აზერბაიჯანის გამარჯვების წელი

აზერბაიჯანის გამარჯვების წელი

2020 წელი იქცა დიდებულ თარიღად, რომელსაც აზერბაიჯანის ისტორიაში მარად სიამაყის გრძნობით გაიხსენებენ. სწორედ ამ წელს  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ილჰამ ალიევის ურყევი ნებისყოფისა და ტრიუმფალური აზერბაიჯანული არმიის სიმამაცის წყალობით განთავისუფლდა მშობლიური ყარაბაღი, რომელიც წლების განმავლობაში მტრის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. თავის ძირძველ პატრონს დაუბრუნდნენ ჩვენი ქალაქები, სოფლები, მთები და ტყეები და მომხდურისგან გათავისუფლებულებმა შვებით ამოისუნთქეს.   მშობლიური კალთა დაახვედრა ასაღორძინებლად მოსულ ღვიძლ შვილებს ჩვენმა მიწამ, რომლის ყველა მტკალევიც მოწამეთა სისხლითაა მორწყული.  44-დღიან სამამულო ომში, აზერბაიჯანელმა ხალხმა მთელ მსოფლიოს უჩვენა სამაგალითო ერთიანობა და სიმტკიცე; ამ რთულ და საპასუხისმგებლო პერიოდში კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაინახა ვინ მტერია და ვინ მოყვარე.

დიახ, ჭეშმარიტად სამართლიანი ომი, რომელიც მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო, დასრულდა აზერბაიჯანის ბრწყინვალე გამარჯვებით და აღდგა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს დიდი გამარჯვება, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ იქნა მიღწეული  სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და დიპლომატიური წარმატებების ფონზე, გახლავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ილჰამ ალიევის ბრძნული, შორსმჭვრეტელი პოლიტიკის, მაღალი დიპლომატიური უნარების, ინტენსიური და უწყვეტი საქმიანობის შედეგი; სწორედ ამგვარმა პოლიტიკამ დღითიდღე მიგვაახლოვა გამარჯვებას, რაც საბოლოო ჯამში რეალობად იქცა -- აზერბაიჯანმა თავისი გადამწყვეტი და მტკიცე სიტყვა  როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო ასპარეზზე თქვა!

აზერბაიჯანო, გილოცავთ ახალ წელს, რომელსაც სიხარულით, ენთუზიაზმითა და სიამაყით ხვდები! შენ მხოლოდ გამარჯვება და ტრიუმფი გშვენის!

და სხვა ...

  • „ლეილი და მეჯნუნი“ დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „ლეილი და მეჯნუნი“ დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

     

    დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ( Dnepr Book Space) გაიმართა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯავის კიევში უკრაინულ ენაზე გამოცემული"ლეილი და მაჯნუნიის" პრეზენტაცია.

     

  • „ლეილი და მეჯნუნი“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „ლეილი და მეჯნუნი“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

    კიევის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ("კიევის წიგნის ხელოვნების ფესტივალი") გაიმართა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯავის "ლეილი და მაჯნუნიის" პრეზენტაცია. უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი უკრაინულ ენაზე დაისტამბა ნიზამი განჯავის 880 წლის იუბილესთან დაკავშირებით. პროექტი განხორციელდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის უშუალო მონაწილეობით.