ჩნობილი ისრაელელი მწერალი თარგმანის ცენტრში

3 ოქტომბერს, ცნობილი ისრაელელი მწერალი, ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ძმა იდო ნეთანიაჰუ და „საზოგადოებისათვის საერთაშორისო პროექტების“ ხელმძღვანელი, არი გუთი აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელთა ცენტრს ეწვივნენ. შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის მეგობრობის და ძმობის ისტორია, ორ ქვეყანას შორის არსებული ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობები, სულიერი ფასეულობები, რომლებიც ამ ხალხებს აკავშირებს. განხილულ იქნა მთელი რიგი მთარგმნელობითი პროექტები ისრაელის ისტორიის, სამეცნიერო, კულტურული და ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ, ასევე ისრაელში აზერბაიჯანული ლიტერატურის გამოცემასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ახლოს გააცნობს აზერბაიჯანულ ლიტერატურას ებრაელ მკითხველს.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებს წარუდგინეს ებრაელი მწერლის შოლომ ალეჰემის წიგნი, რომელიც გამოქვეყნდა აზერბაიჯანის მთარგმნელობით ცენტრში, ასევე ებრაელ სტუმრებს საჩუქრად გადასცეს მსოფლიო ლიტერატურის ჟურნალ “ხაზარის“ ნომერი, სადაც დაბეჭდილი ფრაგმენტები „თორას“ ფრაგმენტები აზერბაიჯანულ ენაზე .