თქვენო აღმატებულებავ...
თქვენო აღმატებულებავ...
უპირველეს ყოვლისა, მინდა გაცნობოთ, რომ მიზეზი, რომლის გამოც ყოველთვის მსურდა მოგმართოთ, გახლავთ სინათლე, რომელსაც თქვენ მრავალმხრივი წარმატებული მოღვაწეობით ჰფენთ სამყაროს და უკუნს სინათლით ავსებთ. თქვენი გულით, კეთილი ზრახვებითა და საქმით აგვირგვინებთ საქვეყნო საქმეებს, თქვენ გაათავისუფლეთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები და დღესაც საიმედოდ იცავთ მას. კიდევ ამ წერილის მიზეზი გახლავთ ის, რომ გასაჭირში ხალხს იმედის შუქურად მოევლინეთ. თქვენი უზენაესი და კეთილშობილი ბედი და მისიაა, რომ ერთგულად ემსახუროთ ქვეყანასა და ჭეშმარიტებას.
ჯერ კიდევ, თქვენი პრეზიდენტობის პირველ წლებში, – ანუ 2008 წლის ზაფხულში, როცა თავისუფლების მოედანზე სამხედრო აღლუმს იბარებდით, ცაში აჭრილმა ავია გამანადგურებლებმა ქვეყნის სამფეროვანი დროშა გამოსახეს, ვითარცა იმედი და შეძახილი – ”არ დაიდარდო, ჩემო ხალხო, შენ მუსაფარი არ ხარ!“ ვიგრძენი თქვენდამი დამახასიათებელი სამშობლოს დაცვის უტყუარი ინსტიქტი, რომელიც დაუვიწყარი ჰეიდარ ალიევისგან გენების სწორუპოვარი ლოგიკით გადმოგეცათ... 20 იანვარი, რომელმაც თავის დროზე ბაქოს ქუჩები სისხლით მორწყა - ამ ტრაგედიიდან გამომდინარე მწარე სიმართლე, რომ ჩვენ ვართ მარტონი, მიუსაფარნი, უსაზღვრო და სახელმწიფეობრიობას მოკლებული ხალხი, როგორც ძილბურანიდან გამორკვეულს, ხელახლა გამახსენდა მთელი თავისი საშინელებით და ხელახლა განვიცადე მომხდარი ვანდალიზმის მთელი ტკივილი...
ქვეყნისა და სახელმწიფოსადმი ეს დიდი ქომაგობა, ხალხისა და სამშობლოს თვითგამორკვევისადმი გამოჩენილი მხარდაჭერა კიდევ უფრო მკვეთრად გამოიკვეთა შემდგომ რთულ წლებში, იგი თვალსაჩინო გახდა ყველა თავისი თვისებითა და მასშტაბებით პოლიტიკურ ბრძოლებში, როცა სიმართლისათვის ბრძოლაში მარტოდ-მარტო იდექით, ერთი შეხედვით, გადაუჭრელი პრობლემების წინაშე და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევდით მოთმინებით, პროფესიონალური ძალისხმევით, თავისუფლი და დახვეწილი დიპლომატიით... პანდემიის წლებში, როცა სამყარო დიდი განსაცდელის წინაშე იდგა, როცა ადამიანები საკუთარ ბედს ანაბარა იყვნენ და ვისაც როგორ შეძლო, ისე ებრძოდა დაუნდობელ ვირუსსა, თქვენ სწორედ ამ საყოველთაო გულგრილობის პერიოდში უაღრესად ახლოს იყავით ყველა ადამიანთან და ისინი შინ, თუ გარეთ თქვენს გულითად თანადგომას გრძნობდნენ... მთელი ამ თავგანწირული მოღვაწეობის, გააზრებული და მიზანმიმართული საქმიანობის შედეგად, აზერბაიჯანი, რომლის უფლებები მრავალი წლის და საუკუნეების განმავლობაში ითელებოდა, რომლის მიწები და ტერიტორიები იყო ოკუპირებული, რომლის ხმა და სიტყვა არსად და არავის ესმოდა, ვითარცა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, და იძირებოდა საყოველთაო გულგრილობის ჭაობის ღრმა სიბნელეში, – საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა თავისი მდიდარი ეროვნული კულტურით და ადამიანური პოტენციალით, როგორც ძლიერი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ძალა და მსოფლიომ სულ სხვა კუთხით დაგვინახა და გაგვიცნო.
