ვიდეო რგოლი “სისხლიანი ისტორია - ხოჯალის გენოციდი“ უცხოურ მედიაში

მსოფლიოს მრავალმა ცნობილმა საინფორმაციო პორტალებმა, ვებსაიტებმა და სოციალურმა ქსელებმა, მათშორის - ამერიკის შეერთებული შტატების Texas.statenews.net-მა, საფრანგეთის Musulmans en France-ემ, არგენტინის Equilibrium Global, Tuvozalmundo-მ, რუმინეთის News24hours.ro, Lumea.ro-მ და Caucaz .ro-მ , ჩეხოსლოვაკიის „Rebuildsyia.cz”-ემ, თურქეთის “Dibace.net” და “Anahaberyorum.com”-მა, ერაყის “Ashurnews.com” და “Afkarhura.com”-მა, ალჟირის “Alharir.info”-მ, ეგვიპტის ”News International”-მა და საქართველოს ”ზღვაურ”-მა „აზერბაიჯანული რეალობა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ენაზე გამოაქვეყნეს ვიდეო რგოლი და ინფორმაცია სახელწოდებით „სისხლიანი ისტორია - ხოჯალის გენოციდი“.
ისტორიულ ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაფუძნებული მასალა მოგვითხრობს 1992 წლის 26 თებერვალს აზერბაიჯანის ქალაქ ხოჯალიში შეიარაღებული სომხური ტერორისტული დაჯგუფებების მიერ განხორციელებულ სისხლიან ხოცვა-ჟლეტასა და მშვიდობიანი აზერბაიჯანელების წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდზე.
და სხვა ...
-
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნისა "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს, სახალხო მწერალ აფაგ მესუდს:
-
გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
საქართველოს ინტელიგენციისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“, რომელიც ეძღვნება მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს.
-
რუსული ლიტერატურის დაბრუნება აზერბაიჯანში
შედგა პრეზენტაცია წიგნებისა „პატარა გმირი“ (ფ.დოსტოევსკი) და „ჩევენგური“ (ა.პლატონოვი), რომლებიც გამოიცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და რუსეთის მთარგმნელობით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში...