ნიზამი განჯელის შემოქმედება საქართველოს ლიტერატურულ პორტალში
საქართველოს პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა „ივერიონმა“ გვერდი დაუთმო აზერბაიჯანში გამოცხადებულ „ნიზამი განჯელის წელთან“ დაკავშირებით თბილისში ქართულ ენაზე გამოცემული „ლეილი და მაჯნუნის“ შესახებ ინფორმაციასა და ამ უკვდავი ნაწარმოებისადმი მიძღვნილ წინასიტყვაობას.
წიგნი, რომელიც მდიდარი საგამომცემლო გამოცდილებით გამორჩეულმა გამომცემლობა „ივერიონმა“ გამოსცა, ორიგინალიდან ქართულად თარგმნა გამოჩენილმა ქართველმა აღმოსავლეთმცოდნემ, პროფესორმა მაგალი თოდუამ. წინასიტყვაობის ავტორი კი პროფესორი ხალილ იუსიფლია.