18 წლის განმავლობაში, რომელიც ფართო დროის გაგებით თვალის დახამხამებასავითაა, აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელების ეროვნული და სოციალური სტატუსი დაიხვეწა და გამოიკვეთა, სასიკეთოდ შეიცვალა ქვეყნის იმიჯი, სახე და ცხოვრების დონე, ფუნდამენტური რეფორმებისა და კონსტრუქციული მუშაობის შედეგად გამოიკვეთა ქვეყნის ფართო და ნათელი გზა, გზა უფრო დიდი და ისტორიული გამარჯვებებისაკენ. ჩვენ ყველაფერი ეს მაშინ ვიგრძენით, როცა უახლესი შეიარაღებით აღჭურვილი აზერბაიჯანული არმია უხილავი სიღრმიდან მოევლინა ქვეყნიერაბას ვითარცა ძალა უძლეველი... სიხარულითა და ცრემლებით სავსე დაუვიწყარი დღეები, როცა ერთმანეთის მიყოლებით ოკუპაციისგან თავისუფლდებოდა ფუზულის, ჯაბრაილისა და ზანგილანის რაიონები, როცა გამარჯვების ამბავი მოდიოდა ყოველ დღე, ყოველ საღამოს ეკრანის წინ მოგელოდით, როგორც ოჯახის უფროსს, რომელიც კიდევ ერთ გამარჯვების ამბავს გვამცნობდა და ურყევ იმედს ჩაგვისახავდა... თქვენი გამოჩენა ეკრანებზე იმისათვის, რომ ადამიანების გულსა და გონებაში წაშალოთ მრავალწლიანი ეროვნული ტრაგედიები, აღმოფხვრათ დამარცხების სინდრომი, რომელიც შემოვიდა ჩვენს ქვეცნობიერ მეხსიერებაში, აღმოფხვრათ ყოველგვარი უნდობლობა და სასოწარკვეთა, სამუდამოდ წაშალოთ იგი მეხსიერებიდან... მხრებზე სისხლიანი სამამულო ომის სიმძიმით, წამებულთა ტკივილით გულში, გვამშვიდებდით განთავისუფლებული სოფლებისა და ქალაქების სახელებითა და დიდი გამარჯვების სიხარულით, როგორც გულნატკენ ბავშვს დაამშვიდებს მშობელი...
ბატონო პრეზიდენტო!
ეს დიდ გამარჯვება, რომელიც მიღწეულ იქნა დიდი მოთმინებითა და შეუპოვრობით, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ სვლით, პროფესიული პოლიტიკით, სისტემატური თავდაუზოგავი მოღვაწეობითა და ტრიუმფალური აზერბაიჯანული არმიის შეუპოვრობითა და თავდადებით, ისტორიული ფაქტია დაეს არის ჩვენი ეროვნული ისტორიის ყველაზე დიდებული ფურცელი, რომელმაც დაასრულა სევდიანი ქრონოლოგია მე-20 საუკუნის ბოლოს ყარაბაღის ოკუპაციასთან ერთად. ამ საპატიო ფურცლის დაწერა, რომელმაც მთელი ქვეყნისა და ხალხის ბედი შეცვალა, თქვენი 60 წლის იუბილის თანხვედრი ჭეშმარიტებაა, იგი თქვენ დაგაკისრათ ბედის დამწერმა და ვფიქრობ, ეს ყოვლისშემძლე უფლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოა. სწორედ არსთა გამრიგისგანაა, რომ მან აირჩია ასეთი ნათელი გულის პატრონი, სადაც მთელი ქვეყნიერება ეტევა და იგი მოუვლინა აზერბაიჯანს...
დიდება ყოვლისშემძლე უფალს! გილოცავთ დიდებულ 60 წლის იუბილეს, რომელიც სავსეა უანგარო სიკეთით და შუქითა!
უღრმესი პატივისცემით
აფაგ მესუდი
აზერბაიჯანის სახალხო მწერალი
და სხვა ...
-
ვაგიფ ბაიათლი ოდერის შემოქმედება არგენტინის ლიტერატურულ პორტალში
არგენტინის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Antología poética” (პოეტური ანთოლოგია) სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული
-
რასულ რზას შემოქმედება აშშ-ს ლიტერატურულ პორტალში
პოპულარულმა ამერიკულმა ლიტერატურულმა პორტალმა "Poetryverse"-მ "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" პროექტის ფარგლებში
-
წიგნად დაისტამბა „წინასწარმეტყველ მაჰმადის ცხოვრება“
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა წიგნი "წინასწარმეტყველ მუჰამედის ცხოვრება", რომელიც გამოჩენილი რუსი მწერლის ვერა პანოვასა და მისი ვაჟის, აკადემიკოს...