მსოფლიო ლიდერები ჰეიდარ ალიევის შესახებ

მსოფლიო ლიდერები ჰეიდარ ალიევის შესახებ

 

   ყველა პოლიტიკოსსა და სახელმწიფოს მეთაურს როდი ხვდება ბედნიერება ისტორიაში  მარადიული კვალი დატოვოს. მან სიცოცხლე მიუძღვნა თავისი ხალხის ნათელი მომავლის, აზერბაიჯანის კეთილდღეობისადმი ბრძოლას. დიდმა ჰეიდარ ალიევმა ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა, უპირველეს ყოვლისა, სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით, ხალხის, ეროვნული და სულიერი ფასეულობების - ენის, კულტურისა და ლიტერატურის მიმართ ერთგულებითა და უბადლო ღვაწლით. იგი თავგანწირულად იბრძოდა ხალხის ეროვნული ფასეულებების დაცვისა და ერის წინსვლისთვის. მიუხედავად ეპოქის ხასიათიდან გამომდინარე  სერიოზულიო წინააღმდეგობებისა, ერისა და სამშობლოსათვის გაბედულ, ისტორიული ნაბიჯებს დგამდა. მის სახელსს უკავშირდება დღესდღეობით აზერბაიჯანში განხორციელებული უპრეცედენტო და დიდებული პროექტები.

 Aztc.gov.az წარმოგიდგენთ მსოფლიოში ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეების მოსაზრებებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის შესახებ.  

 

   ჰეიდარ ალიევი არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მთელ თურქულ სამყაროში ცნობილი და საყვარელი ლიდერია.

                                                               რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი

   

   ჰეიდარ ალიევი ჭეშმარიტად იყო რუსეთის დიდი მეგობარი, ჩვენ ამას ვგრძნობდით და ძლიერ ვაფასებთ. ის იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწე. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ის პოლიტიკის სფეროს გენიოსი იყო. მის მიმართ მხოლოდ დიდ პატივით როდი ვიყავი განწყობილი,  მე იგი მიყვარდა როგორც დიდი პიროვნება. ”

                                                                          ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

 

    "აღფრთოვანებული ვარ ჰეიდარ ალიევის უდავო ლიდერობით, გამბედაობით, უბადლო მსოფლმხედველობითა და მჭევრმეტყველებით!"

                                                    ჯორჯ ბუში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი

 

    ჰეიდარ ალიევი როგორც ყველაზე ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეთაგანიარა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ მთელ თურქულ სამყარო საამაყო შვილია.

                                                                სულეიმან დემირელი, თურქეთის პრეზიდენტი

 

 

    „მე დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ ჰეიდარ ალიევს, დიდად ვაფასებ მის პოლიტიკურ საქმიანობას და გამოცდილებასა, შორსმჭვრეტელობას.

                                                         ბუტროს ბუტროს-გალი, გაეროს გენერალური მდივანი

 

    ამ არაჩვეულებრივმა პიროვნებამ აზერბაიჯანი კეთილდღეობისკენ წაიყვანა. ჩვენი სხვადასხვა შეხვედრების დროს, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დისკუსიების დროს, მე ვაფასებდი მის გამბედაობას, სიბრძნეს და მონდომებას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში“.

ჟაკ შირაკი, საფრანგეთის პრეზიდენტი

 

    ჰეიდარ ალიევის სახით აზერბაიჯანის რესპუბლიკამ დაკარგა დიდი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში ღრმა კვალი დატოვა ქვეყნის მთელ ცხოვრებაში და მარადიული ადგილი დაიმკვიდრა აზერბაიჯანის ისტორიაში. მისი სახელი ყოველთვის ასოცირდება ქვეყნის დამოუკიდებლობის დამყარებასთან და მის ისტორიულ მიღწევებთან“.

გერჰარდ შროდერი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი

   

    „ჰეიდარ ალიევი იყო აზერბაიჯანის დიდი ლიდერი. მან კრიზისის დროს თავის ქვეყანას სტაბილურობა მოუტანა. აზერბაიჯანელ ხალხს შეუძლია იამაყოს მისი მემკვიდრეობით. მისი პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა გამყარდა და აზერბაიჯანმა კიდევ უფრო გააუმჯობესა ურთიერთობა ევროპასთან.

ტონი ბლერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი

 

    პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი იყო უბადლო ლიდერი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას და ქვეყნის ამჟამინდელ განვითარებას, ასევე შეუდარებელი მისი წვლილისი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.

