აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი „დაფნის ფოთოლი“
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი „დაფნის ფოთოლი", რომელიც ტარდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ქვეყანაში ლიტერატურული თარგმანის სფეროს გაუმჯობესებისა და შეფასების მიზნით.
კონკურსი „დაფნის ფოთოლი"
კონკურსის პირობები
* კონკურსზე მიიღება ორიგინალიდან აზერბაიჯანულ ენაზე 2020-2021 წლებში თარგმნილი მცირე პროზაული და პოეტური ნიმუშები:
პროზაული ნაწარმოებები - 20 000-მდე სიტყვა-ნიშანი;
პოეზიის ნიმუშები - 100 სტრიქონი;
* გათვალისწინებულია ჯილდო თითოეულ ნომინაციაში გადაეცეს ერთ ავტორს და ერთ ნაწარმოებს;
* ერთ ავტორს შეუძლია კონკურსზე წარადგინოს მხოლოდ ერთი ნაწარმოები;
* კონკურსში მონაწილე კანდიდატებს არ აქვთ ასაკობრივი შეზღუდვა;
* ნამუშევრები მიიღება 1 ოქტომბრიდან 20 დეკემბრამდე;
* კონკურსის გამარჯვებულთა სახელები გამოცხადდება დაჯილდოების ცერემონიაზე 2022 წლის 5 მარტს.
კონკურსის მსვლელობა
* კონკურსზე წარდგენილი ნაწარმოებები თავდაპირველად წარედგინება ექსპერტთა საბჭოს დანომრილი წესით, ავტორის სახელი გასაიდუმლოებულია. მეორე ეტაპი - 20 ნაწარმოები წარედგინება საპრიზო კომისიას განსახილველად;
* ნაწარმოების შეფასება ხორციელდება 5 - 10 ქულიანი სისტემით;
* საექსპერტო საბჭოს და დაჯილდოების კომისიის წევრების სახელები საიდუმლოდ ინახება დაჯილდოების ცერემონიამდე;
* გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, სამკერდე ნიშნები და ფულადი პრიზები.
კონკურსის საპრიზო ფონდი
პროზაში
I ადგილი - 2000 (ორი ათასი) მანეთი
II ადგილი ¬ - 1000 (წთ) მანეთი
III ადგილი - 500 (ხუთასი) მანეთი
წამახალისებელი პრიზი - 300 (სამასი) მანეთი.
კონკურსის საპრიზო ფონდი
პოეზიაში
I ადგილი - 2000 (ორი ათასი) მანეთი
II ადგილი ¬ - 1000 (წთ) მანეთი
III ადგილი - 500 (ხუთასი) მანეთი
წამახალისებელი პრიზი - 300 (სამასი) მანეთი.
ნაწარმოებების გაგზავნის პროცედურა
*ნაწარმოებები, ავტორის მიერ თარგმანილი სხვა ნიმუშების ჩამონათვალი და გამომცემლობის დასახელება ელექტრონული ფოსტით ან ქაღალდის ფორმატში
უნდა იყოს წარმოდგენილი 5 ეგზემპლარად;
* უნდა აღინიშნოს რომელი ენიდან ითარგმნა ნაწარმოები აზერბაიჯანულად;
*კონკურსის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოდგენილი ნაწარმოებები ავტორს უბრუნდება.
დამატებითი დოკუმენტები
* პირადობის მოწმობის ასლი;
* კონკურსის მონაწილის საკონტაქტო ნომერი.
მისამართი: ქალაქი ბაქო, ა.თოპჩუბაშოვის ქუჩა 74
ელ.ფოსტა: musabiqe@aztc.gov.az
ტელეფონი: (012) 595 10 69
მობ: (055) 988 89 30 (votsap)
და სხვა ...
-
ისი მელიქზადეს შემოქმედება გერმანიის ელექტრონულ ლიტერატურულ ჟრნალში
პოპულარულმა გერმანულმა ელექტრონულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა "LESERING.de" სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში"
-
მოვლუდ მოვლუდის მოთხრობა თურქეთის პორტალებში
თურქეთის პოპულარულმა პორტალებმა "Detayhaberler.com"-მა, "Dibace.net"-იმ და "Haber.232.com"-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში დაიწყო
-
გამოიცა წიგნი „აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონიდან ამოღებული სიტყვების კლასიფიკაცია“
„აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონიდან“ (ნასიმის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; 2013 და 2021 გამოცემები) ამოღებულ იქნა ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომები, უცნაური სიტყვათწარმოება