარი, და იძულებულნი გახდნენ  კლდეებს–გამოქვაბულებს შეფარებოდნენ.

 

ეიუბ აბასოვი

 

და სხვა ...

  • აზერბაიჯანული პოეზია „მიგელ დე სერვანტესის“ ბიბლიოტეკაში აზერბაიჯანული პოეზია „მიგელ დე სერვანტესის“ ბიბლიოტეკაში

    ესპანეთის მიგელ დე სერვანტესის ვირტუალურმა ბიბლიოთეკიამ „მხატვრილი გამოცემების“ განყოფილებაში განათავსა სახელმწიფო მთარგმნელობითი... 

  • სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში

     

    პოპულარულმა ინგლისურმა და ფინურმა ლიტერატურულმა პორტალებმა My poetic Side-მ " და შესაბამისად "Rakkausrunot"-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტიფარგლებში "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში"  დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო პოეტის სამად ვურნის ინგლისურად თარგმნილი ლექსების "მსოფლიო" და "დაივიწყე".

     

  • ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში

    იტალიის პოპულარულმა  ლიტერატურულმა პორტალმა "Alidicarta.it"-იმ მთარგმნელობითი სახელმწიფო ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" ფარგლებში ტრანსლირება დაიწყო დიდი აზერბაიჯანელი პოეტის, იმადედდინ ნასიმის იტალიურად თარგმნილი ღაზალისა "ვერ დავეტევი".