ჯუნიტირო კოიზუმი, იაპონიის პრემიერ მინისტრი

 

    ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში დიდი როლი ითამაშა -ნმა ჰეიდარ ალიევმა, მთელ მსოფლიოში ცნობილმა პოლიტიკოსმა, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და იგი ძირძველი ჩინელი ხალხის მეგობარია.

ჰუ ჯინტაო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი

 

    პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა შთამბეჭდავი როლი ითამაშა ახლადშექმნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტაბილურობასა და პროგრესში. იგი იყო გამოცდილი და ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც იღვწოდა ლამაზი აზერბაიჯანის ხალხის კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის. ჰეიდარ ალიევის ღვაწლი რეგიონული მშვიდობისა და მეგობრობის მიღწევაში, ორ მეგობარ და მოძმე ქვეყანას შორის ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში არასოდეს იქნება დავიწყებული.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი სეიედ მოჰამად ხათამი

 

 ჰეიდარ ალირზა ოღლუ ალიევმა, გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, ძალიან ღრმა ინტელექტისა და საოცარი ზემოქმედების ძალის მქონე ადამიანმა, ბევრი გააკეთა აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის, დსთ- განვითარებისთვის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის განსამტკიცებლად“.

ნურსულთან ნაზარბაევი, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

  

   „ჰეიდარ ალიევის სახელი განუყოფლადაა დაკავშირებული მშობლიურ მიწასთან. დამოუკიდებელი და სუვერენული აზერბაიჯანის კეთილდღეობამ და წინსვლამ, ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციამ და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დაუღალავმა ძიებამ ჰეიდარ ალირზა ოღლუს მაღალი რეპუტაცია და შეუბღალავი პატივისცემა მოუტანა მთელ მსოფლიოში. ის მუდამ იცოცხლებს აზერბაიჯანელი ხალხისა და ყველა კარგი ადამიანის ხსოვნაში, ვინც აფასებს მის საქმესა და მოღვაწეობას.

ემომალი რაჰმონი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

 

    ჰეიდარ ალიევის, როგორც პატივდებული პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის სახელი და რეპუტაცია განუყოფლად იქნება დაკავშირებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ღირსეულ ადგილთან საერთაშორისო საზოგადოებაში.

     ჩვენ ვაფასებთ ჰეიდარ ალიევის დიდ წვლილს ბულგარეთ-აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში თანამედროვე საერთაშორისო რეალობის კონტექსტში.“

გეორგი პირვანოვი, ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

 

    შეუდარებელიაეიდარ ალიევის ისტორიული როლი აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებაში და განმტკიცებაში, მისი პრესტიჟის ამაღლებაში საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და გაფართოების საქმეში.

ისლამ კარიმოვი, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

 

   „ჰეიდარ ალიევმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა მშობლიური ხალხისა და სამშობლოსათვის თავგანწირულ ბრძოლას. მოლდოვას რესპუბლიკაში ჰეიდარ ალიევს ყოველთვის აღიარებდნენ და აფასებდნენ, როგორც დიდ პატრიოტს, მებრძოლს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისთვის, ევროპაში და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის იდეალების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის.

ვლადიმერ ვორონინი, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტი

 

 

 

 

   

 

 

და სხვა ...

  • აზერბაიჯანული პოეზია „მიგელ დე სერვანტესის“ ბიბლიოტეკაში აზერბაიჯანული პოეზია „მიგელ დე სერვანტესის“ ბიბლიოტეკაში

    ესპანეთის მიგელ დე სერვანტესის ვირტუალურმა ბიბლიოთეკიამ „მხატვრილი გამოცემების“ განყოფილებაში განათავსა სახელმწიფო მთარგმნელობითი... 

  • სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში

     

    პოპულარულმა ინგლისურმა და ფინურმა ლიტერატურულმა პორტალებმა My poetic Side-მ " და შესაბამისად "Rakkausrunot"-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტიფარგლებში "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში"  დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო პოეტის სამად ვურნის ინგლისურად თარგმნილი ლექსების "მსოფლიო" და "დაივიწყე".

     

  • ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში

    იტალიის პოპულარულმა  ლიტერატურულმა პორტალმა "Alidicarta.it"-იმ მთარგმნელობითი სახელმწიფო ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" ფარგლებში ტრანსლირება დაიწყო დიდი აზერბაიჯანელი პოეტის, იმადედდინ ნასიმის იტალიურად თარგმნილი ღაზალისა "ვერ დავეტევი".