აზერბაიჯანელი ხალხის გლოვისა და ღირსების დღე - 20 იანვარი

აზერბაიჯანელი ხალხის გლოვისა და ღირსების დღე - 20 იანვარი

 

32 წელი გადის 20 იანვრის ტრაგედიიდან, რომელიც აზერბაიჯანელი ხალხის მეხსიერებაში სამ უდამოდ აღიბეჭდა, როგორც სისხლიანი იანვარი

          

1990 წლის 19-20 იანვრის ღამეს,  11:30 საათზე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე  ბაქოში შემოიჭრა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილი, რის შედეგადაც 147 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 638 დაიჭრა და 841 კაცი კი უკანონოდ იქნა დაკავებული. ასევე ასობით ადამიანი გახდა დაუნდობელი ტანჯვა-წამების მსხვერპლი.  სისხლიანმა ჟლეტა-დარბევამ და ძარცვამ, რომელიც იმ დღეებში ბაქოში განხორციელდა, ასევე მოიცვა ქვეყნის მრავალ რეგიონი და ქალაქი. დაღუპულთა შორის აზერბაიჯანელებთან ერთად იყო 6 რუსი, 3 ებრაელი და 3 თათარი მოქალაქე, ასევე დაიღუპნენ ბავშვები, მოხუცები და ქალები ...

საბჭოთა იმპერიის მიერ განხორციელებული ვანდალური აგრესიის მთავარი მიზანი იყო აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი სულის ჩამხშობა და ბაქოში აღკვეთა მასობრივი საპროტესტო აქციებისა, რომლებიც მიმართული იყო სომხეთის პარლამენტის მთიანი ყარაბაღის სომხეთთან შეერთების შესახებ  იმავე წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

რესპუბლიკაში გამეფებული ქაოსისა და განუკითხაობის მეორე დღეს, რომელიც გამოწვეული იყო რესპუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელობის უნიათობითა და არაკომპეტენტურობით, მოსკოვში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლობაში გამართულ პრეს კონფერენციაზე აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნულმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა მკაცრად დაგმო მომხდარი და მას დემოკრატიული ფასეულებებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ მიმართული აქცია უწოდა.

დიახ, ამ სისხლიანმა ტრაგედიამ, რომელიც ზუსტად 32  წლის წინ მოხდა, გააერთიანა აზერბაიჯანში მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენელი, განურჩევლად ასაკისა, პროფესიისა და პოლიტიკური შეხედულებისა. ეს ერთიანობა გახლდათ სახალხო პროტესტი ვანდალური აქტის წინააღმდეგ, რომელიც არ ჯდებოდა არცერთ პოლიტიკურ, იურიდიულ თუ ადამიანურ ნორმებში. აზერბაიჯანში მოულოდნელად შემოჭრილი საბჭოთა ჯარების მიერ ჩადენილმა სამხედრო-პოლიტიკურმა დანაშაულმა გამოიწვია სრული უნდობლობა და სიძულვილი ყოფილი საბჭოთა იმპერიის მიმართ ...

გავიდა წლები და აზერბაიჯანელი ხალხი კვლავ გაერთიანდა და ერთ მიშტად შეიკრა. სიმტკიცე, რომელიც გამოვლინდა 44 დღიანი ომის შედაგად მიღწეულ ბრწყინვალე გამარჯვებაში, გახლდათ საყოველთაო ერთიანობის გამოვლინება, რომელიც გამსჭვალული იყო ხალხის უსაზღვრო ნდობით თავისი სახელმწიფოსადმი, ტრიუმფალური არმიისა და ქვეყნის მთავარსარდლის მიმართ!

32 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 20 იანვარს, ასიათასობით ადამიანი იკრიბება მოწამეთა პანთეონში, რომელიც საკრალურ სივრცედ იქცა აზერბაიჯანელთათვის, აქ ტკივილით და სიყვარულით იხსენებენ აზერბაიჯანის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა სულებს ...

 

 

 

და სხვა ...

  • აზერბაიჯანული პოეზია „მიგელ დე სერვანტესის“ ბიბლიოტეკაში აზერბაიჯანული პოეზია „მიგელ დე სერვანტესის“ ბიბლიოტეკაში

    ესპანეთის მიგელ დე სერვანტესის ვირტუალურმა ბიბლიოთეკიამ „მხატვრილი გამოცემების“ განყოფილებაში განათავსა სახელმწიფო მთარგმნელობითი... 

  • სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში

     

    პოპულარულმა ინგლისურმა და ფინურმა ლიტერატურულმა პორტალებმა My poetic Side-მ " და შესაბამისად "Rakkausrunot"-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტიფარგლებში "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში"  დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო პოეტის სამად ვურნის ინგლისურად თარგმნილი ლექსების "მსოფლიო" და "დაივიწყე".

     

  • ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში

    იტალიის პოპულარულმა  ლიტერატურულმა პორტალმა "Alidicarta.it"-იმ მთარგმნელობითი სახელმწიფო ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" ფარგლებში ტრანსლირება დაიწყო დიდი აზერბაიჯანელი პოეტის, იმადედდინ ნასიმის იტალიურად თარგმნილი ღაზალისა "ვერ დავეტევი".